ახალი სტუდენტური პროექტი – „სამხრეთ კავკასია – სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“

თარიღი: 2022-06-18 14:54:40

„რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­აში შეჭ­რამ კი­დევ უფ­რო გა­ამ­ძაფ­რა ეჭ­ვე­ბი, რომ რუ­სეთ­მა შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის­კენ „მობ­რუ­ნე­ბა“ გა­ნიზ­რა­ხოს. ეს ვი­თა­რე­ბა მთლი­ან­ად ცვლის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ის უს­აფ­რთხო­ებ­ის კონ­ცეფ­ცი­ას. ჩვენ გვჭირ­დე­ბა სიფ­რთხი­ლე, რაც გა­მო­რიცხუ­ლია ცოდ­ნის გა­რე­შე, რად­გან თუ არ გვექ­ნე­ბა ცოდ­ნა, ვერ გა­ვა­ან­ალ­იზ­ებთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და ვერ გვექ­ნე­ბა უს­აფ­რთხო­ებ­ის გა­რან­ტია“, — ამ­ბობს თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი და­ჩი ჩი­ტაია, რო­მელ­მაც ახ­ალი სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტი — „სამ­ხრეთ კავ­კა­სია — სივ­რცე, სა­ზო­გა­დო­ება, პო­ლი­ტი­კა“ — და­იწყო.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, თსუ-ში ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ლექ­ციო კურ­სი წა­რი­მარ­თე­ბა, სა­დაც თსუ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი სტუ­დენ­ტებს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­აში მიმ­დი­ნა­რე გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური, უს­აფ­რთხო­ებ­ის, ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სო­ცი­ალ­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სა­მი­ვე ქვეყ­ნის — სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თი­სა და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ ლექ­ცი­ებს წა­უკ­ითხა­ვენ.

„წი­ნა სე­მეს­ტრში მი­მო­ვი­ხი­ლეთ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ის­ტო­რია, ახ­ლა მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­თა­რე­ბა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი, ცხა­დია, ის­ტო­რი­ული წი­ნამ­ძღვრე­ბით. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში აკ­ად­ემი­ური კუ­რი­კუ­ლუ­მით არ არ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ერ­თი­ანი სის­ტე­მუ­რი სას­წავ­ლო კურ­სი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კითხებ­ზე ფუნ­და­მენ­ტურ ცოდ­ნას მი­იღ­ებ­ენ და ამ­იტ­ომ გა­დავ­წყვი­ტეთ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ება. თე­მა­ტი­კა აქ­ტუ­ალ­ურია, ყა­რა­ბა­ღის ომ­მა მთლი­ან­ად ამო­აყ­ირ­ავა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური წეს­რი­გი. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონი ევ­რო­კავ­ში­რის, ამ­ერ­იკ­ის, ჩი­ნე­თის, რუ­სე­თის და ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­როა, რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­პორ­ტო, სარ­კი­ნიგ­ზო და ას­ევე მილ­სა­დე­ნე­ბის გზა­გამ­ტა­რია. გვაქ­ვს აქ­ტი­ური კონ­ფლიქ­ტუ­რი რე­გი­ონ­ები. ეს არ­ის ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­ურ­ობა და, შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნი­ეთ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ამ პრო­ექ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა. ლექ­ცი­ებს, ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ეს­წრე­ბი­ან“, — აღ­ნიშ­ნავს და­ჩი ჩი­ტაია.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­აში არ­სე­ბუ­ლი გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი სტუ­დენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ისა და ღია აკ­ად­ემი­ური დის­კუ­სი­ებ­ის მოწყო­ბა­საც გეგ­მა­ვენ, სა­დაც სამ­ხედ­რო, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სხვა დარ­გე­ბის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

Facebook
Twitter
LinkedIn