თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მუშაობას აახლებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მუშაობის განახლების თაობაზე მიმართვას ავრცელებს. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობებში შედის ლექტორების, თსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომლების, საგამოცდო პერიოდში დამკვირვებლების მხრიდან ნებისმიერი დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებებისა და ქმედებების გამოვლენა, რეაგირება და აღმოფხვრა. სტუდენტებს შეუძლიათ როგორც დეპარტამენტში გაწევრიანება, ასევე მიმართვა საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით.
„თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპატარტამენტმა პანდემიის შემდეგ მუშაობა განაახლა. მიმდინარეობს ახალი წევრების რეგისტრაცია, რომლებიც პირადად იმუშავებენ თანატოლების პრობლემებზე. დეპარტამენტის მოვალეობაშია სტუდენტების უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რაც ანგარიშის სახით წარედგინება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტებს“, – აღნიშნავს თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ალექსანდრე გაბაშვილი.
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტში გაწევრიანების მსურველმა სტუდენტებმა სარეგისტრაციო კითხვარი უნდა შეავსონ მითითებულ ბმულზე: bit.ly/3xjl1vS