85 წელი  მათემატიკის სამსახურში

თარიღი: 2022-09-18 17:42:06

ცნობილ ქართველ მეცნიერს, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებთა დოქტორს, თსუ-ის ემერიტუს პროფესორს, ილია  ვეკუას  სახელობის  გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირებისა და რიცხვითი მეთოდების მიმართულების ხელმძღვანელს თამაზ ვაშაყმაძეს 85 წელი შეუსრულდა.

სულ ცოტა ხნის წინ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ხან­გრძლი­ვი და ნა­ყო­ფი­ერი სა­მეც­ნი­ერო და პე­და­გო­გი­ური საქ­მი­ან­ობ­ის­თვის და მა­თე­მა­ტი­კის დარ­გში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სათ­ვის თა­მაზ ვა­შაყ­მა­ძე რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მედ­ლით და­აჯ­ილ­დო­ვა. ცხადია, ერთი საგაზეთო მასალა ვერ დაიტევს მეცნიერის უზარმაზარ მემკვიდრეობას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის დღემდე აქტიური სამეცნიერო ცხოვრებით ცხოვრობს, მონაწილეობს კონფერენციებში, აქვეყნებს ნაშრომებს. ყოველი მისი ახალი მოხსენება და კვლევა კი მნიშვნელოვანი შენაძენია მათემატიკოსთა სამეცნიერო საზოგადოებისთვის. სულ ახლახან, აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარებულ ფორუმებზე თამაზ ვაშაყმაძემ ოთხი მოხსენება წარადგინა, მათგან ერთი – ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის  გაფართოებულ სხდომაზე, ხოლო სამი –  ბათუმში აგვისტოში ჩატარებულ საქართველოს მექანიკოსთა კავშირის და მათემატიკოსთა კავშირის საერთაშორისო კონფერენციებზე აკად. ვ. მაკაროვთან ერთად.

„დღემ­დე ვსწავ­ლობ და ვიზ­რდე­ბი. სხვი­სი კრი­ტი­კა ჩე­მი საქ­მე არ არ­ის, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ  – მე რო­გორ გან­ვვი­თარ­დე­ბი და რა შე­მიძ­ლია, რომ გა­ვა­კე­თო ახ­ალი. უნივერსიტეტ­ში არ­ცერ­თი დღე არ გა­მიც­დე­ნია და 10-ზე მე­ტი სი­ლა­ბუ­სი მაქ­ვს შექ­მნი­ლი. მიყ­ვარს ჩე­მი საქ­მე. ეს ჯილ­დო, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­ის იმ­ის და­დას­ტუ­რე­ბა, თუ ვინ და რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს და, შე­სა­ბა­მი­სად, უნ­ივ­ერ­სი­ტეტს.

ჩემ­თვის ამ­აზე დი­დი ჯილ­დო არ არ­სე­ბობს. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ­ის კო­ლო­სა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის, ხო­ლო ოქ­როს მე­და­ლი – აღი­არ­ება იმ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, ვინც აქ სტუ­დენ­ტს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მე ჩე­მი თა­ვი შე­იძ­ლე­ბა უღ­ირ­სა­დაც მი­მაჩ­ნდეს, რად­გან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მე­და­ლი ძა­ლი­ან დი­დი ჯილ­დოა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ცალ­სა­ხად არ­ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ვცდი­ლობ, ის მა­თე­მა­ტი­კის დარ­გში წარ­მო­ვა­ჩი­ნო და ვაჩ­ვე­ნო, რომ თსუ-ს შე­უძ­ლია ყვე­ლა წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და ქვეყ­ნის გვერ­დით დად­გეს“, — გვითხრა თა­მაზ ვა­შაყ­მა­ძემ საპატიო ჯილდოს გადაცემის შემდეგ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და სა­ინ­ტე­რესოა,­ რომ პრო­ფე­სო­რი თა­მაზ ვა­შაყ­მა­ძე 1968 წლი­დან დღემ­დე თსუ-ის ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია. ამ­ჟა­მად იგი რიცხვი­თი მე­თო­დე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მთა­ვა­რი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლია. პა­რა­ლე­ლუ­რად ეწ­ევა პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ობ­ას. იყო სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ამ­ჟა­მად თსუ-ის ემ­ერ­იტ­უსი და მიწ­ვე­ული პრო­ფე­სო­რია.

