ჟურ­ნა­ლის­ტთა გუნ­დი, რო­მე­ლიც გა­ზეთთბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტისელ­ექ­ტრო­ნულ პლატ­ფორ­მას მარ­თავს, 2006 წლი­დან გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა. გა­ზე­თითბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი“ 1927 წლი­დან ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს (იხ­ილ­ეთ გა­ზე­თის ის­ტო­რია).

თსუ გა­ზეთთბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტისრე­დაქ­ცი­ 2021 წლის 15 იან­ვრი­დან ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თსუ პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ცენ­ტრი, დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, წარ­მო­ად­გენს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულს.

პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის მი­ზა­ნია თსუის მრა­ვალ­მხრი­ვი საქ­მი­ან­ობ­ის თა­ობ­აზე სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ფორ­მი­რე­ბა და თსუის იმ­იჯ­ის ამ­აღ­ლე­ბა.

გა­ზეთთბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტისწარ­მო­ებ­ის გარ­და, ცენ­ტრი ახ­ორ­ცი­ელ­ებს მე­დიაპრო­ექ­ტებს და მუ­შა­ობს კრე­ბუ­ლე­ბის გა­მო­სა­ცე­მად.

პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნულ მე­დია ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს ჟურ­ნა­ლის­ტი ნი­ნო კა­კუ­ლია, რო­მე­ლიც 2006 წლი­დან გა­ზეთთბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტისმთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია.

გა­ზეთთბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტისსტუ­დენ­ტუ­რი ჩა­ნარ­თი — „სტუ­დენ­ტუ­რი ფურ­ცე­ლი“, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც ის­ტო­რი­ულ პრესკლუ­ბელ­თა ტრა­დი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბა, მზად­დე­ბა თსუის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს თსუ პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტი, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მაია ტო­რა­ძე.

მედია-პროექტები

289380861_482113770340007_4820583658178967524_n

თსუ გა­ზეთთბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტისრე­დაქ­ცია გა­ზე­თის გა­მო­ცე­მის გარ­და ახ­ორ­ცი­ელ­ებს შემ­დეგ პრო­ექ­ტებს:

გა­და­ცე­მაუნ­ივ­ერ­სია
გა­და­ცე­მაუნ­ივ­ერ­სიამო­იც­ავს:
1)
უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტისქრო­ნი­კე­ბი (უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის, ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის, წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ის და .. გა­შუ­ქე­ბა);
2)
დო­კუ­მენ­ტუ­რი მი­ნიფილ­მე­ბი (უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში წარ­სულ­სა თუ აწ­მყო­ში მოღ­ვა­წე სა­ხე­ლო­ვა­ნი მეც­ნი­ერ­ებ­ის/პრო­ფე­სო­რე­ბის თა­ობ­აზე ფილ­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა);
3)
სა­ჯა­რო ლექ­ცი­ები (უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე პრო­ფე­სორმას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­ის ჩა­წე­რა/გავ­რცე­ლე­ბა);
4)
უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოწ­ვე­ულ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა (კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მწერ­ლე­ბი, მხატ­ვრე­ბი და ..) სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მაუნ­ივ­ერ­სიათსუსა და სა­ქარ­თვე­ლოსრე­გი­ონ­ულ მა­უწყე­ბელ­თა ალი­ან­სსშო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე კვი­რა­ში ერ­თხელ გა­დის 20-მდე რე­გი­ონ­ულ ტე­ლე­ვი­ზი­აში.

დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი
პრო­ექ­ტი მიზ­ნად ის­ახ­ავს სა­ხე­ლო­ვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ისა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რაც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ერ­თგვა­რი სა­იმ­იჯო კამ­პა­ნიაა.

თოვ­ლის ბა­ბუ­ას გზავ­ნი­ლი
პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში თსუის თა­ნამ­შრო­მელ­თა თუ პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის შვი­ლე­ბის­თვის იქ­მნე­ბა თოვ­ლის ბა­ბუ­ას ვი­დეოჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლი­თაც თოვ­ლის ბა­ბუა ახ­ალ წელს პერ­სო­ნა­ლუ­რად ულ­ოც­ავს, მი­მარ­თავს პა­ტა­რებს.

პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ნარ­კვე­ვე­ბი

თსუის პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ეტ­რო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­მა­არ­სე­ბელ­თა, სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო სკო­ლე­ბი­სა და დარ­გე­ბის ფუ­ძემ­დე­ბელ­თა, ღვაწ­ლმო­სილ მეც­ნი­ერ­თა და პრო­ფე­სორ­თა ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ობ­ის შე­სა­ხებ ვრცე­ლი სე­რი­ული გა­მო­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბას. წიგ­ნებ­ში პო­პუ­ლა­რულ ენ­აზე, ნარ­კვე­ვის სტილ­შია გად­მო­ცე­მუ­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი მეც­ნი­ერ­ებ­ის თა­ობ­აზე მრა­ვალ­მხრი­ვი ბი­ოგ­რა­ფი­ული ცნო­ბე­ბი, ცხოვ­რე­ბი­სე­ული ეპ­იზ­ოდ­ები, მა­თი შთა­მო­მავ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია

გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ისტორია

სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი არ­აფ­ერს ამ­ბობსთუ ვის ეკ­უთ­ვნო­და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ზე­თის გა­მო­ცე­მის იდეა, მაგ­რამ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჟამ­თა­აღ­მწერ­ლის სერ­გო ჯორ­ბე­ნა­ძის ცნო­ბით, პირ­ვე­ლი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო გა­ზე­თი 1927 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­არ­სდა. გა­ზეთსპრო­ლე­ტა­რულ სტუ­დენ­ტთა ხმაერ­ქვა, რო­მე­ლიც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბი­ურ­ოს, კომ­პარ­ტი­ისა და კომ­კავ­ში­რის ბეჭ­დვი­თი ორ­გა­ნო გახ­ლდათ. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თის გა­მო­ცე­მის ამ­ავე პე­რი­ოდს ეხ­ება . ხა­ინ­დრა­ვა წიგ­ნშინა­ხე­ვა­რი სა­უკ­უნე თეთრ ტა­ძარ­ში“, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომპრო­ლე­ტა­რულ სტუ­დენ­ტთა ხმისსა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გიადღე­ნი­ად­აგ იღ­ვწო­და გა­ზე­თის სრულ­ყო­ფი­სათ­ვის. მას აქ­ტი­ურ­ად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორმას­წავ­ლებ­ლე­ბი. ამ მხრივ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია პრო­ფე­სორ აკ­აკი შა­ნი­ძის რო­ლი, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ტუ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და ამ გა­ზეთ­ში“.

გა­ზე­თის პირ­ველ ნომ­რებს ხელს აწ­ერს აპ­ოლ­ონ ნუ­ცუ­ბი­ძესტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც თავს ლე­ნი­ნე­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და. ის­ტო­რი­ული წყა­როს ცნო­ბით, სწო­რედ იგი გახ­ლდათ გა­ზე­თის პირ­ვე­ლი რე­დაქ­ტო­რი. პირ­ვე­ლი გა­ზე­თე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა, სლო­გა­ნე­ბი, სტა­ტი­ებ­ის სა­თა­ურ­ები და შე­საძ­ლოა ტექ­სტე­ბიც ხე­ლი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ამ სა­მუ­შა­ოს თურ­მე კარ­გი ხელ­წე­რის მქო­ნე პი­რიიმ­ჟა­მად სტუ­დენ­ტი, შემ­დგომ­ში კი ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერი, ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტის და­მა­არ­სე­ბე­ლი ილია აბ­ულ­აძე ას­რუ­ლებ­და. 1928 წლის­თვის გა­ზე­თიპრო­ლე­ტა­რულ სტუ­დენ­ტთა ხმაუკ­ვე ლი­თოგ­რა­ფი­აზე და­ბეჭ­დი­ლი ჩვე­ულ­ებ­რი­ვი გა­ზე­თის სა­ხით გა­მო­დი­ოდა. 1930 წელს გა­მო­ცე­მულ გა­ზეთს დე­ვი­ზად გას­დევს სიტყვე­ბი: – „პრო­ლე­ტა­რე­ბო, ყვე­ლა ქვეყ­ნი­სა შე­ერ­თდით“. გა­ზე­თი გმობ­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აპ­ოლ­იტ­იკ­ურ­ობ­ის იდე­ას და იღ­ვწო­და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მარ­ქსის­ტულლე­ნი­ნუ­რი იდე­ებ­ის­ად­მი ერ­თგულ­თა ჰე­გე­მო­ნი­ის და­სამ­ყა­რებ­ლად. ამ სუ­ლის­კვე­თე­ბის სტა­ტი­ებ­ის გვერ­დით გა­ზეთ­ში ჩნდე­ბა აკ­აკი შა­ნი­ძის, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძის, ნი­კო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი­სა და კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის წე­რი­ლე­ბიც, რომ­ლებ­შიც სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­აზე არ­ის სა­უბ­არი.

