თსუ სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალს „ეკონომიკა და ბიზნესი“ ციფრული იდენტიფიკატორი DOI მიენიჭა

თარიღი: 2022-06-18 14:51:20

თა­მარ და­დი­ანი

ახ­ლა­ხან ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის რე­ფე­რი­რე­ბად და რე­ცენ­ზი­რე­ბად სა­მეც­ნი­ერო-ან­ალ­იტ­იკ­ურ ჟურ­ნალს „ეკ­ონ­ომ­იკა და ბიზ­ნე­სი“ მი­ენ­იჭა ციფ­რუ­ლი იდ­ენ­ტი­ფი­კა­ტო­რი DOI, რაც გა­მო­იყ­ენ­ება სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის და უნ­იკ­ალ­ური სის­ტე­მა­ტი­ზი­რე­ბის­თვის, სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ISO) მი­ერ.

DOI გა­მო­იყ­ენ­ება აკ­ად­ემი­ური, პრო­ფე­სი­ული და სამ­თავ­რო­ბო ინ­ფორ­მა­ცი­ის იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის, რო­გო­რი­ცაა ჟურ­ნა­ლის სტა­ტი­ები, კვლე­ვის ან­გა­რი­შე­ბი, მო­ნა­ცემ­თა ნაკ­რე­ბი, სხვა ოფ­იცი­ალ­ური პუბ­ლი­კა­ცი­ები და მიზ­ნად ის­ახ­ავს ღია ინ­ფორ­მა­ცი­აზე გარ­კვე­ული წვდო­მას, რაც მი­იღ­წე­ვა ობი­ექ­ტის მო­ნა­ცე­მებ­თან DOI-ის კო­დის მიბ­მით.

ქმე­დი­თუ­ნა­რი­ანი და თავ­სე­ბა­დო­ბი­თი DOI გან­სხვავ­დე­ბა ის­ეთი იდ­ენ­ტი­ფი­კა­ტო­რე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა ISBN და ISRC. დო­კუ­მენ­ტის­თვის DOI მი­ნი­ჭე­ბუ­ლია მა­ნამ, სა­ნამ არ­სე­ბობს თვი­თონ დო­კუ­მენ­ტი, ხო­ლო მი­სი მდე­ბა­რე­ობა და სხვა მე­ტა­მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. DOI-ს კო­დის ონ­ლა­ინ დო­კუ­მენ­ტზე მიბ­მით ვი­ღებთ უფ­რო სტა­ბი­ლურ ბმულს, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ მი­სი URL-ის გა­მო­ყე­ნე­ბით.

DOI-ს სის­ტე­მის შემ­ქმნე­ლი და მმარ­თვე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო DOI-ს ფონ­დი (IDF). DOI-ს სის­ტე­მა და­ნერ­გი­ლია სა­რე­გის­ტრა­ციო სა­აგ­ენ­ტო­ებ­ის ფე­დე­რა­ცი­ის მეშ­ვე­ობ­ით, რო­მელ­საც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწ­ევს IDF.

დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით 85 მი­ლი­ონ­ამ­დე DOI იქ­ნა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ებ­ით 9500 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, მათ შო­რის არ­ის ჟურ­ნა­ლი „ეკ­ონ­ომ­იკა და ბიზ­ნე­სი“.

Facebook
Twitter
LinkedIn