მი­სი კვლე­ვე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორი კა­ნონ­ზო­მი­ერ­ების მიგნება:

1. უწყვე­ტი გა­რე­მოს უნ­ივ­ერ­სა­ლო­ბის შე­სა­ხებ: რა­იმე ძა­ლას ან მოვ­ლე­ნას, დამ­ზე­რილს ან აღ­მო­ჩე­ნილს რო­მე­ლი­მე სე­პა­რა­ტულ ნივ­თი­ერ­ებ­აში აქ­ვს უნ­ივ­ერ­სა­ლუ­რი ხა­სი­ათი  – იგი სა­ერ­თოა უწყვე­ტი გა­რე­მოს ნე­ბის­მი­ერი ფორ­მი­სათ­ვის;

2. და­ზუს­ტე­ბულ იქ­ნა დარ­სი-პას­კა­ლის კა­ნო­ნი იმ აზ­რით, რომ იგი არ არ­ის სა­მარ­თლი­ანი ფო­რო-დრე­კა­დი გა­რე­მო­სათ­ვის, რად­გან ხორ­ცი­ელ­დე­ბა მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლის ტი­პის გა­დაგ­ვა­რე­ბა. ჩვენ მი­ერ შე­მო­ტა­ნი­ლი ახ­ალი ფა­ზი­კუ­რი მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი აზ­უს­ტებს დარ­სი-პას­კა­ლის კა­ნონს.

მისი ინტერესების სფეროა გამოთვლითი მათემატიკა, მყარი დეფორმადი სხეულის მექანიკა, მათემატიკური მოდელირება, ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები; მათემატიკური მოდელირება; კალკულუსი, კომპიუტერული მეცნიერებანი, ინფორმატიკა და სხვ.

განსაკუთრებით ფასეულია ქართველი მათემატიკოსის მონაწილეობა თურქ და ამერიკელ მეცნიერებთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების დარგში. ამ ხაზით მათ ერთობლივად შექმნეს და წარადგინეს პროექტი: „უპილოტო თვითმფრინავებისთვის ფრთის გათვლის თეორია და პრაქტიკა“, რომელიც ნატოს სპეციალისტთა მიერ შეფასდა, როგორც ძალზე ორიგინალური, მაღალი დონის სამეცნიერო-სიანჟინრო პერსპექტიული მიმართულება.

თა­მაზ ვა­შაყ­მა­ძე არ­ის 15-ზე მე­ტი და­ცუ­ლი სა­კან­დი­და­ტო და სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მეც­ნი­ერ-კონ­სულ­ტან­ტი. ხუთ წელ­ზე მე­ტია, თსუ-ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად, ხელ­მძღვა­ნე­ლობს და უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბა მოს­წავ­ლე­თა სკო­ლას „ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ცოდ­ნი­სა­კენ“, სა­დაც მომ­ზად­და და პრაქ­ტი­კა გაიარა 400-მდე ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა ახ­ალ­გაზ­რდამ მა­თე­მა­ტი­კა­სა და მო­მიჯ­ნა­ვე დარ­გებ­ში.

იგი გახ­ლავთ 200-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ის, მათ შო­რის, 10-მდე მო­ნოგ­რა­ფი­ისა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და 180-ზე მე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო და რეს­პუბ­ლი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მის მუ­შა­ობ­აში, წა­კითხუ­ლი აქ­ვს 130-ზე მე­ტი სექ­ცი­ური და 30-ზე მე­ტი პლე­ნა­რუ­ლი მოხ­სე­ნე­ბა. იყო ორ ათე­ულ­ზე მე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის და კონ­გრე­სის ორ­გკო­მი­ტე­ტის წევ­რი, არ­ის ოთხი ჟურ­ნა­ლის, მათ შო­რის, „Journal of Applied Functional Analysis“ (აშშ, მემ­ფი­სი) რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რი, იყო 1998-2003 წწ. თსუ-ის შრო­მე­ბის სე­რი­ით „გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კა და კომ­პი­უტ­ერ­ული მეც­ნი­ერ­ებ­ანი“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი. გახ­ლავთ რი­გი სა­მეც­ნი­ერო (მათ შო­რის, თსუ დი­დი საბ­ჭოს) და სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭო­ებ­ის წევ­რი.

თა­მაზ ვა­შაყ­მა­ძე და­ჯილ­დო­ებ­ულია პრე­ზი­დენ­ტის ბრწყინ­ვა­ლე­ბი­სა და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბით, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა (1977, 2009) და თსუ-ის მედ­ლე­ბით; სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი ილია ვე­კუ­ას პრე­მი­ით; თურ­ქე­თის მა­თე­მა­ტი­კოს­თა სა­ზო­გა­დო­ებ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ით უცხო­ელი მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი­სათ­ვის: „მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­თე­მა­ტი­კის სამ­სა­ხურ­ში“.

85 წლის მეცნიერი დღემ­დე აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ კვლე­ვით და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ან­ობ­ას, რაც წი­ნა­პი­რო­ბაა იმ­ისა, რომ შე­საძ­ლოა სულ მა­ლე ახ­ალი და მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვე­ბით, მიგ­ნე­ბე­ბი­თა თუ დას­კვნე­ბით წარ­სდგეს სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის წი­ნა­შე.

Facebook
Twitter
LinkedIn