სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

თარიღი: 2023-02-03 23:17:04

N 25/01-01

03/02/2023

25-01-01-4-202302031551

„უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ” სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 22-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, 32-ე მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის, 34-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, 35-ე მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის 2013 წლის 11

სექ­ტემ­ბრის №135/ნ ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სსიპ — ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წეს­დე­ბის მე-14 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, მე-8 პუნ­ქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის, მე-9 პუნ­ქტის, 28-ე მუხ­ლის, 29-ე მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტის, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური საბ­ჭოს 2014 წლის 22 დე­კემ­ბრის N 118 დად­გე­ნი­ლე­ბის — „სსიპ — ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბი­სა და კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის ერ­თი­ანი წე­სის შე­სა­ხებ” (დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია თსუ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭოს მი­ერ, ოქ­მი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკ­ად­ემი­ური საბ­ჭოს 2018 წლის 30 აპ­რი­ლის №113 დად­გე­ნი­ლე­ბის — „სსიპ — ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის (პრო­ფე­სო­რი, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი, ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი, ას­ის­ტენ­ტი) აფ­ილ­ირ­ებ­ის წე­სი­სა და პი­რო­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ (დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია თსუ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭოს მი­ერ, ოქ­მი №4 14.05.2018წ), „სსიპ — ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ერ­თი­ანი საშ­ტა­ტო გან­რი­გის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ თსუ რექ­ტო­რის და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის 2022 წლის 28 ნო­ემ­ბრის N24/04 ერ­თობ­ლი­ვი ბრძა­ნე­ბის და ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის რა­მაზ ხო­მე­რი­კის 2023 წლის 27 იან­ვრის N1693/28 წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გა­მოცხად­დეს კონ­კურ­სი ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში მი­სა­ღე­ბად;

2. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რად 4 (ოთხი) წლის ვა­დით შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ულ იქ­ნეს დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხის მქო­ნე პი­რი;

3. კონ­კურ­სი გა­მოცხად­დეს 2023 წლის 3 თე­ბერ­ვალს სა­კონ­კურ­სო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნის ვა­და გა­ნი­საზღვროს 2023 წლის 6 მარ­ტი­დან 2023 წლის 10 მარ­ტის ჩათ­ვლით. სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მი თსუ აკ­ად­ემი­ურ საბ­ჭოს გა­და­ეც­ეს არა­უგ­ვი­ან­ეს 2023 წლის 3 აპ­რი­ლი­სა;

4. კონ­კურ­სი გა­მოცხად­დეს ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რის აკ­ად­ემი­ური თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვებ­ლად: ქი­მი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი

კა­თედ­რა: ფი­ზი­კუ­რი და ან­ალ­იზ­ური ქი­მია

ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი – 1 საშ­ტა­ტო ერ­თე­ული (კა­ტე­გო­რია „ბ“)

ბი­ოლ­ოგი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი კა­თედ­რა: მორ­ფო­ლო­გია

ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი – 1 საშ­ტა­ტო ერ­თე­ული (კა­ტე­გო­რია „ა“)

5. ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ას­არ­ჩევ­მა კან­დი­დატ­მა უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს:

ა) გან­ცხა­დე­ბა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის სა­ხელ­ზე (დად­გე­ნი­ლი ფორ­მის მი­ხედ­ვით); ბ)კონ­კურ­სან­ტის ან­კე­ტა, შევ­სე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლი ფორ­მის მი­ხედ­ვით (ან­კე­ტა წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნ­და იყ­ოს რო­გორც ნა­ბეჭ­დი, ისე ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი (CD) სა­ხით, (ფა­ილ­ის ფორ­მა­ტი – Word და PDF ფა­ილ­ებ­ის სა­ხით);

გ) პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ას­ლი;

დ) ცნო­ბა ნა­სა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ („უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 32-ე მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ შე­იძ­ლე­ბა და­საქ­მდეს „სქე­სობ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხელ­შე­უხ­ებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სქე­სობ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხელ­შე­უხ­ებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­ულ­ის ჩა­დე­ნის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რი ან/და პი­რი, რო­მელ­საც იმ­ავე კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლომ ჩა­მო­არ­თვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში საქ­მი­ან­ობ­ის უფ­ლე­ბა);

ე)შე­სა­ბა­მი­სი აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის (დო­კუ­მენ­ტე­ბის) ას­ლი (უცხო ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ან/და სა­მეც­ნი­ერო ხა­რის­ხის აღი­არ­ებ­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, ას­ეთ­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში);

ვ) სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტი (ცნო­ბა /შრო­მის წიგ­ნა­კის ას­ლი და სხვა);

ზ) შე­სა­ფა­სებ­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ერ­თი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი; თ) სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი;

6. ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ას­არ­ჩე­ვი კან­დი­და­ტი, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ვალ­დე­ბუ­ლია გა­ეც­ნოს თსუ აკ­ად­ემი­ური საბ­ჭოს N113/2018 დად­გე­ნი­ლე­ბის და­ნარ­თი 1-ის მე-3 მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტის მოთხოვ­ნებს,

წე­რი­ლო­ბით გა­მო­ხა­ტოს თან­ხმო­ბა მხო­ლოდ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან აფ­ილ­ირ­ებ­ის შე­სა­ხებ (რაც ძა­ლა­ში შე­ვა მის მი­ერ შე­სა­ბა­მი­სი აკ­ად­ემი­ური თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე) და და­ად­ას­ტუ­როს ინ­ფორ­მა­ცია იმ­ის შე­სა­ხებ, რომ არ გა­აჩ­ნია ძა­ლა­ში მყო­ფი ან­ალ­ოგი­ური ხა­სი­ათ­ის დო­კუ­მენ­ტი (ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, შე­თან­ხმე­ბა ან სხვ.) სხვა უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან;

7. სა­კონ­კურ­სო დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა იწ­არ­მო­ებს 2023 წლის 6 მარ­ტი­დან 2023 წლის 10 მარ­ტის ჩათ­ვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­კონ­კურ­სო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მიმ­ღებ აპ­არ­ატ­ში, თბი­ლი­სი ი. ჭავ­ჭა­ვა­ძის გამზ. N3 (II კორ­პუ­სი) ოთ­ახი N102;

8. ბრძა­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდეს „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის’’ ელ­ექ­ტრო­ნულ გვერ­დზე.

9. ბრძა­ნე­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოფ­იცი­ალ­ურ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბა და­ევ­ალ­ოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტს;

10. წი­ნამ­დე­ბა­რე ბრძა­ნე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­და­ეც­ეს შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ებს (სა­ფი­ნან­სო დე­პარ­ტა­მენ­ტი, ში­და აუდ­იტ­ის სამ­სა­ხუ­რი, პერ­სო­ნა­ლის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი);

11. ბრძა­ნე­ბა ძა­ლა­შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე.

ჯა­ბა სა­მუ­შია

რექ­ტო­რი

Facebook
Twitter
LinkedIn