1930 წლის 13 თე­ბერ­ვლი­დან გა­ზე­თი გა­მო­ვი­და შეც­ვლი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით და მასსაბ­ჭო­თა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხმაერ­ქვა. 1930 წლი­დან 1933 წლამ­დე და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო გა­ზე­თი არ­ენ­აზე არ ჩანს. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თის ბეჭ­დვა გა­ნახ­ლდა 1933 წელს და მი­სი და­სა­ხე­ლე­ბა გახ­ლდათბოლ­შე­ვი­კუ­რი კად­რე­ბი­სათ­ვის“. სა­ხელ­წო­დე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბა არ ცვლი­და მი­სი ში­ნა­არ­სის პა­თოსს. ამ წლებ­ში გა­მო­სუ­ლი გა­ზე­თე­ბი ის­ტო­რი­ის­თვის მხო­ლოდ იმ­ით არ­ის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მას­ში და­ბეჭ­დი­ლი სტა­ტი­ები ცხად­ყოფს, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­საც ჰქონ­და გა­და­დე­ბუ­ლი ის სე­ნი, რაც ქვე­ყა­ნას მა­შინ სჭირ­და. 1939 წელს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბოლ­შე­ვი­კუ­რი გა­ზე­თი არ­სე­ბო­ბას წყვეტს და მას შემ­დეგ, 1952 წლამ­დე იგი აღ­არ გა­მო­სუ­ლა.

1952 წელს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ნი­კო კეცხო­ვე­ლის დი­დი მე­ცა­დი­ნე­ობ­ითა და მონ­დო­მე­ბით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ­მა კო­მი­ტეტ­მა მი­იღო დად­გე­ნი­ლე­ბა თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მრა­ვალ­ტი­რა­ჟი­ანი გა­ზე­თის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საცახ­ალ­გაზ­რდა სტა­ლი­ნე­ლიდა­ერ­ქვა. „ჩვე­ნი გა­ზე­თი მო­წო­დე­ბუ­ლია ას­ახ­ოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა მხა­რესას­წავ­ლო, სა­მეც­ნი­ერო, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული, სპორ­ტუ­ლი, სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო და .. გა­ზეთ­ში უნ­და ით­ან­ამ­შრომ­ლოს ყვე­ლამსტუ­დენ­ტმაც და მას­წავ­ლე­ბელ­მაც, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი გა­ზე­თი“, – ას­ეთი იყო მა­შინ­დე­ლი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ად­მი მო­წო­დე­ბა, რაც გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­ზე­თის ფურ­ცლებ­ზე აის­ახა. მო­წო­დე­ბა საქ­მედ იქ­ცა. ნი­კო კეცხო­ვე­ლის რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ზე­თი წერ­და ახ­ალი ფა­კულ­ტე­ტე­ბის გახ­სნის, ახ­ალი კად­რე­ბის და­არ­სე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის არა­ერ­თი დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ.

გა­ზე­თი დიდ ად­გილს უთ­მობ­და 1947 წელს ნი­კო კეცხო­ვე­ლის თა­ოს­ნო­ბით და­არ­სე­ბულ მწე­რალ­თა წრის ახ­ალ­გაზ­რდა შე­მოქ­მედ­თა ნა­მოღ­ვა­წა­რის ბეჭ­დვას. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თის მა­შინ­დე­ლი რე­დაქ­ტო­რიტა­რი­ელ კვან­ჭი­ლაშ­ვი­ლი თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში წერ­და: „რო­გორც ჩანს, ახ­ალ­გაზ­რდა მწერ­ლე­ბის მა­სა­ლე­ბის ბეჭ­დვა ცო­ტა ზედ­მე­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და, რის გა­მოც რექ­ტო­რის შე­ნიშ­ვნაც კი და­ვიმ­სა­ხუ­რეეს გა­ზე­თი ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­ზე­თად ნუ გა­და­მიქ­ცი­ეთო. თუმ­ცაახ­ალ­გაზ­რდა სტა­ლი­ნე­ლისმთე­ლი ხიბ­ლი სწო­რედ ის იყო, რომ ამ გა­ზეთ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა ას­პა­რეზ­ზე შემ­დგომ­ში ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბი და პო­ეტ­ები. ეს­ენი იყ­ვნენ: ნო­დარ დუმ­ბა­ძე, ოთ­არ და თა­მაზ ჭი­ლა­ძე­ები, ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რია, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანი, არ­ჩილ სუ­ლა­კა­ური, ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე და სხვა­ნი…“

გა­ზე­თი 1962 წლი­დან კვლავ იც­ვლის სა­ხელ­წო­დე­ბას და გა­მო­იც­ემა, რო­გორცთბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი“. ის­ტო­რი­კო­სე­ბის ვა­რა­უდ­ით, ეს სა­ხელ­წო­დე­ბა იმ­აზე მი­უთ­ით­ებ­და, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სურ­და ხაზ­გას­მა იმ­ის­თვის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მა­შინ უკ­ვე აღ­არ ატ­არ­ებ­და სტა­ლი­ნის სა­ხელს და რომ მას მხო­ლოდ თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ერ­ქვა.

