პროფესორ ესტატე ხმალაძის  სახელობის 2022 წლის სტიპენდიანტი

თარიღი: 2022-07-14 23:28:16

2007 წლი­დან, თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ყო­ველ­წლი­ურ­ად ტარ­დე­ბა კონ­კურ­სი პრო­ფე­სორ ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი მი­სი­ვე სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის. მი­უხ­ედ­ავ­ად მსოფ­ლიო პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული პრობ­ლე­მე­ბი­სა, რა­მაც გარ­კვე­ული კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­იტ­ანა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სფე­რო­შიც, არც მიმ­დი­ნა­რე წე­ლი ყო­ფი­ლა გა­მო­ნაკ­ლი­სი და, პრო­ფე­სორ ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, მიმ­დი­ნა­რე წელ­საც გა­მოცხად­და მო­რი­გი კონ­კურ­სი სტი­პენ­დი­ატ­ის გა­მო­სავ­ლე­ნად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სტი­პენ­დია გან­კუთ­ვნი­ლია მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, სპე­ცი­ალ­იზ­აცი­ით: 1) ალ­ბა­თო­ბის თე­ორია და მა­თე­მა­ტი­კუ­რი სტა­ტის­ტი­კა, 2) ფარ­თოდ გა­გე­ბუ­ლი წრფი­ვი (ფუნ­ქცი­ონ­ალ­ური) ან­ალ­იზი და 3) თე­ორი­ული ფი­ზი­კა. სტი­პენ­დია ეძ­ლე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მქო­ნე, მი­ზან­სწრა­ფულ, მო­ტი­ვი­რე­ბულ, გა­ნათ­ლე­ბულ და შრო­მის­მოყ­ვა­რე სტუ­დენ­ტს.

წელს კო­მი­სი­ამ ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით, პრო­ფე­სორ ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძის სტი­პენ­დია მი­აკ­უთ­ვნა ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი კურ­სის მა­გის­ტრან­ტს, ზუ­რაბ გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს (სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლი: პროფ.მე­რაბ ელი­აშ­ვი­ლი), რომ­ლის კვლე­ვის თე­მაა: და­ბალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ანი კვან­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის სი­მეტ­რი­ებ­ის სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლა, კვან­ტუ­რი ვე­ლე­ბის თე­ორი­ისა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფი­ზი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე აპ­არ­ატ­ის გა­მო­ყე­ნე­ბით.

პროფ. ელ­იზ­ბარ ნა­და­რაია

პროფ. ე. ხმა­ლა­ძის სტი­პენ­დი­ის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე

Facebook
Twitter
LinkedIn