დისკუსია – დიალოგი წარსულის შესახებ: შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისათვის

თარიღი: 2022-07-02 15:43:29

დის­კუ­სიადი­ალ­ოგი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ: შე­საძ­ლო გზა კონ­ფლიქ­ტის ტრან­სფორ­მა­ცი­ისა და ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის­ათ­ვის — ასე ერ­ქვა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გერ­მა­ნუ­ლი არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ციაბერ­გჰო­ფის ფონ­დისპრო­ექ­ტის — „დი­ალ­ოგი ის­ტო­რი­ებ­ის შე­სა­ხებ, რო­გორც ნორ­მა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი” — ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ებ­ას, რო­მელ­საც, სტუ­დენ­ტებ­სა და აკ­ად­ემი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ერ­თად, ეს­წრე­ბოდ­ნენ გერ­მა­ნი­ის ელ­ჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰუ­ბერტ ქნირ­ში, ბერ­გჰო­ფის ფონ­დის ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დოქ­ტო­რი ოლ­ივ­ერ ვო­ლე, თსუის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნი­ნო გვე­ნე­ტა­ძე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე. დის­კუ­სია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ეგ­იდ­ით გა­იმ­არ­თა. პრო­ექ­ტი მხარ­და­ჭე­რი­ლია გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს მი­ერ.

ღო­ნის­ძი­ებ­აზე სა­ზო­გა­დო­ებ­ას აჩ­ვე­ნეს „ბერ­გჰო­ფის ფონ­დის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ორი ან­იმ­აცი­ური ფილ­მი, რომ­ლებ­შიც ქარ­თვე­ლი და აფხა­ზი ქა­ლე­ბის მი­ერ აღ­ქმუ­ლი ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტის ის­ტო­რია იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ფილ­მის შემ­დეგ გა­იმ­არ­თა დის­კუ­სია, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ომ­ის შე­დე­გე­ბი ერ­თნა­ირ­ად მწვა­ვე მო­გო­ნე­ბებს აღ­ძრავს და თუ რეს­პონ­დენ­ტებს სა­ხე­ლებს შე­ვუც­ვლით, ის­იც კი ძნე­ლი გა­სარ­ჩე­ვი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლი ქა­ლი რო­მელ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს წარ­მო­ად­გენს.

რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო და აუც­ილ­ებ­ელი და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­თა შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ ფორ­მით დაწყე­ბა? რო­გორც თსუ-ის კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, კონ­ფლიქ­ტო­ლო­გებს შო­რის თან­და­თან მომ­წიფ­და იდეა, რომ, კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბას­თან და გა­დაჭ­რას­თან ერ­თად, ინ­ტენ­სი­ურ­ად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის­ეთი პრო­ცე­სი, რო­გო­რიც არ­ის კონ­ფლიქ­ტის ტრან­სფორ­მა­ცია.

კონ­ფლიქ­ტის გა­დაჭ­რა და მოგ­ვა­რე­ბა — ეს არ­ის სა­ბო­ლოო შე­დე­გი და საკ­მა­ოდ ძნე­ლი მი­საღ­წე­ვია, მაგ­რამ, ტრან­სფორ­მა­ცია ნიშ­ნავს კონ­ფლიქ­ტის თან­და­თა­ნო­ბით გარ­დაქ­მნას ისე, რომ მას­ში რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად იყ­ოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რე­ები და და­ცუ­ლი იყ­ოს მა­თი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, სწავ­ლის, ჯან­დაც­ვის და სხვა უფ­ლე­ბე­ბი; ამ­ავე დროს, მხა­რე­ებს შო­რის აღ­დგეს ნდო­ბა ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ან­ობ­ით, რაც კონ­ფლიქ­ტის არა მხო­ლოდ დეს­ტრუქ­ცი­ულ, არ­ამ­ედ კონ­სტრუქ­ცი­ულ მხა­რე­საც აჩ­ვე­ნებს: „ეს არ­ის ახ­ალი მიდ­გო­მა და გა­მო­იყ­ენ­ება იმ დროს, რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტი არ­ის შე­და­რე­ბით დამ­შვი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ-უკ­რა­ინ­ის კონ­ფლიქ­ტში ამ მიდ­გო­მას ვერ გა­მო­იყ­ენ­ებ, მაგ­რამ იგ­ივე აფხა­ზეთ­ში, სა­დაც სრო­ლა არ არ­ის და ნე­გა­ტი­ური მშვი­დო­ბაა, ტრან­სფორ­მა­ცი­ის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურ­ად შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რად­გან კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გზა­ზე მთა­ვა­რი მა­ინც არ­ის ნდო­ბის აღ­დგე­ნა. ას­ეთი ტი­პის ტრან­სფორ­მა­ცი­ული მე­ქა­ნიზ­მე­ბი ხელს უწყობს ამ პრო­ცე­სებს“, — გვითხრა გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძემ.

