ახალი წიგნი რუსთავზე

თარიღი: 2022-06-18 15:37:13

მაია ტო­რა­ძე

ცო­ტა ხნის წინ, რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა გრან­ტის ფარ­გლებ­ში და­ის­ტამ­ბა წიგ­ნი — „რუს­თა­ვის საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ობა — პა­ტა­რა ქა­ლა­ქის დი­დი ამ­ბე­ბი“. იგი წარ­მო­ად­გენს პოს­ტინ­დუს­ტრი­ული ქა­ლა­ქის ან­თრო­პო­ლო­გი­ურ კვლე­ვას. წიგ­ნი მო­იც­ავს ავ­ტო­რის, თეა ქა­მუ­შა­ძის რუს­თა­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მი­სი კვლე­ვის ათ­წლი­ან თავ­გა­და­სა­ვალს.

თეა ქა­მუ­შა­ძე თსუ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რი და ჯი­პას ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რია. პირ­ვე­ლად რუს­თავს ის 2011 წელს ეს­ტუმ­რა და იმ­ის შემ­დეგ იგი მი­სი ქა­ლა­ქი, მი­სი აკ­ად­ემი­ური და პი­როვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წი­ლად იქ­ცა. რო­დე­საც რუს­თავ­ზე გა­ტა­ცე­ბით ჰყვე­ბა აკ­ად­ემი­ურ თუ პი­რად სა­უბ­რებ­ში, ხში­რად ეკ­ითხე­ბი­ან ან უბ­რა­ლოდ გუ­ლის­ხმო­ბენ, რომ იგი ამ ქა­ლა­ქის მკვიდ­რია. რო­დე­საც აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ის რუს­თა­ვი­დან არაა, არ და­ბა­დე­ბუ­ლა რუს­თა­ვის მი­წა­ზე, მა­შინ ჩნდე­ბა კითხვა — აბა, რო­გორ ან რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და რუს­თა­ვით?!

რუს­თა­ვით თეა ქა­მუ­შა­ძის და­ინ­ტე­რე­სე­ბა სულ სხვა აკ­ად­ემი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და თავ­გა­და­სა­ვალს ეხ­ება, რო­დე­საც 2009 წელს ლა­ნე კრიკ­ლან­დის სტი­პენ­დი­ით გა­ემ­გზავ­რა პო­ლო­ნე­თის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ქა­ლაქ კრა­კოვ­ში. მას კრა­კო­ვის იაგ­ელ­ონი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ერ­თი აკ­ად­ემი­ური წე­ლი უნ­და გა­ეტ­არ­ებ­ინა პრო­ფე­სორ ჯის­ვავ მა­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. საკ­ვლე­ვი სა­კითხი იქ ჩას­ვლამ­დე არ ჰქონ­და გან­საზღვრუ­ლი. მხო­ლოდ ის იც­ოდა, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ური ან­თრო­პო­ლო­გია აინ­ტე­რე­სებ­და. კრა­კო­ვით მო­ხიბ­ლუ­ლი, ქა­ლა­ქის უკ­ეთ გაც­ნო­ბას შე­უდ­გა. ჯერ მი­სი ებ­რა­ული უბ­ანი კა­ზი­მი­ჟი, შემ­დეგ კი მი­სი სო­ცი­ალ­ის­ტუ­რი ნა­წი­ლი – ნო­ვა ჰუ­ტა აღ­მო­აჩ­ინა. კრა­კო­ვის ას­ეთი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა, გა­დაწყვი­ტა სწო­რედ მას­პინ­ძე­ლი ქა­ლა­ქი და მი­სი სო­ცი­ალ­ის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა გამ­ხდა­რი­ყო მი­სი კვლე­ვის ობი­ექ­ტი. კირ­კლან­დის სტი­პენ­დი­ან­ტთა შო­რის გაკ­ვირ­ვე­ბას და ხა­ნაც ირ­ონი­ას იწ­ვევ­და ქარ­თვე­ლის პო­ლო­ნე­თის სო­ცი­ალ­ის­ტუ­რი მემ­კვიდ­რე­ობ­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბა — პოს­ტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ­მა რა ნა­ხა ას­ეთი ნო­ვა ჰუ­ტა­შიო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში უკ­ვე ზუს­ტად იც­ოდა, რომ სა­დიპ­ლო­მო თე­მის წე­რა სწო­რედ კრა­კოვ­ზე და მის სო­ცი­ალ­ის­ტურ ნა­წილ­ზე უნ­დო­და. ნო­ვა ჰუ­ტა­დან კი რუს­თა­ვამ­დე მი­ვი­და, რად­გან ორ­ივე მე­ტა­ლურ­გი­ული ცენ­ტრი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თსა და იმ­ავე პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ცო­ტა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია მო­იძია პო­ლო­ნე­თი­დან რუს­თავ­ზე, დიპ­ლო­მიც წარ­ჩი­ნე­ბით და­იც­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. პირ­ვე­ლი, რაც აქ გა­აკ­ეთა, სა­დი­სერ­ტა­ციო თე­მის შეც­ვლა იყო. ამ თე­მა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი საპ­რო­ექ­ტო გა­ნაცხა­დით კარ­ტის სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მა­ში მი­იღო მო­ნა­წი­ლე­ობა დოქ­ტო­რან­ტე­ბი­სათ­ვის (ბუ­და­პეშ­ტის ფონ­დი „ღია სა­ზო­გა­დო­ება“). სა­დოქ­ტო­რო პრო­ექ­ტი რუს­თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბულ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში თეა ერ­თი სე­მეს­ტრით იმ­ყო­ფე­ბო­და ჰარ­ვარ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტში, რა­მაც მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა ეკ­ვლია ინ­დუს­ტრი­ული ქა­ლა­ქის წარ­სუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ობა.

