სტუდენტთა სხვა ჯგუფი მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს შეხვედრისკენ მოუწოდებს

თარიღი: 2022-06-18 14:34:31

სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით თსუ სტუ­დენ­ტთა სა­ინ­იცი­ატ­ივო ჯგუ­ფი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნიტ­რს მი­ხე­ილ ჩხენ­კელს სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის­კენ მო­უწ­ოდ­ებს.

„მიგ­ვაჩ­ნია, რომ დღეს სტუ­დენ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლე­ბის სიმ­ცი­რეა. ჩვე­ნი სო­ცი­ალ­ური პრობ­ლე­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის გზა კი სწო­რედ სტუ­დენ­ტთა საცხოვ­რებ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. ეს პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­დე­ბა მხო­ლოდ ერ­თი რო­მე­ლი­მე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რე­სურ­სით. მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს მო­ვა­ლე­ობაა. სამ­წუ­ხა­როა, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო მი­მარ­თვის მი­უხ­ედ­ავ­ად, მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი დღემ­დე არ გვხვდე­ბა. მძი­მე სო­ცი­ალ­ური ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, ვფიქ­რობთ, დღეს ისე, რო­გორც არ­ას­დროს, სა­ჭი­როა სტუ­დენ­ტუ­რი ძა­ლე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია, ამ­იტ­ომ მო­ვუ­წო­დებთ სხვა­დას­ხვა სტუ­დენ­ტურ ჯგუ­ფებს, რომ შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად. ას­ევე მო­ვუ­წო­დებთ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, სხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას — მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რონ და ჩა­ერ­თონ სტუ­დენ­ტთა უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცეს­ში. სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლე­ბის სა­კითხის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვე­ნი ჯგუ­ფი აქ­ტი­ურ­ად გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობ­ას და­საქ­მე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბა­თა და­სა­ცა­ვად. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სტუ­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში კა­ნო­ნით იყ­ოს გან­საზღვრუ­ლი და დამ­საქ­მე­ბელ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სტუ­დენ­ტუ­რი სტა­ტუ­სი თუ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი/სა­ჭი­რო­ებ­ები. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკ­ვე გა­და­იდ­გა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­იცი­ატ­ივ­ით, თუმ­ცა მუ­შა­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბა და და­საქ­მე­ბულ სტუ­დენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე და­რე­გუ­ლი­რე­ბა აუც­ილ­ებ­ელი და სა­შუ­რი საქ­მეა,“ — გან­მარ­ტავს თსუ სტუ­დენ­ტთა სა­ინ­იცი­ატ­ივო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ელ­ენე წო­წო­ნა­ვა.

Facebook
Twitter
LinkedIn