რამ გადააწყვეტინა ლიზი ბალანჩივაძეს თსუ-ში ჩაბარება?

თარიღი: 2023-09-24 13:20:40

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად მაღალრეიტინგულ პირველკურსელად დასახელებული ლიზი ბალანჩივაძე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი სურვილია –  დაეუფლოს ბიზნესის ადმინისტრირებას.

რატომ აირჩია თსუ? – ამ კითხვაზე ლიზის ასეთი პასუხი აქვს: ,,სწავლის მაღალმა ხარისხმა, გაცვლითი პროგრამების სიმრავლემ და  უნივერსიტეტის სახელმა გადამაწყვეტინა თსუ-ში ჩაბარება“.

ლიზი ბალანჩივაძეს უნივერსიტეტისგან დიდი მოლოდინები აქვს და სჯერა, რომ ღრმა პროფესიულ ცოდნას მიიღებს და გამოიმუშავებს იმ უნარებს, რომლებიც ნასწავლის პრაქტიკულად გამოყენებაში დაეხმარება.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ლიზი თავის მიზნებს გვიზიარებს და ამბობს:

,,ჩემი მიზანია, გავხდე პროფესიონალი იმ დარგში, რომლის შესწავლასაც ვგეგმავ; გამოვიყენო რესურსები, რომლებსაც უნივერსიტეტი მთავაზობს და მაგისტრატურაშიც ჩავაბარო. მსურს გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში გამოცდილების მიღებაც. უმაღლესი განათლების მიღებასთან ერთად, მსურს – ჩავერთო საუნივერსიტეტო შემოქმედებით აქტივობებში და მჯერა, რომ თსუ მრავალფეროვან არჩევანს შემომთავაზებს“.

Facebook
Twitter
LinkedIn