მემკვიდრეობიდან მომავლამდე — ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის 80 წელი
საქართველოს ქალთა საბჭო გულითადად ვულოცავთ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტს და მის სამეცნიერო კოლექტივს დაარსებიდან 80 წლისთავს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ქართული მეცნიერების, პროფესიული ერთგულებისა და თაობებისთვის გადაცემული ცოდნის პატივისცემის დღეა.
საქართველოს ქალთა საბჭოს ინსტიტუტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილს უკავშირდება — მისი ცხოვრება ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება მეცნიერება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ადამიანებისადმი ერთგულება ერთ მთლიანობად იქცეს.
დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მემკვიდრეობის პატივისცემა და მისი გაგრძელება — ინსტიტუტის დღევანდელი მიღწევების დაფასებით, თანამშრომლობის გაღრმავებითა და მომავალი თაობებისთვის ცოდნის გადაცემით.
ვუსურვებთ ინსტიტუტს ახალ სამეცნიერო წარმატებებს, შემოქმედებით წინსვლასა და ღირსეული ტრადიციების გაგრძელებას.
ხმა წარსულიდან, აწმყოს გავლით — მომავლისაკენ!
საქართველოს ქალთა საბჭო
აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე
ქეთევან გაბრუაშვილი
