რა სიახლეებით ხვდება იურიდიული ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს?

თარიღი: 2022-09-27 20:06:36

გვესაუბრება იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი

თა­მარ ზა­რან­დია


თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ,,consortium omnis vitae – მთელი ცხოვრების თანამეგობრობას” სამართლისა და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის 680 პირველკურსელი შემოუერთდა.  იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი უკ­ვე ას­წლიან ის­ტო­რი­ას ით­ვლის და დღეს ამაყად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ, აკადემიური ტრა­დი­ცი­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნის, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის, კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბი­სა თუ სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლით იგი უპირობო ლიდერია. ამასთან, იურიდიულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩაბარება თითოეული სტუდენტის გულმოდგინებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. თუმცა,  მოხვედრა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე არის რთული, მაგრამ სწავლა – კიდევ უფრო რთული.

სასიხარულოა, რომ უკვე დასრულდა მეორე აკადემიური კორპუსის იურიდიული ფაკულტეტის ნაწილის რეაბილიტაცია, კორპუსი აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, მოიხსნა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მშობლიურ, მეორე აკადემიური კორპუსის სივრცეში გააგრძელონ სწავლა.

იურიდიული ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს მთელი რიგი სიახლეებით ხვდება – გაფართოვდა საერთაშორისო პარტნიორობა სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ ინსტიტუტებთან, საგანმანათლებლო პროგრამებზე დამატებულია ახალი და უნიკალური სასწავლო კურსები, დაგეგმილია სასტიპენდიო კონკურსები სტუდენტებისთვის და სხვა.

თითქმის დასრულდა მზადება საერთაშორისო კონფერენციისთვის, რომელიც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით 29-30 სექტემბერს გაიმართება თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და უცხოელი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები 13 სხვადასხვა ქვეყნიდან: მეცნიერები, მკვლევრები, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები და პრაქტიკოსი იურისტები. ოქტომბრის თვეში იურიდიულ ფაკულტეტზე გაიმართება ,,ქართულ გერმანული კოლოქვიუმი” ქართველი და გერმანული პროფესორების  ჩართულობით (კერძო სამართლის მიმართულებით),  ასევე, შემოდგომაზე გაიმართება ფორუმი სამართლის ისტორიის მიმართულებით პოლონელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. გაზაფხულის სემესტრში ვუმასპინძლებთ ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან უკვე ტრადიციად ქცეულ მეოთხე ერთობლივ კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება ევროპული ინტეგრაციის საკითხებს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ჰამბურგის მაქს პლანკის ემერიტირებული დირექტორი, მრავალგზის საპატიო დოქტორი იურგენ ბაზედოვი, პროფესორი როლფ კნიპერი და სხვა ცნობილი მეცნიერები. ასევე, მარტის თვეში იურიდიულ ფაკულტეტს ეწვევა ამავე ინსტიტუტის დირექტორი, მრავალგზის საპატიო დოქტორი და პროფესორი რალფ მიხაელსი, რომელიც საჯარო ლექციებს გამართავს ჩვენი სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის შედარებითი კერძო სამართლის საკითხებზე.

შეიქმნა სადისკუსიო პლატფორმა – ,,დიალოგი პრაქტიკასთან”, სადაც პრაქტიკოს იურისტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება, ჩაატარონ შეხვედრებისა და ლექციების ციკლი სხვადასხვა მიმართულებით. შემოდგომაზე იგეგმება პირველი შეხვედრა ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მოსამართლეებს, პრაქტიკოსებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს შორის პროფესორ ირმა ხარშილაძის ორგანიზებით, რომელიც უკვე იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული გუნდის წევრი გახდა და ზაფხულიდან დაიკავა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის პოზიცია სასწავლო მიმართულებით.

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის სიახლეებია სასწავლო კურსების შეთავაზების მხრივაც. იურიდიული ფაკულტეტი მუდმივად ზრუნავს, შესაბამისი პროცედურების დაცვით, საკუთარი პროგრამების განვითარებაზე, კერძოდ,  პირველად საქართველოში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ სასწავლო დისციპლინა – სამართლის ტექნოლოგიები (ლიგალტექი). სასწავლო კურსის ფარგლებში, პროფესორ გიორგი ხუბუას, პროფესორ შტეფან ბრაიდენბახისა და ასოცირებული პროფესორის ლადო სირდაძის მონაწილეობით, სტუდენტები გაეცნობიან სამართლის დიგიტალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. სასწავლო კურსი უნიკალურია და მისი მიზანია – სტუდენტს შესძინოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამართლის ტექნოლოგიების დარგში, გამოუმუშავოს მათ სამართლის ტექნოლოგიების გამოყენების, მათი მეშვეობით სამართლის ნორმისა და პროცესების ვიზუალიზაციის, ლიგალტექის პროდუქტების შექმნის, სამართლის დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის სფეროში არსებული ინოვაციების შექმნისა და გამოყენების უნარი.

