ელისაბედ ორბელიანის  ჯილდო ქართველ მთარგმნელ სტუდენტებს გადაეცა 

თარიღი: 2024-03-18 11:59:24

მიმდინარე  წლის 8 მარტს  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელისაბედ ორბელიანის  ჯილდო გადასცა ქართველ მთარგმნელ სტუდენტებს. ეს ჯილდო დაწესდა 2021 წელს და კონკურსში მონაწილეობა მიზნად ისახავს მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას.

ელისაბედ  ორბელიანი  გახლდათ ორბელიანების  სასახლის  დიასახლისი, რომელმაც ფრანგულ ენაზე  თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა პოეტური ნაწარმოებები. 1918 წლიდან, ახლად დაარსებულ  ქართულ უნივერსიტეტში ის იყო პირველი ქართველი ლექტორი ქალი, რომელიც ასწავლიდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

პრეზიდენტის  მიერ დაჯილდოეუბულთა შორის არის ნანა წოწონავა, რომელმაც კონკურსში წარადგინა ნობელის პრემიის ლაურიატის (2003) ჯონ  მაქსველ კუტზეეს ერთი ინგლისურენოვანი მოთხრობის ქართული თარგმანი.

თარგმანის ხელოვნებას ნანა წოწონავა დაეუფლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრმაზე  „თარგმანი  და კულტურათაშორისი  ურთიერთობები“ ამ პროგრამის ხელმძღვანელის, თსუ-ს პროფესორის, აკადემიკოს ინესა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით. 

Facebook
Twitter
LinkedIn