როგორ მიაღწია მიზნებს თსუ კურსდამთავრებულმა ონისე წულაიამ

თარიღი: 2022-06-18 14:22:25

მაია ტო­რა­ძე

ონ­ისე წუ­ლაიას საქ­მი­ან­ობა სა­მარ­თლის დარ­გში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან და­იწყო, რო­დე­საც 2014 წელს სა­მარ­თალ­მცოდ­ნე­ობ­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ირ­იცხა. მან ოთხწლი­ანი სა­ბა­კა­ლავ­რო სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა — 2016 წელს გა­ერ­ოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სწავ­ლობ­და ირ­ლან­დი­აში, ლი­მე­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის სკო­ლა­ში, 2017 წელს კი, ამ­ერ­იკ­ის მთავ­რო­ბის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, სწავ­ლა გა­ნაგ­რძო ნიუ-იორ­კში, ნა­ზა­რე­თის კო­ლეჯ­ში. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სწო­რედ მა­შინ გა­დაწყვი­ტა, რომ სწავ­ლას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­აგ­რძე­ლებ­და. ამ მი­ზანს ონ­ის­ემ 2021 წელს მი­აღ­წია.

ამ­ერ­იკ­ული სწავ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­სა და სა­კუ­თარ მიღ­წე­ვებ­ზე ონ­ისე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

ნიუ-იორ­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა

ნიუ-იორ­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის სკო­ლა მსოფ­ლიო რე­იტ­ინ­გის ხუ­თე­ულ­შია. თავ­და­პირ­ვე­ლად, სი­მარ­თლე გითხრათ, წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და ამ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა და, მით უფ­რო, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა. თუმ­ცა, სა­კუ­თარ თავს დავ­პირ­დი, რომ ერთ დღეს ნიუ-იორ­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის მა­გის­ტრის კან­დი­და­ტი ვიქ­ნე­ბო­დი. აქ­ედ­ან და­იწყო ის დი­დი და რთუ­ლი გზა, რო­მე­ლიც სრულ და­ფი­ნან­სე­ბამ­დე გა­ვი­არე.

2021 წლის მარ­ტში ნიუ-იორ­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სტი­პენ­დია – The Global Hauser Scholarship მო­ვი­პო­ვე, რო­მე­ლიც სრუ­ლად ფა­რავს რო­გორც სწავ­ლის სა­ფა­სურს, ისე მან­ჰე­ტენ­ზე ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯებს. ბო­ლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი, რო­მელ­მაც ჰა­უზ­ერ­ის გრან­ტი მი­იღო. სტი­პენ­დი­ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კითხი ჩემს შემ­თხვე­ვა­ში გა­დაწყვი­ტეს საგ­რან­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და სა­პა­ტიო წევ­რებ­მა, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე თე­ოდ­ორ მე­რონ­მა და იტ­ალი­ის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ამ­ჟა­მინ­დელ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ჯუ­ლი­ანო ამ­ატ­ომ. ამ ბუმ­ბე­რა­ზი იურ­ის­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა ჩემ­თვის მო­ტი­ვა­ცია და, ამ­ავ­დრო­ულ­ად, დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც რე­ალ­ობ­ად მექ­ცა, ვფიქ­რობ, ბევ­რი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გის­თვის იქ­ნე­ბა სტი­მუ­ლი და იმ­ის დას­ტუ­რი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ მო­ინ­დო­მებ.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა

მარ­თა­ლია, ჯერ სულ რა­ღაც 25 წლის ვარ, თუმ­ცა, საკ­მა­ოდ დი­დი პრო­ფე­სი­ული გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა მო­ვას­წა­რი. ჩე­მი იურ­იდი­ული კა­რი­ერა და­იწყო და გან­ვი­თარ­და ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ულ იურ­იდი­ულ კომ­პა­ნია Sunbreath Corp. Legal Services-ში. სტა­ჟი­ორ­ობ­იდ­ან უფ­როს იურ­ის­ტო­ბამ­დე და­წი­ნა­ურ­ებ­ის­თვის სა­მი წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ალ­ის­ტი ქარ­თუ­ლი კო­მერ­ცი­ული ბან­კის ლიკ­ვი­და­ცი­ისა და რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში, ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის იურ­იდი­ულ აპ­არ­ატ­თან ერ­თად და­ვამ­კვიდ­რეთ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრაქ­ტი­კა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩემს რე­ზი­უმ­ეში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკ­ავია სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტის მწარ­მო­ებ­ელ „მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის ერ­ოვ­ნულ სა­აგ­ენ­ტო­ში“ ჩა­ტა­რე­ბულ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია/რეს­ტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩე­მი სა­სა­მარ­თლო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პრე­ცე­დენ­ტუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­აპ­ელ­აციო და უზ­ენა­ესი სა­სა­მარ­თლო­ებ­ის მი­ერ. მი­მუ­შა­ვია გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ბიზ­ნეს­და­ვებ­ზე, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს აჭ­არ­ბებს.

ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის სო­ცი­ალ­ური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, pro bono იურ­იდი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას ვუ­წევ არა­ერთ პირს, რომ­ლებ­საც არ აქ­ვთ სახ­სრე­ბი იურ­იდი­ული მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რა­ვად. ყვე­ლა­ზე გახ­მა­ურ­ებ­ული საქ­მე, რო­მელ­ზეც დღემ­დე დი­დი პო­ლე­მი­კა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სუ­რო­გა­ცი­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბა. სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მო­ვად­გენ­დი სუ­რო­გა­ცი­ის გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ტყუ­პი ახ­ალ­შო­ბი­ლე­ბის მშობ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს წი­ნა­აღ­მდეგ. ამ და­ვის ფარ­გლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა შე­იქ­მნა და შე­იც­ვა­ლა, ჩე­მი შე­ფა­სე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს მავ­ნებ­ლუ­რი პრაქ­ტი­კა, რომ­ლი­თაც ირ­ღვე­ოდა რო­გორც ბავ­შვთა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცია, ისე კონ­სტი­ტუ­ცი­ური უფ­ლე­ბე­ბი. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე ტყუ­პი ახ­ალ­შო­ბი­ლე­ბის დაც­ვა­სა და მა­თი დარ­ღვე­ული უფ­ლე­ბე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ში.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

კა­რი­ერ­ული ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სხვა­გან სად უნ­და არ­სე­ბობ­დეს, თუ არა მსოფ­ლი­ოს ის­ეთ უდ­იდ­ეს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ცენ­ტრში, რო­გო­რიც ნიუ-იორ­კია. ამ­დე­ნად, სწავ­ლის პირ­ვე­ლი სე­მეს­ტრის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­ვი­არე გა­სა­უბ­რე­ბა ნიუ-იორ­კის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რის ას­ის­ტენ­ტის პო­ზი­ცი­ის­თვის. ცო­ტა ხნის წინ მაც­ნო­ბეს, რომ შე­მარ­ჩი­ეს ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მის­თვის და უკ­ვე ვემ­ზა­დე­ბი ზაფხუ­ლის სე­მეს­ტრში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის.

უკ­ვე მაქ­ვს რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ნიუ-იორ­კის BigLaw იურ­იდი­ული კომ­პა­ნი­ებ­ის­გან. ამ­ერ­იკ­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა პრი­ორ­იტ­ეტ­ად მაქ­ვს და­სა­ხუ­ლი. შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში, მინ­და, რო­გორც ქარ­თულ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცეს, ისე სა­მარ­თლებ­რივ პრაქ­ტი­კას შევ­მა­ტო აქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ას­ევე, ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად ვა­პი­რებ სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თლის დარ­გში იურ­იდი­ული ლი­ტე­რა­ტუ­რის ბა­ზის შექ­მნას, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი.

Facebook
Twitter
LinkedIn