ახალი წიგნი სტომატოლოგიაში
სტომატოლოგიის საფუძვლები (Essentials of Dental Medicine) – ასე ქვია წიგნს, რომელიც სტომატოლოგიურ თემებსა და მიმართულებებს მიმოიხილავს. მასში მოკლედ არის შეჯამებული ყველა სტომატოლოგიური ასპექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რათა მედიცინის და სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტები გაეცნონ სტომატოლოგიას, როგორც საგანს.
წიგნის თანაავტორები 23 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად არიან თსუ-ს პროფესორი ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილი და თსუ-ს კურსდამთავრებული მარიამ მარგველაშვილი. ამდენად, წიგნი წარმოადგენს თანამშრომლობის შედეგს მრავალ ავტორსა და ქვეყანას შორის და, როგორც ყველა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი, მნიშვნელოვანია თანამშრომლობისათვის.
აქამდე არასდროს გამოცემულა წიგნი, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა სტომატოლოგიის ყველა სპეციალიზაცია. მასში ლაკონურად წარმოდგენილი თემატიკა საინტერესო იქნება როგორც მედიცინის მიმართულების სტუდენტებისათვის, ასევე სტომატოლოგიაში დამწყები კურსელებისათვის, რომლებიც საგანს სიღრმისეულად შეისწავლიან.
წიგნის პრეზენტაცია გასული წლის ნოემბერში ქალაქ ზაგრებში შედგა.