წიგ­ნი „რუს­თა­ვის საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ობა — პა­ტა­რა ქა­ლა­ქის დი­დი ამ­ბე­ბი“ — მო­იც­ავს რუს­თა­ვის სა­ხის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სის კვლე­ვას. მას­ში გან­ხი­ლუ­ლია, თუ რო­გორ მოხ­და კო­მუ­ნის­ტე­ბის მი­ერ მი­სი წარ­დგე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის და შემ­დგომ მი­სი ტრან­სფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი პოს­ტკო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში. წარ­მოდ­გე­ნილ კვლე­ვა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, თუ რო­გორ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს კო­მუ­ნის­ტებ­მა, რუს­თა­ვის ინ­დუს­ტრი­ის მშე­ნებ­ლო­ბას­თან ერ­თად, ქა­ლა­ქის წა­კითხვის ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა — ნა­ცი­ონ­ალ­ური და ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ური. ქა­ლა­ქის ამ ხედ­ვე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად კი რე­ჟი­მი სხვა­დას­ხვა აქ­ტო­რებ­სა და ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტს მო­იხ­მობ­და. სის­ტე­მა ურ­ბა­ნუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბის მეშ­ვე­ობ­ით ქა­ლა­ქის ძლი­ერ მხა­რე­ებს წარ­მო­აჩ­ენ­და და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მის გან­სა­კუთ­რე­ბულ სტა­ტუსს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. კო­მუ­ნის­ტე­ბის მი­ერ აღ­ორ­ძი­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ული ქა­ლა­ქი, ამ­ავ­დრო­ულ­ად, ქვეყ­ნის მო­დერ­ნუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ უნ­და ქცე­ულ­იყო. რუს­თა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს სი­ამ­აყ­ედ გა­მოცხად­და. არ დარ­ჩე­ნი­ლა მა­შინ­დელ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­აში ად­ამი­ანი, რო­მელ­საც თა­ვი ვალ­დე­ბუ­ლად არ ჩა­ეთ­ვა­ლა და ქა­ლა­ქი რუს­თა­ვი სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით არ გა­ნე­დი­დე­ბი­ნა.

ამ ყვე­ლაფ­რის სა­პი­რის­პი­როდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დგომ, ქა­ლა­ქის მდგო­მა­რე­ობა არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა, ქარ­ხნე­ბის ქა­ლაქ­ში მა­სი­ურ­მა უმ­უშ­ევ­რო­ბამ და­ის­ად­გუ­რა. წარ­მოდ­გე­ნე­ბი ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალ­ზე მწა­რე რე­ალ­ობ­ით შე­იც­ვა­ლა, რა­მაც ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა გა­და­ფა­სე­ბის სა­კითხი და­აყ­ენა. მათ შო­რის კო­მუ­ნის­ტე­ბის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ­მა ნა­ცი­ონ­ალ­ურ­მა ნა­რა­ტი­ვებ­მა (შო­თა რუს­თა­ვე­ლი რომ ამ ქა­ლა­ქი­დან იყო) და­კარ­გა და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა, ხო­ლო ქა­ლა­ქის მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი იმ­იჯი (ორ­მო­ცი ძმის ქა­ლა­ქი) აღ­არ იყო მიმ­ზიდ­ვე­ლი.

წიგ­ნში თა­ნა­მედ­რო­ვე რუს­თა­ვის მდგო­მა­რე­ობა გან­ხი­ლუ­ლია რო­გორც ქა­ლა­ქი­სათ­ვის იდ­ენ­ტო­ბის ძი­ებ­ის პრო­ცე­სი. წიგ­ნის მე­ხუ­თე თავ­ში — „რუს­თა­ვის წარ­სუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ობა“ შე­და­რე­ბუ­ლია პო­ლო­ნე­თის სო­ცი­ალ­იზ­მი­სათ­ვის ემ­ბლე­მა­ტურ ნო­ვა ჰუ­ტას გა­მოც­დი­ლე­ბას­თან.

„რუს­თა­ვის საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ობა — პა­ტა­რა ქა­ლა­ქის დი­დი ამ­ბე­ბი“ — მომ­ზად­და შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლის სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა გრან­ტის YS-19-521 ფარ­გლებ­ში.

წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რია პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლი.

Facebook
Twitter
LinkedIn