საქართველოში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით პირველი სამეცნიერო კვლევა განხორციელდა

თარიღი: 2022-06-18 15:46:07

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ება მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა აღი­არ­ებ­ულია, რომ ის გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ალ­ური და­ბა­ლი და სა­შუ­ალო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებ­შია. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის გლო­ბა­ლუ­რი ტვირ­თის მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას, მო­მა­ვა­ლი ათ­წლე­ულ­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ბა­ლი და სა­შუ­ალო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ან­ებ­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წლი­დან 2 სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა — „კვლე­ვის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში“ და „სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­პა­ში თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით“. ორ­ივე პრო­ექ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ორ­დი­ნა­ტო­რია აიოვ­ას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი კო­რინ პი­კა­სა. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ექ­ტებს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ფე­სო­რი ნი­ნო ჩიხ­ლა­ძე უწ­ევს. რუ­მი­ნეთ­ში — ბა­ბეშ-ბო­ლიაის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი დაიანა დალ­ფი. ორ­ივე მათ­განს აშშ-ის ჯან­მრთე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (US National Institutes of Health) ფო­გარ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი აფ­ინ­ან­სებს.

„ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი — „სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­პა­ში თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით“, რო­მე­ლიც მიზ­ნად ის­ახ­ავ­და თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის მო­ნა­ცე­მებ­ზე კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას სამ პარ­ტნი­ორ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­სა და მოლ­დო­ვა­ში, უკ­ვე დას­რულ­და. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შეს­რულ­და რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი­ანი კვლე­ვა და ჩა­ტარ­და რო­გორც რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი, ისე თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვა. რეტ­როს­პექ­ტუ­ლად შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნა თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის 2015-2020 წლე­ბის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ები, რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლინ­და მა­ღა­ლი მი­მარ­თვი­ან­ობ­ის კლი­ნი­კე­ბი. კვლე­ვის აღ­ნიშ­ნულ კომ­პო­ნენ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს და­ავ­ად­ებ­ათა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფ­იცი­ალ­ური მო­ნა­ცე­მე­ბი. მომ­დევ­ნო ეტ­აპ­ზე თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ით მა­ღა­ლი მი­მარ­თვი­ან­ობ­ის ორ ჰოს­პი­ტალ­ში 2018 წლის 1 აგ­ვის­ტო­დან — 31 ოქ­ტომ­ბრამ­დე ჩა­ტარ­და რეტ­როს­პექ­ტუ­ლი რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი კვლე­ვა, ხო­ლო 2019 წლის 1 მარ­ტი­დან 31 აგ­ვის­ტომ­დე — პროს­პექ­ტუ­ლი კვლე­ვა.

თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის რე­გის­ტრის შე­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კითხვა­რი. კვლე­ვის შე­დე­გად შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნა თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის 70-ზე მე­ტი ცვლა­დი. რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი კვლე­ვის ეტ­აპ­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას, რო­გორც თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის რე­გის­ტრის შე­მუ­შა­ვე­ბის ჩარ­ჩო. ამ­ის გარ­და, კვლე­ვის შე­დე­გებ­მა გა­მოკ­ვე­თეს კვლე­ვის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და ას­ევე თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გად ქვეყ­ნის წამ­ყვან სპე­ცი­ალ­იზ­ებ­ულ კლი­ნი­კებ­შიც კი გა­მოვ­ლინ­და გან­სხვა­ვე­ბე­ბი თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და მარ­თვის პრო­ცეს­ში. კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა ას­ევე პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბი თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის პრე­ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ტრი­აჟ­ის, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის და სა­რე­აბ­ილ­იტ­აციო მომ­სა­ხუ­რე­ბის ეტ­აპ­ებ­ზე, რა­ზეც უნ­და გა­მახ­ვილ­დეს ყუ­რადღე­ბა თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ში,“ — გა­ნაცხა­და ნი­ნო ჩიხ­ლა­ძემ.

პრო­ექ­ტში თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული კვლე­ვის შე­დე­გე­ბი აის­ახა დოქ­ტო­რანტ ეკა ბურ­კა­ძის სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რომ­ში — „თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ან­ებ­ის ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბის შეს­წავ­ლა თბი­ლი­სის ორი ჰოს­პიტ­ლის მა­გა­ლით­ზე და ჯან­დაც­ვის რე­სურ­სე­ბის შე­ფა­სე­ბა’’ (ხელ­მძღვა­ნე­ლი პროფ. ნი­ნო ჩიხ­ლა­ძე) და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტის ფრე­და ომი­ენ­იმი ჰა­ლი­დე­ის სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომ­ში — „A RETROSPECTIVE STUDY ON THE EPIDEMIOLOGY OF TRAUMATIC BRAIN INJURY IN GEORGIA’’.

პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე მკვლევ­რებ­მა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე უკ­ვე წა­რად­გი­ნეს. შე­დე­გე­ბი ას­ევე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლებ­ში, მათ შო­რის: 3,2 იმ­პაქ­ტფაქ­ტო­რი­ან ჟურ­ნალ­ში „Risk Management and Healthcare policy“.

პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი მკვლევ­რე­ბი შე­დე­გე­ბის გა­ზი­არ­ებ­ას ჰოს­პი­ტა­ლუ­რი და სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვი­საც გეგ­მა­ვენ.

Facebook
Twitter
LinkedIn