თსუ-ის სტუდენტებს წახალისების ახალი შანსი ეძლევათ
თბილისის თემაზე ქალაქ თბილისის მერია და ა/ო ,,აფხაზეთი – ჩემი სახლი” აცხადებს კონკურსს ჟურნალიტიკის მიმართულების (ჟურნალისტიკით დაინტერესებული) სტუდენტებისთვის. კონკურსი – ,,რაკურსი“ – თბილისზე საუკეთესო სიუჟეტის მომზადებას ითვალისწინებს.
კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა სიგელი და ჯილდო 2000 ლარის ოდენობით (ყველა გადასახადის ჩათვლით).
კონკურსში მონაწილეებისთვის სასიუჟეტო თემატიკა მრავალფეროვანია:
- კულტურულ-საგანმანათლებლო;
- ინფრასტუქტურული განვითარება;
- ისტორია და ეთნოგრაფია;
- ჯანსაღი ცხოვრების წესი;
- საინტერესო ადამიანები.
სიუჟეტის ხანგრძლივობა: 7-10 წთ.
საკონკურსო სიუჟეტები უნდა გადმოიგზავნოს wetransfer-ის ფორმატში ამა წლის 15 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: salomesokhumi@yahoo.com;
კონკურსში გამარჯვებული დასახელდება პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 23 ნოემბერს თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly-ში.
პროექტის ფარგლებში მონაწილეთათვის გათვალისწინებულია მასტერკლასი – ,,ვიდეო ჩანახატის და ვიდეო პორტრეტების ჟანრის სიუჟეტების მომზადება“, რომელსაც წარუძღვება ჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელი თათია პაჭკორია.
მასტერკლასი ჩატარდება 10 ოქტომბერს, 15.00 სთ-ზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრში.