შეასრულებს თუ არა მედიატორის ფუნქციას სახალხო დამცველის აპარატი?

თარიღი: 2022-06-18 16:24:01

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბის გა­ერ­თი­ან­ებ­ის „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ წევ­რებ­სა და თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს ლა­შა სა­ღი­ნა­ძეს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რებ­ზე ნი­ნო ლომ­ჯა­რი­ამ ორ­ივე მხა­რის პო­ზი­ცია მო­ის­მი­ნა და გა­ნაცხა­და, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ასა და პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპ­არ­ატს მე­დი­ატ­ორ­ის ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია. ნი­ნო ლომ­ჯა­რი­ამ ხა­ზი გა­უს­ვა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­საც, რად­გან „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ წევ­რე­ბის მი­ერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის ნა­წი­ლი სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე მოგ­ვა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

თსუ-ის კან­ცლე­რი ლა­შა სა­ღი­ნა­ძე აცხა­დებს, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებ­თან ყო­ველ­დღი­ური კო­მუ­ნი­კა­ცია აქ­ვთ, თუმ­ცა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში გა­და­სა­ტა­ნად მათ­გან შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯიც აუც­ილ­ებ­ელია, რაც რექ­ტო­რა­ტის და­ტო­ვე­ბა­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მას გუ­ლის­ხმობს.

რაც შე­ეხ­ება სტუ­დენ­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას, „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ წევ­რე­ბი რექ­ტო­რატს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ტო­ვე­ბენ, თუ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრთან მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­თან შეხ­ვედ­რა-მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით დას­რულ­დე­ბა და ის­ინი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად კონ­კრე­ტულ პა­სუ­ხებს მი­იღ­ებ­ენ და ქმე­დით ნა­ბი­ჯებს გა­დად­გა­მენ.

ამ დრო­ის­თვის სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ 4 მოთხოვ­ნას აყ­ენ­ებს:

  1. სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა
  2. ფი­ნან­სუ­რი გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა
  3. მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრის ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბის ფორ­მა­ტის ცვლი­ლე­ბა
  4. რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის წე­სის ცვლი­ლე­ბა

„მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებ­მა გა­აჟღე­რეს, ეს არ­ის სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის პრობ­ლე­მა. უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ორი სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლი აქ­ვს — ბა­გებ­სა და ლი­სის ტბას­თან. ლი­სის სტუ­დენ­ტურ სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში, რო­გორც მითხრეს, მხო­ლოდ 7 ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლია დარ­ჩე­ნი­ლი, რაც შე­ეხ­ება ბა­გე­ბის სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელს, იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობა არ­ის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი და სი­ცოცხლის­თვის საფ­რთხის შემ­ცვე­ლი. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ეს ორი სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ ათ­ას­ობ­ით სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნას, რომ­ლე­ბიც ვერ ახ­ერ­ხე­ბენ თბი­ლის­ში ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბას. მინ­და ყვე­ლას ავ­უხ­სნა, რომ სტუ­დენ­ტე­ბი არ ითხო­ვენ სა­გა­მოც­დო შე­ღა­ვა­თებს, ის­ინი ითხო­ვენ შე­ღა­ვა­თებს მა­თი სო­ცი­ალ­ური პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ეს არ­ის მძი­მე სა­კითხი და მე ვთხოვ რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს, ას­ევე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­ნეჯ­მენ­ტს ამ სა­კითხე­ბის გა­დაჭ­რას. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გარ­კვე­ული მე­დი­აცი­ის ფუნ­ქცი­აც შე­ვას­რუ­ლოთ. სტუ­დენ­ტებ­თან, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გა­ვაგ­რძე­ლებთ, რად­გან აქ სა­უბ­არია გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც ვერ სარ­გებ­ლობს ათ­ას­ობ­ით სტუ­დენ­ტი“, — გა­ნაცხა­და ნი­ნო ლომ­ჯა­რი­ამ.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ზი­ცია და შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი თსუ კან­ცლერ­მა გან­მარ­ტა. მი­სი თქმით, რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის წე­სის ცვლი­ლე­ბა ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ას არ წარ­მო­ად­გენს, რად­გან „უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ამ­ტკი­ცებს. კან­ცლერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სტუ­დენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მათ­გან შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორც რექ­ტო­რი, ას­ევე, თსუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნე­ბის­მი­ერი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მზად არ­ის კონ­სტრუქ­ცი­ულ ფორ­მატ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის.

„სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპ­არ­ატ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ვი­სა­უბ­რეთ იმ პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე, რაც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ბო­ლო პე­რი­ოდ­ში წარ­მო­იქ­მნა — პრო­ტეს­ტის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე და ნათ­ლად აღ­ვნიშ­ნეთ, რომ სტუ­დენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ შეგ­ვიწყვე­ტია და ყო­ველ­დღი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს. არა­ერ­თხელ შევ­თა­ვა­ზეთ სტუ­დენ­ტებს რექ­ტო­რა­ტის და­ტო­ვე­ბა, შეხ­ვედ­რე­ბი რექ­ტორ­თან, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და ვე­ლო­დე­ბით სტუ­დენ­ტე­ბის­გან შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს. ნე­ბის­მი­ერ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით მზად ვართ შევ­ხვდეთ სტუ­დენ­ტებს და ვე­სა­უბ­როთ. ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ მო­ის­მი­ნა ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი და გვთხო­ვა სტუ­დენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სტუ­დენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ დგას, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე ბევ­რი სტუ­დენ­ტი მე­გობ­რობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და წუ­ხან იმ ძა­ლა­დობ­რივ ფაქ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც პა­რას­კევს მოხ­და. პრობ­ლე­მა იმ­აში მდგო­მა­რე­ობს, რომ დღე­საც პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბი არ აძ­ლე­ვენ რექ­ტო­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს მუ­შა­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას. ამ ფორ­მით პრო­ტეს­ტის გაგ­რძე­ლე­ბა, ალ­ბათ, არ­ავ­ის­თვის არ არ­ის მი­სა­ღე­ბი, ამ­იტ­ომ კი­დევ ერ­თხელ მო­ვუ­წო­დებ სტუ­დენ­ტებს, და­ტო­ვონ რექ­ტო­რა­ტი, და­ვი­ვიწყოთ ის ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბი, რაც მოხ­და, ათ­ვლის წერ­ტი­ლად ავ­იღ­ოთ დღე­ვან­დე­ლი დღე და კონ­სტრუქ­ცი­ულ ფორ­მატ­ში გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­უბ­არი. გა­დავ­ჭრათ ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სტუ­დენ­ტებს, არ­ამ­ედ მთლი­ან­ად სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას აწ­უხ­ებს“, — გა­ნაცხა­და ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ.

თსუ კან­ცლე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ლი­სის სტუ­დენ­ტურ სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში ათე­ულ­ობ­ით თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლია, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბაც სტუ­დენ­ტებს ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში უფ­ას­ოდ შე­უძ­ლი­ათ. ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ ას­ევე აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ბა­გე­ბის სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის ნაც­ვლად, ახ­ალი შე­ნო­ბის აშ­ენ­ებ­ას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე, თსუ მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­აზე გეგ­მავს.

„მე ვფიქ­რობ, რომ სტუ­დენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია კი­დევ უფ­რო უნ­და გა­ფარ­თოვ­დეს და პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც მათ აწ­უხ­ებთ, გა­და­იჭ­რას. ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრობ­ლე­მა დგას, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბი არ აყ­ენ­ებ­ენ ის­ეთ პრობ­ლე­მებს, რომ­ლის გა­დაჭ­რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერ­თა­დერ­თი სა­კითხი, რა­ზეც ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ეს არ­ის სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ყვე­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის. თსუ ფი­ზი­კუ­რად ამ­ას ვერ შეძ­ლებს, მაგ­რამ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ახ­ალი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის აშ­ენ­ებ­ას ვგეგ­მავთ“, — აღ­ნიშ­ნა თსუ კან­ცლერ­მა.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ას­ევე მზად ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა სტუ­დენ­ტებ­თან რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის წე­სის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დაწყე­ბის თა­ობ­აზე სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის ჩარ­თუ­ლო­ბით.

„რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის წესს უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი გან­საზღვრავს, რო­მე­ლიც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ და აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ეხ­ება სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ათე­ულ­ობ­ით უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ამ წე­სის შეც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ამ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც შეგ­ვიძ­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­თა­ნაც სა­უბ­არი, რექ­ტო­რი მზად ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს. უბ­რა­ლოდ ერ­თი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფარ­გლებ­ში ამ სა­კითხის გა­დაჭ­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია“, — გან­მარ­ტა ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბი იმ­ედ­ოვ­ნე­ბენ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მა­თი პრო­ტეს­ტის ღირ­სე­ულ­ად წარ­მარ­თვა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

სტუ­დენ­ტე­ბი ამ დრომ­დე ითხო­ვენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას. შეხ­ვედ­რის თა­ობ­აზე მოთხოვ­ნა გაგ­ზავ­ნი­ლია, სტუ­დენ­ტე­ბი პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში არი­ან.

„ჩვენს მოთხოვ­ნებს ას­ევე წინ უდ­გას ის, რომ ვითხოვთ ბა­ტონ მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­თან შეხ­ვედ­რას, რად­გან სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, სო­ცი­ალ­ური პრობ­ლე­მე­ბი, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­შია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, თუ და­ვი­ნა­ხავთ მზა­ობ­ას, რომ მი­ნის­ტრი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, ჩვენ დავ­ტო­ვებთ რექ­ტო­რატს. თსუ-ს ახ­სოვს ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის პრო­რექ­ტო­რო­ბა და ახ­სოვს ის, რომ ყო­ველ­თვის უს­მენ­და სტუ­დენ­ტებს, ამ­იტ­ომ ჩვენ დღეს გვაქ­ვს იმ­ედი, რომ მო­უს­მენს სტუ­დენ­ტებს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩვენს მოთხოვ­ნებს“, — აღ­ნიშ­ნა ეკ­ატ­ერ­ინე მა­ის­ურ­აძ­ემ.

„ჩვენ თსუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, რექ­ტორ­თან და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ გა­დავ­წყვეტთ — დავ­ტო­ვებთ თუ რა რექ­ტო­რატს. ორ­ჯერ მო­ვუ­წო­დეთ მი­ხე­ილ ჩხენ­კელს, რომ მო­სუ­ლი­ყო. ჩვე­ნი მი­ზა­ნი აქ ყოფ­ნა არ არ­ის, ჩვე­ნი მი­ზა­ნია ლე­გი­ტი­მუ­რი მოთხოვ­ნე­ბი შეს­რულ­დეს. წი­ნას­წარ ვერ გეტყვით, თუმ­ცა, თუ მი­ნის­ტრი არ შეგ­ვხვდე­ბა, მა­შინ მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სა­მი­ნის­ტროს­თან გა­და­ინ­აც­ვლებს“, — გა­ნაცხა­და სო­ფო მო­ლაშ­ხი­ამ.

„ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ წევ­რმა სტუ­დენ­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან რექ­ტო­რატ­ში შეჭ­რის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბიც გა­ნი­ხი­ლეს.

„ნი­ნო ლომ­ჯა­რი­ას­თან ყვე­ლა სა­კითხზე ვიმ­სჯე­ლეთ, მათ შო­რის, პა­რას­კე­ვის მოვ­ლე­ნებ­ზეც. ჩვენ ბევ­რჯერ ავ­ხსე­ნით, რომ ეს ძა­ლა­დო­ბა გა­მოწ­ვე­ული იყო ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მხრი­დან ჩვე­ნი მოთხოვ­ნე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბით. იყო გა­დაც­დო­მა, სა­ჯა­როდ ბო­დი­შიც მო­ვი­ხა­დეთ“, — გან­მარ­ტეს სტუ­დენ­ტებ­მა.

