მონოგრაფია „ინფორმაციული სტრუქტურა და ქართველურ ენათა ჰიპოტაქსური მოდელები“ – კვლევის შედეგები  და  სამომავლო პერსპექტივები

თარიღი: 2026-08-01 17:44:28

თსუ=ს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენ­ის ს/ს ინ­სტი­ტუ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით ახ­ალი წიგ­ნის ინფორმაციული სტრუქტურა და ქართველურ ენათა ჰიპოტაქსური მოდელები  – პრე­ზენ­ტა­ცია გა­იმ­არ­თა, რო­მე­ლიც მომზადდა და გამოიცა შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის ფი­ნან­სუ­რი მხარდაჭერით  პრე­ზენ­ტა­ცი­აზე სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ლომიამ  ვრცლად ისაუბრა ნაშრომის აგებულებაზე, ქარ­თვე­ლურ ენათა მასალაზე განხილული უნივერსალური საკითხების მნიშვნელობაზე ტი­პოლოგიური ენათმეცნიერების განვითარების თვალსაზრით.

„ინფორმაციული სტრუქტურა უნივერსალური ფუნდამენტური საყრდენია მსოფლიო ენა­თათვის. საკომუ­ნი­კა­ციო აქტი ითვალისწინებს მთავარი და არამთავარი (მეორეხარისხოვანი)  ინფორმაციის დიფერენცირებას, რომელიც წინადადებაში არათა­ნა­ბა­რი სინტაქსური ღირე­ბულების მქონე კომპო­ნენ­ტების შეპი­რის­პირებით ყალიბ­დე­ბა. ამ კომპონენტების ურ­თიერთ­მიმართება ქმნის ჰიპოტაქსურ მო­დ­ე­ლებს, რომელთა აგებისა და ჩამოყალიბების სტრა­ტეგია გან­სხვავებულია სალიტერატურო და არა­სალი­ტერატურო ენებში. კვლევის სიახლეა ის, რომ  წინა­მდებარე პროექტის ფარგლებში კო­მპ­ლექსურად პირველად განიხილება ინფორ­მა­ციული სტრუ­ქ­­ტურის ჩამოყალიბების კანონზომიერებანი ქართველურ ენ­ა­­თა ჰიპოტაქსურ მო­დელებში, რაც გულისხმობს ამ მიმართულებით ქართული სალიტერა­ტურო ენის დია­ქრო­ნიული და სინ­ქრო­ნიული მონაცემების, ენის ისტორიის, ქართული ენის დიალექ­ტების, არასალიტერატურო ქარ­თველური ენების – მეგრულის, ლაზურისა და სვანურის ემპირი­ული მასა­ლის ანალიზს სპე­ციფიკური კოგნიტური პროცესებისა და ენობრივი სტრა­ტე­გიების მიხედ­ვით. ინფორმაციულ სტრუქტურაში ჰიპოტაქსური მოდელების დასახასიათებლად წამყვანი და ძირითადია სპეციალური ლინგვისტური ცოდნა და მეთოდები; ამასთან ერთად, სრულყოფილი ანალიზისთვის გათვალისწინებულია სოციუმის ინფორ­მაცი­ული გარე­მოს ფსი­ქო­ლიგვისტური, ეთნოლინგვისტური  და სტილისტურ-ფუნქციური მახასი­ა­თებ­ლები“, – აღნიშნა მაია ლომიამ.

მონოგრაფიაში განხილული საკითხების ირგვლივ ვრცლად ისაუბრეს სხვა თანაავტორებმაც: ასოც. პროფესორი ქეთევან მარგიანი შეეხო სვანური მასალის დამუშავების   სირთულეს, რაც განპირობებულია იმით, რომ ხშირად სვანურ ჰიპოტაქსურ სტრუქ­ტურაში დაქვემდებარებას ქმნის მხოლოდ ინტონაცია;  ინტონაცია კი ზეპირი მეტყვე­ლების მოვლენაა და დიდი ძალისხმევა სჭირდება სპეციალისტს ნიუანსების ზუსტად განსასაზღვრად. „ნაშრომის შემაჯამებელი და ძირითადი დასკვნების ჩამოყალიბებისას ყურადღება მიექცა საანალიზო  ტექსტების  ჟან­რულ მრავალფეროვნებას. წიგნის მე-4 თავი საანალიზო თემის მიხედვით განხილულ  ანდაზებს ეთმობა“, – განაცხადა პროფ. რამაზ ქურდაძემ.  მან ვრცლად იმსჯელა მიმართვის ადგილზე ანდაზებში და წიგნიდან შესაბამისი ემპირიული მასალა გააცნო დამსწრე საზოგადოებას. თსუ-ს ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინს­ტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-თანამშრომელ­მა ინო ჭუმ­ბუ­რი­ძემ ქართული ენის საინტერესო დიალექტურ მასალებზე გაამახვილა ყურადღება.

ღო­ნის­ძი­ებ­ას ესწრებოდნენ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თსუ-ს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.  ფართო მსჯელობის შემდეგ აზრი გამოთქვეს და დარგის განვი­თა­რებაში მონოგრაფიის ღირებულებაზე ისაუბრეს: ასოც. პროფესორმა რევაზ აბაშიამ,  ასოც. პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ,  მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთევან დათუკიშვილმა,  ფილოლოგიის დოქ­ტორმა მარინა ბაკურაძემ, თსუ-ს მოწვე­ულ­მა ლექტორმა შორენა ქაჯაიამ და სხვებმა.

მაია ლო­მი­ამ აქ­ცენ­ტი გა­აკ­ეთა კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ეფ­ექ­ტუ­რო­ბა­ზე. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა: „მო­ნოგ­რა­ფი­აში მო­ცე­მუ­ლია ისეთი  ემ­პი­რი­ული მა­სა­ლაც, რომელიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში პირველად იქნა სამეგრელოსა და სვანეთში ველზე მო­ძიებული. ზოგადად, მონოგრაფიაში საკითხები გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია ახ­ლე­ბუ­რი ხედვით − ლინ­გვის­ტი­კის კო­მუნ­კა­ცი­ური, ან­თრო­პო­ცენ­ტრუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის მიხედ­ვით, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ტრა­დი­ცი­ული ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ისა და კოგ­ნი­ცი­ური ცნობი­ერ­ებ­ის შერ­წყმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ახ­ალ პერ­სპექ­ტი­ვებს აჩ­ენს ენ­ობ­რი­ვი მასალის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვის თვალ­საზ­რი­ს­ით. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნაშ­რო­მის პრაქ­ტი­კულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას გან­საზღ­ვრავს მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი და სას­წავ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ები და­არ­სე­ბის დღი­დან ისწავ­ლე­ბო­და. დი­დი ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და მი­სი მო­წა­ფე­ები, ამავდროულად, თანამო­აზ­რე­ები − იოს­ებ ყიფ­ში­ძე, აკ­აკი შა­ნი­ძე და სხვე­ბი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კონცეფციაში დიდ ად­გილს უთ­მობ­დნენ ქარ­თუ­ლი და სხვა ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ებ­ის კვლე­ვი­სა და სწავ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ მეც­ნი­ერ­ულ მემკვიდრეობ­ას, რო­მელ­საც სა­უკ­უნე­ებ­ის წინ ჩა­უყ­არ­ეს სა­ფუძ­ვე­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­მა­არ­სებ­ლ­ებ­მა, ღირ­სე­ულ­ად აგ­რძე­ლებს თსუ-ს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფაკულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენ­ის ს/ს ინ­სტი­ტუ­ტი“, – ამ­ბობს მაია ლო­მია.

Facebook
Twitter
LinkedIn