რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი?

თარიღი: 2023-10-03 16:02:59

სალომე დუნდუა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულებაზე წელს 500-მდე ახალგაზრდა გახდა სტუდენტი, მათ შორის არიან როგორც სრული, ასევე, ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტის მქონენი.

ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს სრული მზადყოფნით ხვდება. აუდიტორიები, ფაქტობრივად, სრულად გაიმართა ტექნიკური თვალსაზრისით. ყველა აუდიტორიაში დამონტაჟებულია პროექტორები ან/და ე.წ. ჭკვიანი ეკრანები, რაც ფაკულტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და მოწვეულ ლექტორებს სწავლა-სწავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს შეუქმნის.

სიახლეა ის,  რომ წლევანდელ წელს პირველსემესტრელთათვის მომზადდა ვიდეო გზამკვლევი, სადაც დეტალურად და მაქსიმალურად მარტივადაა ყველა ის ინფორმაცია ახსნილი, რაც პირველსემესტრელ ახალგაზრდას სჭირდება. აღნიშნული გზამკვლევი, ვფიქრობთ, კარგ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს არა მხოლოდ სწავლის პირველ, არამედ მომდევნო ეტაპებზეც.

პირველსემესტრელებთან აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში,  თვითმმართველობის ინიციატივითა და  ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ასევე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც სტუდენტებს დეტალურად აუხსნეს მათთვის საინტერესო საკითხები და არაერთ შეკითხვას გაეცა პასუხი.

Facebook
Twitter
LinkedIn