ფილ­მით მო­ტა­ნი­ლი ის­ტო­რი­ებ­ის მი­მო­ხილ­ვა

ან­იმ­აცი­ური ფილ­მე­ბი, რო­მე­ლიც ღო­ნის­ძი­ებ­აზე იქ­ნა ნაჩ­ვე­ნე­ბი, ემ­ოცი­ური აღ­მოჩ­ნდა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის, რაც ბერ­გჰო­ფის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იყო. „ეს ფილ­მე­ბი და დის­კუ­სი­ები აჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან მო­ვი­გო­ნოთ წარ­სუ­ლი ამ­ბე­ბი მა­შინ, რო­ცა ვი­ცით, რომ მე­ორე მხა­რე ჩვენს მო­გო­ნე­ბას მო­ის­მენს (ქარ­თვე­ლის მო­გო­ნე­ბას აფხა­ზი მო­ის­მენს, ხო­ლო აფხა­ზი­სას — ქარ­თვე­ლი). ამ მო­გო­ნე­ბებ­ში გარ­კვე­ული მე­სი­ჯე­ბიც არ­ის ჩა­დე­ბუ­ლი. ის, რაც მთხრო­ბელს უნ­და, რომ გა­აგ­ონ­ოს კონ­ფლიქ­ტით გა­ყო­ფილ სა­ზო­გა­დო­ებ­ას, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არ­ის უზ­არ­მა­ზა­რი ტკი­ვი­ლი, მო­მავ­ლის იმ­ედი და უიმ­ედ­ობ­აც. ყვე­ლა­ზე დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ჩე­მი აზ­რით, აქ­ვს იმ­ას, რომ მო­ვის­მი­ნოთ ეს ამ­ბე­ბი და დავ­ფიქ­რდეთ, თუ რო­გორ უნ­და გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა — ვი­ლა­პა­რა­კოთ კონ­ფლიქ­ტზე, და­ვი­ვიწყოთ ის, თუ მა­ინც გვქონ­დეს ცოცხლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი — სა­ით მივ­ყა­ვართ ამ ყვე­ლა­ფერს“, — აღ­ნიშ­ნა ბერ­გჰო­ფის ფონ­დის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა ნი­ნო კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

„ბერ­გჰო­ფის“ ფონ­დი, რო­მელ­მაც ფილ­მე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა, რვა წე­ლია მუ­შა­ობს აფხა­ზებ­თან და ქარ­თვე­ლებ­თან იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ დი­ალ­ოგი არ­ის სა­ფუძ­ვე­ლი ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ის­ინი იღ­ებ­ენ მიკ­რო­ფილ­მებს, რომ­ლებ­შიც აფხა­ზე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ სა­კუ­თარ გან­ცდებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. შემ­დეგ ფილ­მებს ფარ­თო აუდ­იტ­ორი­ას უჩ­ვე­ნე­ბენ და იმ­არ­თე­ბა დის­კუ­სია, რა­თა თან­და­თა­ნო­ბით გაღ­რმავ­დეს ორ­ივე მხა­რის ცნო­ბი­ერ­ებ­აში აზ­რი, რომ კონ­ფლიქ­ტი არ ნიშ­ნავს ერ­თმა­ნეთ­თან მუდ­მივ კონ­ფრონ­ტა­ცი­აში ყოფ­ნას და მი­სი მოგ­ვა­რე­ბა სხვა დო­ნე­ებ­საც მო­ითხოვს. ფონ­დის ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის დოქ­ტორ ოლ­ივ­ერ ვო­ლეს თქმით, აუც­ილ­ებ­ელია შე­ვის­წავ­ლოთ, თუ რა გა­ნი­ცა­და ხალ­ხმა ამ კონ­ფლიქ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ შე­ვის­წავ­ლოთ ის, რაც ხალ­ხის სულ­ში, გულ­ში ან ფსი­ქი­კა­ში ხდე­ბო­და.

