თამაზ ზერეკიძის გახსენება

თარიღი: 2022-07-14 23:29:32

გარ­და­იც­ვა­ლა ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი სპე­ცი­ალ­ის­ტი თა­მაზ ზე­რე­კი­ძე.

თა­მაზ ზე­რე­კი­ძე და­იბ­ადა 1953 წლის 5 იან­ვარს გო­რის რაიონის სო­ფელ ტირ­ძნის­ში. მან და­ამ­თავ­რა ვ. კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლა-ინ­ტერ­ნე­ტი, შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის ას­პი­რან­ტუ­რა ა. რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­ში. 1980 და 2004 წლებ­ში და­იც­ვა სა­კან­დი­და­ტო და სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ები. იყო 2 სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და 7 სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ის ოპ­ონ­ენ­ტი. იგი მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლებ­ში აქ­ვეყ­ნებ­და სა­მეც­ნი­ერო შრო­მებს, იღ­ებ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში.

პრო­ფე­სო­რი თა­მაზ ზე­რე­კი­ძე არ­ის ავ­ტო­რი, თა­ნა­ავ­ტო­რი, რე­დაქ­ტო­რი და რე­ცენ­ზენ­ტი მა­თე­მა­ტი­კის მთე­ლი რი­გი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ისა. სხვა­დას­ხვა დროს კითხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებ­ის კურ­სს შემ­დეგ საგ­ნებ­ში: „მა­თე­მა­ტი­კუ­რი ან­ალ­იზი“, „ფუნ­ქცი­ონ­ალ­ური ან­ალ­იზი“, „მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან სივ­რცე­ებ­ში ინ­ტეგ­რალ­თა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა“, „უმ­აღ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კა“ და „მა­თე­მა­ტი­კა ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სი­სათ­ვის“ I და II.

ბა­ტო­ნი თა­მაზ ზე­რე­კი­ძის კა­ლამს ეკ­უთ­ვნის შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნე­ბი: „რვე­ულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი“, „შე­მოდ­გო­მის ნა­დარ­და­ლი“, „მოგ­ზა­ურ­ობა ფრინ­ველ­თა სა­მე­ფო­ში“, „სი­ნათ­ლე სი­მარ­თლი­სა“ და „ბავ­შვო­ბი­დან გა­მოქ­ცე­ული ბი­ჭის ნა­ამ­ბო­ბი“. აღ­ნიშ­ნულ წიგ­ნებ­ში შე­სუ­ლია: ლექ­სე­ბი, ნო­ვე­ლე­ბი და ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, რო­მელ­თა მთა­ვა­რი თე­მე­ბია სო­ცი­ალ­ური და ზნე­ობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი, რი­გი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი­სა გა­ჯე­რე­ბუ­ლია იუმ­ორ­ით. ამ­ის­ათ­ვის ავ­ტო­რი დი­დი ოს­ტა­ტო­ბით იყ­ენ­ებს ქარ­თუ­ლი ენ­ის უკ­იდ­ეგ­ანო სიმ­დიდ­რეს, იგი ერთ-ერთ ლექ­სში წერს: „მე ასე მჯე­რა — კა­ცის გამ­ზო­მი დაბ­ლა სინ­დი­სი, მაღ­ლა ღმერ­თიაო“! დი­ახ ამ პრინ­ცი­პით იცხოვ­რა მან მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, რომ­ლის მა­გა­ლი­თე­ბი მის წიგ­ნებ­ში უამ­რა­ვია, თუმც ერ­თიც კმა­რა „სინ­დი­სო, შე უს­ინ­დი­სო“.

პრო­ფე­სო­რი თა­მაზ ზე­რე­კი­ძე ოთხ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია, თსუ-ის ათ­ას­ობ­ით სტუ­დენ­ტი­სათ­ვის შე­უვ­ალ­ობ­ისა და სა­მარ­თლი­ან­ობ­ის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა, იგი ხან­გრძლი­ვი და ნა­ყო­ფი­ერი სა­მეც­ნი­ერო და პე­და­გო­გი­ური მოღ­ვა­წე­ობ­ის­ათ­ვის და­ჯილ­დო­ებ­ულია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მედ­ლით.

პრო­ფე­სო­რი თა­მაზ ზე­რე­კი­ძე ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის წევ­რად.

პრო­ფე­სო­რი თა­მაზ ზე­რე­კი­ძე ნა­თე­ლი (კლა­სი­კუ­რი) მა­გა­ლი­თია იმ­ისა, თუ რო­გორ უნ­და იცხოვ­როს და იღ­ვა­წოს ად­ამი­ან­მა თა­ვი­სი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში! — თუ ამ­ას გა­ით­ავ­ის­ებს ჩვე­ნი ერი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­შე­ნე­ბა არ უწ­ერია.

Facebook
Twitter
LinkedIn