სტუ­დენ­ტმა სო­ფო მო­ლაშ­ხი­ამ მოძ­რა­ობა და­ტო­ვა

„ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა სო­ფო მო­ლაშ­ხი­ამ მოძ­რა­ობა და­ტო­ვა. სტუ­დენ­ტი სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში სა­ჯა­რო პოს­ტს აქ­ვეყ­ნებს და გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს.

„ვტო­ვებ მოძ­რა­ობ­ას „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის” სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მო. ვე­მიჯ­ნე­ბი ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და დარ­ჩე­ნილ მოძ­რა­ობ­ის წევ­რებს ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს, იმ­ედს ვი­ტო­ვებ, რომ ის­ინი ღირ­სე­ულ­ად გა­აგ­რძე­ლე­ბენ იმ პრო­ცე­სებს, რის­თვი­საც თავ­და­პირ­ვე­ლად გულ­წრფე­ლად და­ვიწყეთ ბრძო­ლა.

ჩე­მი მო­საზ­რე­ბით ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა გა­და­ინ­აც­ვლა იმ ფა­ზა­ში, რომ ის გაც­და თავ­და­პირ­ველ მიზ­ნებს, რის­თვი­საც პი­რა­დად მე ჩა­ვერ­თე ამ პრო­ცე­სებ­ში. ჩე­მი, რო­გორც სხვა მოძ­რა­ობ­ის წევ­რე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ არ­ცერ­თი სტუ­დენ­ტი არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცესს მიღ­მა.

მე, რო­გორც ამ მოძ­რა­ობ­ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ვი­ღებ ჩემს წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აქ­ამ­დე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე ხში­რად გა­მოვ­სულ­ვარ მოძ­რა­ობ­ის სა­ხე­ლით და გა­მი­კე­თე­ბია არა პი­როვ­ნუ­ლი, არ­ამ­ედ სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი იყო სტუ­დენ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ერ.

მე მხარს ვუ­ჭერ მოძ­რა­ობ­ის მი­ერ აქ­ამ­დე გაცხა­დე­ბულ მოთხოვ­ნებს:

  1. აშ­ენ­დეს ღირ­სე­ული სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლი
  2. ფი­ნან­სუ­რი გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა
  3. სა­გა­მოც­დო ფორ­მა­ტის ცვლი­ლე­ბა
  4.  სტუ­დენ­ტი და ლექ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ პრი­ორ­იტ­ეტი
  5. შეწყდეს ეთ­იკ­ის კო­მი­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ლექ­ტო­რე­ბის რეპ­რე­სი­ის მიზ­ნით.

მე მზად ვარ ყო­ველ­თვის ვიდ­გე სა­მარ­თლი­ან­ობ­ის გვერ­დით, მი­ვე­სალ­მე­ბი ჯან­საღ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და სო­ლი­და­რო­ბას ვუცხა­დებ ყვე­ლა სის­ტე­მის ჩაგ­რულ სტუ­დენ­ტს!

ჩვე­ნი მოძ­რა­ობ­ის მიღ­წე­ვა არ­ის შემ­დე­გი და ბედ­ნი­ერი ვარ, რომ ამ­ის ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი

  1. და­ინ­ერ­გა ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რე­სურ­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.
  2. გა­იხ­სნა ლი­სის სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის მე-3კორ­პუ­სი!
  3. და­ემ­ატა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი ქუ­თა­ის­სა და ახ­ალ­ცი­ხე­ში.
  4. სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდ­ში საცხოვ­რებ­ლე­ბი იქ­ნე­ბა უფ­ასო.

უბ­რა­ლოდ, ბო­ლოს მომ­ხდარ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გა­და­ფა­რა ის მცი­რე თუ დი­დი მიღ­წე­ვე­ბი, რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ და აუც­ილ­ებ­ელია სა­ზო­გა­დო­ებ­ამ არ და­ივ­იწყოს ის ჯან­სა­ღი, არ­ამ­არ­თუ­ლი და გულ­წრფე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი პროს­ტეს­ტი.

თუ ჩე­მი მხრი­დან იყო რა­იმე სა­ხის გა­დაც­დო­მა, რაც გა­ნა­პი­რო­ბა ემ­ოცი­ურ­მა ფონ­მა, ვიხ­დი ბო­დიშს! მაგ­რამ არ ვაგ­რძე­ლებ ვი­ყო იმ მოძ­რა­ობ­ის ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც უკ­ვე გა­რე­შე პი­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ჩა­რე­ვას და პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­ურ­ად ჩარ­თვას!“, — აცხა­დებს სტუ­დენ­ტი და არ მა­ლავს, რომ მი­სი მი­სა­მარ­თით პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბე­ბი გაჟღერ­და.

მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ მოთხოვ­ნე­ბი

მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ სო­ფო მო­ლაშ­ხი­ას გა­ერ­თი­ან­ებ­იდ­ან წას­ვლას სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­ურ­ება:

„ჩვე­ნი მოძ­რა­ობ­ის — „ბრძო­ლა გან­თლე­ბის­თვის“ სა­ხე­ლით ვეხ­მა­ურ­ებ­ით მოძ­რა­ობ­ის ერთ-ერ­თი ყო­ფი­ლი წევ­რის გან­ცხა­დე­ბას/პოს­ტს და გვსურს კი­დევ ერ­თხელ და­ვა­ზუს­ტოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი. უპ­ირ­ვე­ლე­სად აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს პოს­ტი მიზ­ნად არ ის­ახ­ავს ვინ­მე­სად­მი ნე­გა­ტი­ური და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვას, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ ვიბ­რძვით თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რი­სათ­ვის!

ჩვე­ნი მოძ­რა­ობა ეფ­უძ­ნე­ბა ფუნ­და­მენ­ტურ პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც სა­ყო­ველ­თა­ოდ არა­ერთ სტუ­დენ­ტს აწ­უხ­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უღ­ალ­ავ­ად ვიბ­რძვით გა­ნათ­ლე­ბის­თვის, სა­მარ­თლი­ან­ობ­ისა და თა­ნას­წო­რო­ბი­სათ­ვის. რა თქმა უნ­და, არ ვზღუ­დავთ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თუმ­ცა ჩვე­ნი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კრი­ტი­კუ­ლად აუც­ილ­ებ­ელია პარ­ტი­ული სა­ხე­ებ­ის­აგ­ან და­მო­უკ­იდ­ებ­ლად სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა.

ჩვენ პა­ტივს ვცემთ ინ­დი­ვი­დუ­ალ­იზ­მს და ვი­აზ­რებთ, რომ ის­ეთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან სივ­რცე­ში, რო­გორ­საც სტუ­დენ­ტე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი წარ­მო­ად­გენს, ლო­გი­კუ­რია აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ობა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის არ­სე­ბო­ბა. თუმ­ცა, გუნ­დუ­რო­ბა და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მიზ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა იმ­აზე მე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია, ვიდ­რე სუ­ბი­ექ­ტუ­რი, ურ­ყე­ვი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა და გა­უცხო­ებ­ული და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს გა­ერ­თი­ან­ებ­ას სა­ფუძ­ვლად დე­მოკ­რა­ტია უდ­ევს და ცხა­დია, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ებ­აში თი­თოეულის აზ­რს ვცემთ პა­ტივს და გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის მეშ­ვე­ობ­ით ხდე­ბა.

