თამაში, რომელიც თსუ-ს საუკეთესო მოაზროვნეთა გუნდს გამოავლენს

თარიღი: 2022-11-07 20:09:16

თსუ-ში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ – დაიწყო.  შეჯიბრში 152 გუნდი იღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე თამაშები საფაკულტეტო დონეზე მიმდინარეობს. თითოეულ ფაკულტეტზე გამარჯვებული სამეულის გამოვლენის შემდეგ, დეკემბრის ბოლოს, სუპერფინალი გაიმართება, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო მოაზროვნეთა გუნდი გამოვლინდება.

 „რა? სად? როდის?“ თსუ-ს ინტელექტუალთა კლუბისა და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება.

„ეს მეორე სეზონია… პირველი სეზონი გაზაფხულზე ჩავატარეთ, თუმცა ჰიბრიდული სწავლების ფორმატიდან გამომდინარე გაცილებით მცირე მასშტაბის იყო. „რა? სად? როდის?“ თამაშის წესები უცვლელია, კითხვები სააზროვნოა და მასზე პასუხის გასაცემად მონაწილეებს ყველა დარგის მიმართულებით ზოგადი ცოდნა დასჭირდებათ. დაწესებული გვაქვს წამახალისებელი პრიზებიც – ფაკულტეტის მასშტაბით გამარჯვებულ გუნდებს – 600-600 ლარი, ფინალში გამარჯვებულ გუნდს კი 3000 ლარი გადაეცემა“, – გვითხრა თსუ-ს ინტელექტუალთა კლუბის ხელმძღვანელმა გიორგი კაკაურიძემ. 

Facebook
Twitter
LinkedIn