„ჩვე­ნი ფონ­დი სწო­რედ იმ­აზე მუ­შა­ობს, რომ შე­აგ­რო­ვოს ამ­გვა­რი აზ­რე­ბი, სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვიუ ორ­ივე მხრი­დან. დღეს ჩვენ ვაჩ­ვე­ნებთ ეპ­იზ­ოდ­ებს და ვის­მენთ აზ­რებს არა მხო­ლოდ აფხა­ზე­თი­დან, არ­ამ­ედ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­იდ­ან­აც. ჩვენ გა­მოვ­კითხეთ იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლე­ბიც და გა­ვე­სა­უბ­რეთ ომ­ის ვე­ტე­რა­ნებ­საც. ჩვენ­მა ფონ­დმა 2014 წლი­დან და­იწყო მოღ­ვა­წე­ობა. ეს გახ­ლავთ ის თა­რი­ღი, რო­დე­საც უკ­რა­ინ­აში და­იწყო ომი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ას­ეთი ვი­თა­რე­ბაა და ჩვენ, ვი­ღაც გერ­მა­ნე­ლი ად­ამი­ან­ები, დავ­დი­ვართ აფხა­ზეთ­ში და ვაგ­რო­ვებთ ინ­ტერ­ვიუებს. მარ­ტი­ვი არ იყო ამ ინ­ტერ­ვიუების მო­ძი­ება, თუმ­ცა ეს არ იყო პრობ­ლე­მა, რად­გან ხალ­ხს სურ­და სა­უბ­არი. ომი შე­ეხო ორ­ივე მხა­რეს და ამ­ან იქ­ონია ზე­გავ­ლე­ნა არა მხო­ლოდ იმ ორ კონ­კრე­ტულ ქარ­თველ და აფხაზ ქალ­ზე, რომ­ლე­ბიც აქ წარ­მოდ­გე­ნილ ფილ­მში სა­უბ­რო­ბენ, არ­ამ­ედ მთელ შემ­დგომ თა­ობ­ებ­ზე, რად­გან ის­ინი ხე­დავ­დნენ, თუ რო­გორ ტი­როდ­ნენ მა­თი მშობ­ლე­ბი, რო­გორ ტი­როდ­ნენ მა­თი ბე­ბი­ები, ბა­ბუ­ები… ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ყუ­რად­სა­ღე­ბი დის­კუ­სი­ები იმ­არ­თე­ბა ამ მო­გო­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ამ­ის გან­ხილ­ვა, რად­გან ეს არ­ის ად­ამი­ან­ური ის­ტო­რი­ები“, — გა­ნაცხა­და ოლ­ივ­ერ ვო­ლემ.