რო­გორც ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ობა, ჩვე­ნი ნა­ბი­ჯე­ბის რა­ცი­ონ­ალ­ურ­ობ­ის შე­ფა­სე­ბა, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ობა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მო­მავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­საზღვრა უპ­ირ­ვე­ლე­სად ჩვენს, სა­ერ­თო მიზ­ნის მქო­ნე აქ­ტი­ური სტუ­დენ­ტე­ბის, კომ­პე­ტენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს და ეს ყო­ვე­ლი­ვე გა­რე­შე პი­რე­ბის, კერ­ძოდ, სა­ეჭ­ვო მიზ­ნე­ბის მქო­ნე პარ­ტი­ას­თან ას­ოც­ირ­ებ­ული სუ­ბი­ექ­ტე­ბის ჩა­რე­ვას არ სა­ჭი­რო­ებს. ამ­იტ­ომ, ჩვე­ნი წი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა, მოვ­ლე­ნე­ბის სა­ფუძ­ვლი­ანი შეს­წავ­ლა და ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა სა­ერ­თო სუ­რა­თის და­ნახ­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

ჩვე­ნი გუნ­დი აფ­ას­ებს თი­თოეული თქვენ­გა­ნის შრო­მას, მონ­დო­მე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას. ვი­ნა­იდ­ან, ას­ეთ ქა­ოს­ურ სი­ტუ­აცი­აში ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ობა აუც­ილ­ებ­ელია კონ­სე­სუ­სამ­დე მის­ვლის გზა­ზე. ჩვე­ნი აქ­ტი­ურ­ობაა ის, რაც შე­დეგს გა­მო­იღ­ებს.

მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვენს ყო­ველ მხარ­დამ­ჭერს! სა­ერ­თო ჭეშ­მა­რი­ტი მიზ­ნი­სათ­ვის გა­ერ­თი­ან­ებ­ულ ად­ამი­ან­ებს ვე­რას­დროს და­ამ­რაცხებს ბი­ურ­ოკ­რატ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი!

აქ­ვე მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ჩვე­ნი მოთხოვ­ნე­ბი:

  • აშ­ენ­დეს სტუ­დენ­ტუ­რი საცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც და­აკ­ამ­ყო­ფი­ლებს ყო­ვე­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა მოთხოვ­ნებს!
  • ჩა­ტარ­დეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­ის სრუ­ლი აუდ­იტი, გა­მოვ­ლინ­დეს ყო­ვე­ლი შე­საძ­ლო გა­დაც­დო­მა, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ად­ამი­ან­ები წარ­სდგნენ კა­ნო­ნის წი­ნა­შე, ხო­ლო ბი­უჯ­ეტ­ის თან­ხე­ბი წა­რი­მარ­თოს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით!
  • შე­იც­ვა­ლოს რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის წე­სი, გახ­დეს დე­მოკ­რა­ტი­ული და ყო­ვე­ლი ლექ­ტო­რი­სათ­ვის ხელ­შე­სა­ხე­ბი!
  • შე­იც­ვა­ლოს ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბის ფორ­მა­ტი!
  • მო­ვითხოვთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრთან, ბა­ტონ მი­ხე­ილ ჩხნე­კელ­თან შეხ­ვედ­რას!

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს დღეს­დღე­ობ­ით ირ­ჩევს აკ­ად­ემი­ური საბ­ჭო, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 38 წევ­რი­სა­გან, ლექ­ტო­რებს კი არ შე­უძ­ლი­ათ პირ­და­პი­რი წე­სით ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობა, რაც ქმნის არ­ად­ემ­ოკ­რა­ტი­ული გა­რე­მოს შექ­მნის სა­ფუძ­ვლი­ან ეჭ­ვს! სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ობ­ის დრო­ებ­ითი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ირ­ჩე­ვა დე­მოკ­რა­ტი­ულ­თან გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მი­ახ­ლო­ებ­ული, პირ­და­პი­რი წე­სით!

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ მოთხოვ­ნა­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სა­კენ სე­რი­ოზ­ული, კომ­პლექ­სუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის გა­რე­შე ჩვენ არ დავ­ტო­ვებთ 109-ე აუდ­იტ­ორი­ას („რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტი“)!

ჩვენ მზად ვართ დი­ალ­ოგ­ის­ათ­ვის, თქვენ?“

Facebook
Twitter
LinkedIn