1965 წლი­დან გა­ზეთ­ში რე­დაქ­ტო­რად მო­ვი­და ზა­ალ ჟვა­ნია, რო­მე­ლიც რე­დაქ­ტო­რის სვეტ­ში წერ­და: „ყვე­ლა თბი­ლი­სე­ლის ღვიძ­ლი საქ­მეეს არ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თი“. გა­ზეთს ზა­ალ ჟვა­ნი­ას მო­ულ­ოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო ეც­ვლე­ბა რე­დაქ­ტო­რი და მას უკ­ვე 1978 წლი­დან გი­ვი შე­ყი­ლა­ძე რე­დაქ­ტო­რობს. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბეჭ­დვი­თი ორ­გა­ნო სას­ტარ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბას ინ­არ­ჩუ­ნებს და სწორ­ხა­ზო­ვან რელ­სებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა იდე­ოლ­ოგი­ურ მო­ნა­პო­ვარს მი­აქ­ან­ებს.

1988 წელს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტთა პრესკლუ­ბი და­არ­სდა. პრეს­კლუ­ბელ სტუ­დენ­ტთა ნა­წილ­მასტუ­დენ­ტუ­რი ფურ­ცლისგა­მო­ცე­მა და­იწყო, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თის სა­შუ­ალ­ებ­ით ვრცელ­დე­ბო­და. სულ გა­მო­ვი­დასტუ­დენ­ტუ­რი ფურ­ცლის“ 15 ნო­მე­რი. მას­ში სტა­ტი­ებს აქ­ვეყ­ნებ­დნენ მა­შინ­დე­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი, ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე, ირ­მა რა­ტი­ანი, ნი­კო ნი­კო­ლო­ზიშ­ვი­ლი, მე­დეა იმ­ერ­ლიშ­ვი­ლი, თა­მარ თით­მე­რია, ქე­თე­ვან გვა­ზა­ვა და სხვე­ბი. მათ კო­ორ­დი­ნი­რე­ბას უწ­ევ­და მა­შინ­დე­ლი პრო­რექ­ტო­რი ვახ­ტანგ გო­გუ­აძე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ფონ­ზე იატ­აკ­ქვე­შე­თი­დან სამ­ზე­ოზე გა­მო­სუ­ლი ერ­ოვ­ნულგა­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ობა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­შიც ცვლის კო­მუ­ნის­ტურ სუ­ლის­კვე­თე­ბას. ამ­ის შემ­დეგ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თი პე­რი­ოდ­ულ­ად ახ­ერ­ხებ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი სიტყვი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბას.

2006 წლის სექ­ტემ­ბრი­დან გა­ზე­თის მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რად და­ინ­იშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი ნი­ნო კა­კუ­ლია. ახ­ალი რე­დაქ­ტო­რის რე­კო­მენ­და­ცი­ით, რე­დაქ­ცი­აში სა­მუ­შა­ოდ კონ­კურ­სის წე­სით შე­ირ­ჩნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ზე­თის ძი­რი­თად ბირ­თვს წრმო­ად­გე­ნენ. გა­ზეთ­მა შე­ინ­არ­ჩუ­ნა სა­ხელ­წო­დე­ბადთბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტიდა ახ­ალი კონ­ცეფ­ცი­ის თა­ნახ­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ახ­ალი რუბ­რი­კე­ბი პრი­ორ­იტ­ეტ­ებ­ის მი­ხედ­ვით. გა­ზეთთბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტისრე­დაქ­ცი­ის ბა­ზა­ზე 2021 წლის 15 იან­ვარს თსუ პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრი შე­იქ­მნა.

2022 წლის სექ­ტემ­ბრი­დან ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და გა­ზე­თის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის ნი­ნო კა­კუ­ლი­ას ინ­იცი­ატ­ივ­ით, სრუ­ლი­ად ახ­ალი კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, გა­ზე­თითბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტიელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით ვრცელ­დე­ბა.