ტრადიციულად გაგრძელდება თანამშრომლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. მისი ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ლელა ჯანაშვილის ინიციატივით ჩატარდა და დაიგეგმა არაერთი შეხვედრა ამ მიმართულებით და ფაკულტეტი აქტიურად გააგრძელებს ამ თანამშრომლობას, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, გაიგონ ყველაფერი საკუთარ უფლებებზე და შეძლონ მათი დაცვა.

დაწყებულია ახლად შექმნილი სამენოვანი – ქართულ-ინგლისურ-გერმანულენოვანი „საჯარო სამართლის ჟურნალის“ გამოცემისთვის მზადება, რომელიც ამ მიმართულებით პირველი დარგობრივი ჟურნალია და მისი მიზანია თანამედროვე, აქტუალურ  თემატიკაზე – ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში წამოჭრილ სამართლებრივ სადავო თემებზე, მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე და ა.შ. საზოგადოებისთვის კომპეტენტური სამეცნიერო აზრის მიწოდება. „საჯარო სამართლის ჟურნალი“ წელიწადში ორჯერ, როგორც ბეჭდური, ასევე, ელექტრონული სახით გამოქვეყნდება.  ფაკულტეტის ინიციატივითა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, პირველად ქართულ იურიდიულ სამეცნიერო ბრუნვას შეემატება ასევე  ,,სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის” ჟურნალი. ჟურნალის კონცეფციისა და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე შედგა შეხვედრა დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან – ულრიხ ჰაგელოხისთან. საქართველოში სამედიცინო სამართალს, რომელიც ყველა განვითარებულ მართლწესრიგში სამართლის დამოუკიდებელ დარგს წამოადგენს, ჯერ კიდევ არ შეუძენია დასრულებული კონტურები და მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია. „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ ამ მიმართულებებით  პროფესიულ ჯგუფებს შორის დიალოგისა და კოოპერაციისათვის საფუძვლის ჩაყრას ისახავს მიზნად. პირველ რიგში, ეს გულისხმობს სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიების შექმნას, კონკრეტული აქტუალური სამედიცინო-სამართლებრივი ქეისების დამუშავებას, სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალისათვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების კონცეფციის შემუშავებას და ამ მიზნისადმი მიძღვნილ აკადემიურ სტატიათა ციკლის შექმნას.

იურიდიული ფა­კულ­ტე­ტი ტრადიციულად თანამშრომლობს ჰარ­ვარ­დის სამართლის სკო­ლას­თან და, ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, სა­კუ­თარ სტუდენტებს კვლავ სრუ­ლი­ად უფ­ას­ოდ სთა­ვა­ზობს ერ­თობ­ლივ სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სს სა­ავ­ტო­რო სა­მარ­თალ­ში.

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და ფა­კულ­ტე­ტი, ასევე, მუდ­მი­ვად უნ­და ზრუ­ნავ­დეს პროფესორების მდგო­მა­რე­ობ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ერ­თი მხრივ, იურ­იდი­ული ფაკულ­ტე­ტი ამ­აყ­ობს სა­კუ­თა­რი აკ­ად­ემი­ური გუნ­დით, და მარ­თლაც, ამ ფაკულტეტ­ზე აკ­ად­ემი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არი­ან პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან ქარ­თულ იურისპუდენციას. მე­ორე მხრივ, აუც­ილ­ებ­ელია, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა და ფაკულ­ტეტ­მა ერ­თობ­ლი­ვი თანამშრომლობით გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ონ ის­ეთი ცვლილებები, რაც ფაკულტეტს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას  – ღირ­სე­ული ანაზღაურება და სო­ცი­ალ­ური დაც­ვის გა­რან­ტი­ები შეს­თა­ვა­ზოს სა­კუ­თარ პრო­ფე­სორებს. ამ მიმართულებითაც, ერთობლივი ძალისხმევით, მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

დაბოლოს, უნივერსიტეტის ყველა პირ­ველ­კურ­სელს ვულოცავ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მინდა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ყველა პირველკურ­სე­ლს მივულოცო  კავკასიაში პირველი აკადემიური იურიდიული სკოლის  სტუდენტობა. ვუ­სურ­ვებ მათ წარ­მა­ტე­ბებს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ…

Facebook
Twitter
LinkedIn