იურისტთა ლიგის თასი მინი ფეხბურთში ,,გენეზისმა“ მოიპოვა

თარიღი: 2022-10-24 17:02:59

სტუდენტური მოძრაობა – ,,სივრცე 037“-ის ორგანიზებით, თსუ-ის იურისტთა ლიგის მეორე სეზონის ფინალი მინი ფეხბურთში 23 ოქტომბერს გაიმართა. ერთმანეთს გუნდები „ჯოგაბონიტო“ და ,,გენეზისი“ დაუპირისპირდნენ. საფინალო მატჩი ,,გენეზისის“ გამარჯვებით დასრულდა 3/2 და გუნდი ,,გენეზისი“ უკვე მეორე სეზონის გამარჯვებულიცაა.

მეორე ადგილზე „ჯოგაბონიტო“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ,,მარლბორო“-ს ხვდა წილად.

,,სამართლიანობასთან ერთად ჩვენ ვიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!“, – ამბობს იურისტთა ლიგის ერთ-ერთი ორგანიზატორი საბა ბასილაძე, რომელიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ფეხბურთით დაინტერესებასა და, ზოგადად, ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდის თავგანწირვით ბრძოლისუნარიანობას უსვამს ხაზს.

გუნდ ,,გენეზისში“, რომელმაც უკვე მეორე სეზონია, რაც იურისტთა ლიგის თასი მოიპოვა, გაწევრიანებულნი არიან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები: დიმიტრი გულადიშვილი, ანრი ტყემალაძე, გიორგი ურუზაშვილი, დავით ლომსაძე, დავით ჩარკვიანი, დავით იორამიშვილი, გიორგი ყველიაშვილი, ალექსანდრე წეროძე, ზაქრო ჯაშიაშვილი, თემო დარბაიძე, ოთო ბიწაძე და თორნიკე ერაძე. ყველა მათგანს ,,სივრცე – 037″-ის დამფუძნებელმა საბა ბასილაძემ მედლები გადასცა.

რაც შეეხება ნომინაციებს, მეორე სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა ნიკოლოზ ჩარაშვილი, საუკეთესო მცველი  – დიმიტრი გულადიშვილი, საუკეთესო ნახევარმცველი  –  სანდრო ქაჯაია და საუკეთესო თავდამსხმელი  – ალექსანდრე წეროძე. საშუალოდ, ყველაზე მეტი გოლის გამტან ფეხბურთელად დასახელდა სერგი ჯავახია.

,,იურისტთა ლიგის საფეხბურთო თამაშების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლავთ სერგი ჯავახია. ჩვენს ტურნირს ბოლომდე გვერდში დაუდგნენ როგორც იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. ჩვენ გვასპონსორებს ექვსი კომპანია: „სნექი“, „სნექის“ კარაქის კომპანია  – „ზელატოსი“ (ქართული წარმოება), „დომინოს პიცა“, „ბურგერ ბოსი“ „ბორდ გეიმების“  – სამაგიდო თამაშების კუთხე და „ლუმიერსი“. ტურნირში გამარჯვებულებს გადაეცათ სპონსორებისგან გამოგზავნილი საჩუქრები „ლუმიერსისგან“, „ბორდ გეიმების“ გამოგზავნილი ერთ-ერთი სამაგიდო თამაში, „სნექის“ და „ზელატოსის“ პროდუქცია, „დომინოს“ ვაუჩერები, „ბურგერ ბოსის“ 50 ლარიანი ვაუჩერები… მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ იურისტთა ლიგის ტურნირებზე, რადგან ჩვენი თამაშები დღითიდღე, ანუ სეზონიდან სეზონამდე უფრო და უფრო სანახაობრივი ხდება, გუნდებიც იხვეწებიან და გულშემატკივრებიც მატულობენ“,  – აღნიშნა ,,სივრცე-037“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საბა ბასილაძემ.

თასი, რომელიც ,,გენეზისმა“ მოიპოვა, გარდამავალია და ის მომავალი სეზონის გამარჯვებულს ელოდება. იურისტთა ლიგის მორიგი სეზონი გაზაფხულის სემესტრში გაიმართება.  

Facebook
Twitter
LinkedIn