წლის მიღწევად წარმოდგენილი თემები თსუ-დან

თარიღი: 2023-12-15 15:34:18

თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის იმართება  რიგით მეექვსე ღონისძიება თემაზე – „წლის საუკეთესო მიღწევა“.

,,ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას იღებს საქართველოში არსებული 40-მდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, ისინი  წარადგენენ პრეზენტაციას 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ, რასაც ისინი განსაკუთრებულად მიიჩნევენ. შეხვედრის მიზანია, ხელი შევუწყოთ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულ პირებს შორის თანამშრომლობას და შევკრიბოთ სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები ღია მეცნიერების პრინციპების პოპულარიზაციისთვის. ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით“, – აღნიშნა თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნინო პავლიაშვილმა.

წლის მიღწევა

  • ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ,,ელექტრონული სერვისები ღია მეცნირებისთვის” . 
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი – ჟურნალი ,,ქრონოსი” ERIH PLUS-ის აკადემიური ჟურნალების ევროპულ ბაზაში;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი – კახეთის რეგიონის გეოგრაფიული ატლასი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი – სქეტრი, ლიფშიცის გადასვლები და ორბიტალური დენები ფრუსტრირებულ ფერმიონულ კიბეებზე ერთგვაროვანი მაგნიტური ნაკადის თანაობისას;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ამერიკაში მოღვაწე ქიმიური მრეწველობის ქართველი მეფის ჯორჯ კობის სახელობის მემორიალური მუზეუმის გახსნა მის მშობლიურ რაჭის მაღალმთიან სოფელში;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი – ჰიპოელიფსური დიფერენციალური განტოლებების ფუნდამენტური ამონახსნების ასიმპტოტური ანალიზი და მათი გამოყენებები;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი – კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები: ამტოქთონი მოსახლეობა;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი- ტყუილის ანატომია;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი  – საქართველოს ღვინის სამართალი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – კოსმოლოგიური კონსტანტის განსაზღვრა მოვლენათა ჰორიზონტზე;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – ბაზრის ეკონომეტრიკული მოდელის შეფასება შეზღუდული ინფორმაციის პირობებში;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი – C ჰეპატიტის მიკროელიმინაცია HIV/HCV კოინფექციით პაციენტებში საქართველოში;
Facebook
Twitter
LinkedIn