„ღეროვანი უჯრედები და ნერვული სისტემა“ – ზაალ კოკაიამ თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა

თარიღი: 2022-07-02 14:50:11

შვე­დეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა, თსუ-სა და ლუნ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ზა­ალ კო­კაიამ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­ჯა­რო ლექ­ცია — „ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა“ — წა­იკ­ითხა. ზა­ალ კო­კაიამ „მო­მა­ვა­ლის თე­რა­პი­ის“ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად არ­სე­ბუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და სტუ­დენ­ტე­ბის კითხვებს უპ­ას­უხა.

„ვე­ცა­დე წარ­მო­მე­ჩი­ნა, თუ რამ­დე­ნად კომ­პლექ­სუ­რი და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბი. ბი­ოს­ამ­ედ­იც­ინო დარ­გში სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ალ­ობ­ის ექ­სპერ­ტე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან, იქ­მნე­ბა ტრან­სლა­ცი­ური კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი, რაც გარ­კვე­ულ მე­თო­დო­ლო­გი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ას უდ­ებს სა­ფუძ­ველს, რო­მე­ლიც შემ­დეგ კლი­ნი­კებ­ში ინ­ერ­გე­ბა. უშუ­ალ­ოდ ჩე­მი კვლე­ვე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნევ­რო­ლო­გი­ას­თან და ღე­რო­ვან უჯ­რე­დებ­თან, ვიკ­ვლევთ მის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში, რაც, რა თქმა უნ­და, მო­მავ­ლის თე­რა­პიაა, მაგ­რამ სა­ბა­ზი­სო კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ტვი­ნის ინ­სულ­ტი ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ავ­ად­ებაა, ამ დროს ტვინ­ში, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო, სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა ქვე­ით­დე­ბა და ტვი­ნის გარ­კვე­ული უბ­ნე­ბი იღ­უპ­ება. ამ­ის აღ­დგე­ნა ნა­წი­ლობ­რივ ხდე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის დახ­მა­რე­ბით ეს პრო­ცე­სი გა­ვაძ­ლი­ერ­ოთ, რა­თა პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს“, — გა­ნაცხა­და ზა­ალ კო­კაიამ.

ზა­ალ კო­კაიამ ლექ­ცი­აზე ლუნ­დის ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვებ­თან ერ­თად ას­ევე გან­მარ­ტა, რომ ამ დრო­ის­თვის, ნევ­რო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი­კა მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ კლი­ნი­კა­ში და­ნერ­გი­ლი არ არ­ის.

„რე­ალ­ურ­ად კლი­ნი­კუ­რად ჯერ არ­აფ­ერი არ გა­მო­იყ­ენ­ება, ნერ­ვულ სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და და­ნერ­გი­ლი უს­აფ­რთხო მე­თო­დი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას კლი­ნი­კუ­რი და­ავ­ად­ებ­ებ­ის დროს. შე­იძ­ლე­ბა გსმე­ნი­ათ — პო­პუ­ლა­რუ­ლია ჭიპ­ლა­რის ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის შეგ­რო­ვე­ბა… ეს სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხდე­ბა. ხში­რად მომ­მარ­თა­ვენ კითხვით, რომ ბევ­რი კლი­ნი­კა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ერ და­ავ­ად­ებ­ას, მათ შო­რის, ნევ­რო­ლო­გი­ურ და­ავ­ად­ებ­ებ­საც ამ მე­თო­დით კურ­ნა­ვენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ის, მეტ­წი­ლად, და­უს­აბ­უთ­ებ­ელი, კლი­ნი­კუ­რად და­უდ­ას­ტუ­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და 99,9% დას­რულ­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი შე­დე­გის გა­რე­შე. ერ­თა­დერ­თი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს პლა­ცე­ბოს ეფ­ექ­ტი, რაც მა­ლე გა­ივ­ლის. და­ზუს­ტე­ბით არ­ავ­ინ იც­ის, თუ რა უჯ­რე­დებს ნერ­გა­ვენ და რა მე­თო­დით. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის უკ­ან მხო­ლოდ კო­მერ­ცი­ული ინ­ტე­რე­სე­ბი დგას, შე­სა­ბა­მი­სად, აუც­ილ­ებ­ელია, რომ არა მხო­ლოდ ექ­იმ­ებ­მა, ბი­ოლ­ოგ­ებ­მაც გა­ვი­თა­ვი­სოთ პრინ­ცი­პი — „არ ავ­ნო, თუ ვერ კურ­ნავ…“ — გა­ნაცხა­და ზა­ალ კო­კაიამ.

სა­ჯა­რო ლექ­ცია „ახ­ალ­გაზ­რდა ბი­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­აცი­ის“ პრო­ექ­ტის „SciTalks“ ფარ­გლებ­ში გა­იმ­არ­თა. პრო­ექ­ტი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის გარ­შე­მო დის­კუ­სი­ის გა­მარ­თვას და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლას ის­ახ­ავს მიზ­ნად.

„ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია, რომ მო­ვიწ­ვი­ოთ ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერ­ები და სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ალ­ება მივ­ცეთ, პი­რა­დად მათ­გან მო­ის­მი­ნონ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი“, — აღ­ნიშ­ნა „ახ­ალ­გაზ­რდა ბი­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­აცი­ის“ წევრმა თი­ნა­თინ ჯან­ჯა­ლაშ­ვილ­მა.

„ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი ვის­მენთ ის­ეთი დო­ნის ლექ­ცი­ებს, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, ტარ­დე­ბა ლუნ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და, რაც მთა­ვა­რია, სა­შუ­ალ­ება გვაქ­ვს ლექ­ცია წა­რი­მარ­თოს ინ­ტე­რაქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში“, — აღ­ნიშ­ნა ზუ­კა დარ­ჯა­ნი­ამ.

ზა­ალ კო­კაიას სა­ჯა­რო ლექ­ცია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 27 ივ­ნისს გა­იმ­არ­თა.

Facebook
Twitter
LinkedIn