ელიზა მარქარაშვილის წიგნები პატარებისთვის ქიმიის სამყაროში სამოგზაუროდ

თარიღი: 2025-04-16 18:40:03

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ ცოტა ხნის წინ გამოსცა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქიმიის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გის, ქიმიის დოქტორ ელ­იზა მარ­ქა­რაშ­ვი­ლის 3 წიგნი, რომელიც ქიმიის, როგორც მეცნიერების, პოპულარიზაციისთვისაა განკუთვნილი.

ელიზა მარქარაშვილის წიგნები ძირითადად დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაა და პატარებს  ქიმიის  სამყაროში ამოგზაურებს.  მასში ზღაპრების სახითაა გადმოცემული ქიმიასთან დაკავშირებული მარტივი მოვლენები და ფაქტები, რომელიც ყოველდღიურობაში გვხვდება. პატარებს შეუძლიათ ზღაპრებში ამოიკითხონ – რატომაა ფუტკარი ქიმიკოსი, რომელი ქსოვილებია მკურნალი, როგორ მზადდება შოკოლადი და სხვა სახალისო ისტორიები. ზღაპრებს ახლავს გასაფერადებელი რვეული, რომელშიც ქიმიური ხსნარების სახელწოდებები და რეაქციები ზედმიწევნითაა გადმოცემული. გასაფერადებელში გამოყენებული ნახატების ნაწილი შესრულებულია თეკლა და გიორგი გვარამაძეების მიერ.

ქალბატონი ელიზა 16 წიგნის ავტორია, რომლებშიც ის პოპულარული ენით ესაუბრება მკითხველს და ყოფა-ცხოვრებაში ქიმიის, როგორც მეცნიერების, ადგილზე მიუთითებს. ამჯერად ის სახალისო ქიმიას გვთავაზობს ბავშვებისთვის და ამბობს, რომ ეს იდეა გაუჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან  აწყობდა  შეხვედრებს  და მათ ქიმიის საყოფაცხოვრებო დონეზე ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდა.

გამოცემული წიგნებიდან ყურადღებას იმსახურებს ლექსების კრებული, რომელშიც ელიზა მარქარაშვილი ქიმიური ნივთიერებების პოეზიის ენაზე ამეტყველებას ცდილობს.

ჩვენი გაზეთის მკითხველმა იცის, რომ ქალბატონი ელიზა მარქარაშვილი წლების განმავლობაში იყო ჩართული „სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ მუშაობაში, როგორც  ქიმიის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და სწორედ ეს გახდა შთაგონების წყარო – მეტად დაეინტერესებინა ისინი ქიმიის, როგორც მეცნიერების, მნიშვნელობით. „ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ საკუთარ თავ­ში კი­დევ ახ­ალი მის­წრა­ფე­ბა აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა – მოს­წავ­ლე­ებ­ის მეცნიერებით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. მათ­თან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ლექ­ციო კურ­სის და სა­ხა­ლი­სო ექსპერიმენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.  ამ საქ­მეს ხა­ლი­სით ვა­კე­თებ, რად­გან ქი­მი­ის გა­რე­შე წარმოუდ­გე­ნე­ლია ცხოვ­რე­ბა.  ყვე­ლა­ფე­რი ქი­მიაა. ჩვენს ორ­გა­ნიზ­მშიც ქი­მი­ური პროცესი მიმ­დი­ნა­რე­ობს,  რო­მელ­საც ფერ­მენ­ტე­ბი წარ­მარ­თა­ვენ. სწო­რედ ას­ეთ სა­კითხებ­ში ვაცნობი­ერ­ებ მოს­წავ­ლე­ებს და ვცდი­ლობ შე­ვაყ­ვა­რო ქი­მია“, – ამბობს იგი.

Facebook
Twitter
LinkedIn