ფილ­მე­ბის თა­ობ­აზე სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცენ­ტე­ბი გა­მო­ყო ბერ­ჰო­ფის ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნუგ­ზარ კოხ­რე­იძ­ემ: „პირ­ვე­ლი: ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ის­ტო­რია იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რის, ახ­ალ­გაზ­რდა გო­გო­ნა­სი, რო­მე­ლიც გა­იზ­არ­და კო­ლექ­ტი­ურ ცენ­ტრში. მან აღ­წე­რა საცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო და ის, რაც მას თრგუ­ნავ­და ამ გა­რე­მო­ში; მე­ორე: ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ის­ტო­რია ახ­ალ­გაზ­რდა ად­ამი­ან­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბო­და, რად­გან მის ირ­გვლივ იყ­ვნენ არა მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბი, არ­ამ­ედ აფხა­ზი შე­რე­ული ოჯ­ახ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მი­სი აღ­ქმა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი; მე­სა­მე: ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა ახ­სოვს გან­სა­კუთ­რე­ბით იმ თა­ობ­ას, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე სა­უკ­ეთ­ესო წლე­ბი სო­ხუმ­ში გა­ატ­არა. ყვე­ლა ქუ­ჩას მათ მეხ­სი­ერ­ებ­აში მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს. ეს ას­აზ­რდო­ებს მათ მეხ­სი­ერ­ებ­ას დღე­საც კი; და­ბო­ლოს, სა­გუ­ლის­ხმოა იმ­ის ჩვე­ნე­ბა, თუ სად მიმ­დი­ნა­რე­ობს ტრან­სფორ­მა­ცია, სად არ­ის ახ­ალი თა­ობ­ის ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა ან მცდე­ლო­ბა ამ­ისა. შე­სა­ბა­მი­სად, ფილ­მი გვთა­ვა­ზობს აფხა­ზი ქალ­ბა­ტო­ნის ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც არ­ის შვილ­მკვდა­რი დე­და და მი­უხ­ედ­ავ­ად ამ ად­ამი­ან­ის კონ­კრე­ტუ­ლი ტრა­გე­დი­ისა, ის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ აჩ­ენს ამ ტრა­გე­დი­ას და კი­დევ ფიქ­რობს უკ­ეთ­ეს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე“, — აღ­ნიშ­ნა მან.

შეხ­ვედ­რა­ზე ით­ქვა, რომ ას­ეთი ფილ­მე­ბის შექ­მნის და ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ იმ­ედი ჩნდე­ბა, რომ ქარ­თულ და აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ებ­აში, გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ალ­გაზ­რდებ­ში, გაჩ­ნდე­ბა კონ­ფლიქ­ტის უფ­რო ღრმად შეს­წავ­ლი­სა და მი­სი გა­დაჭ­რის გზე­ბის ფარ­თო კონ­ტექ­სტის და­ნახ­ვის ინ­ტე­რე­სი, რად­გან მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტით ცხოვ­რე­ბა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის პერ­სპექ­ტი­ვას სპობს. ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა აზ­რით, ფილ­მის შემ­დგო­მი დის­კუ­სი­ებ­ის მი­ზა­ნია ქარ­თულ და აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ებ­აში გა­აჩ­ინ­ოს სა­უბ­რის მოთხოვ­ნი­ლე­ბა. „ყვე­ლამ, ვი­საც სჭირ­დე­ბა, უნ­და გა­მო­ხა­ტოს ემ­ოცი­ები, გა­იხ­სე­ნოს მტკივ­ნე­ული პრო­ცე­სი. ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ ვის­წავ­ლოთ მოს­მე­ნა — ერ­თად უნ­და გა­ვა­ან­ალ­იზ­ოთ — რა გა­დაგ­ვხდა თავს, რა არ­ის ამ­ის მი­ზე­ზი და რა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ იმ­ის­თვის, რომ არ­ას­დროს გან­მე­ორ­დეს ის, რაც მოხ­და. ტრან­სფორ­მა­ცია არ­ის ძა­ლი­ან გრძელ­ვა­დი­ანი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რთუ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა წლე­ბი და თვე­ები, რად­გან შენ სა­კუ­თარ თავს ეუბ­ნე­ბი, რომ ის, რა­საც ად­რე ფიქ­რობ­დი და რო­გორც ფიქ­რობ­დი, დღეს არ არ­ის რე­ლე­ვან­ტუ­რი და სწო­რი“, — თქვა ნუგ­ზარ კოხ­რე­იძ­ემ.

ღო­ნის­ძი­ებ­აზე სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია გა­იმ­არ­თა ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბი­სა და მხა­რე­თა და­ახ­ლო­ებ­ის პერ­სპექ­ტი­ვის თა­ობ­აზე. თსუ-ის ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, გა­ზეთ „რე­ზო­ნან­სის“ რე­დაქ­ტო­რი ლა­შა ტუ­ღუ­ში და­ინ­ტე­რეს­და, აჩ­ვე­ნეს თუ არა ეს ფილ­მი აფხაზ სა­ზო­გა­დო­ებ­ას და რა რე­აქ­ცი­ები გა­მო­იწ­ვია მან, რა­ზეც ოლ­ივ­ერ ვო­ლემ უპ­ას­უხა, რომ ემ­ოცი­ები, ის­ევე, რო­გორც ამ­ბე­ბი, რო­მელ­საც რეს­პონ­დენ­ტე­ბი ჰყვე­ბი­ან, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: „ეს ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი კითხვაა. ყვე­ლა ეპ­იზ­ოდ­ში რა­ღაც მოს­წონთ და რა­ღაც — არა, თუმ­ცა ყო­ველ­თვის რჩე­ბა სა­დის­კუ­სიო სა­კითხი. მა­გა­ლი­თად, ინ­ტერ­ვი­უს დროს, ქარ­თვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლია. ამ აზ­რს მხარ­და­ჭე­რა არ აქ­ვს აფხა­ზეთ­ში, მაგ­რამ ამ­ავე ეპ­იზ­ოდ­ში ქარ­თვე­ლი ამ­ბობს სხვა რა­ღა­ცას, რაც სა­ინ­ტე­რე­სოა აფხა­ზე­ბის­თვის. ზუს­ტად ეს არ­ის წარ­მა­ტე­ბის სა­იდ­უმ­ლოც“, — თქვა მან.

სტუ­დენ­ტის კითხვა­ზე, არ­ის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ფილ­მის გმი­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ან აფხა­ზი და ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, რომ ეს გა­უცხო­ება დაძ­ლი­ონ, ნი­ნო კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა უპ­ას­უხა, რომ ას­ეთი ტი­პის ფილ­მე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ონ­ტაქ­ტო შეხ­ვედ­რაა. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­ური არი­ან ქა­ლე­ბი. „გენ­დე­რუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის სიძ­ლი­ერე შე­იძ­ლე­ბა კავ­კა­სი­ური სივ­რცის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი არ­ის, მაგ­რამ, აქ ჩანს, რომ ქა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, მო­აგ­ვა­რონ კონ­ფლიქ­ტი ან მი­სი მოგ­ვა­რე­ბის სა­და­ვე­ებს ფლობ­დნენ. აშ­კა­რაა ის­იც, რომ ქარ­თულ გა­რე­მო­ში ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობა მა­გა­ლი­თია უფ­რო­სი თა­ობ­ის­თვის. შებ­რუ­ნე­ბუ­ლად არ­ის საქ­მე აფხა­ზეთ­ში — ას­აკ­ოვ­ანი და გა­მოც­დი­ლი სა­ხე­ები არ­ინ უფ­რო თა­მა­მე­ბი. მათ მხარ­ზე კი დგა­ნან ახ­ალ­გაზ­რდე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ქალ­თა სი­ნერ­გია აძ­ლი­ერ­ებს ერ­თმა­ნეთს და იმ­ედია, რომ ეს პრო­ცე­სიც აგ­რეთ­ვე სი­ნერ­გი­ული იქ­ნე­ბა,“ — აღ­ნიშ­ნა ნი­ნო კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

და­სას­რულ, ით­ქვა, რომ პრო­ცე­სი უნ­და გაგ­რძელ­დეს, რად­გან დი­ალ­ოგი ქარ­თულ-აფხა­ზურ ის­ტო­რი­ულ პრობ­ლე­მა­ზე კონ­ფლიქ­ტის ტრან­სფორ­მა­ცი­ას შე­უწყობს ხელს.

Facebook
Twitter
LinkedIn