ჟურნალის  – ,,გზავნილი სამტრედიიდან” – პრეზენტაცია

თარიღი: 2022-06-18 14:15:48

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

14 მა­ისს ქა­ლაქ სამ­ტრე­დი­აში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებ­მა ჟურ­ნა­ლის — „გზავ­ნი­ლი სამ­ტრე­დი­იდ­ან” — პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თეს.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ სამ­ტრე­დი­ის მე­რი­ისა და საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მოწ­ვე­ული სტუმ­რე­ბი და ჟურ­ნა­ლის რეს­პონ­დენ­ტე­ბი. სტუ­დენ­ტებ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ის­ას ისა­უბ­რეს სამ­ტრე­დი­აში გა­ტა­რე­ბულ დღე­ებ­ზე, უშუ­ალ­ოდ ჟურ­ნალ­ზე მუ­შა­ობ­ის პრო­ცეს­ზე, წა­რად­გი­ნეს გა­მორ­ჩე­ული სტა­ტი­ები.

სტუ­დენ­ტებს და მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს მი­მარ­თა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც და­მო­უკ­იდ­ებ­ელი პრო­დუქ­ტის შექ­მნის­თვის გა­წე­ული მუ­შა­ობა შე­აფ­ასა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კა ხელს უწყობს მო­მავ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­ოს­ტა­ტე­ბას და კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

„თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ეპ­ოქ­აში, რო­ცა ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა დის­ტან­ცი­ურ­ად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, რეს­პონ­დენ­ტებ­თან უშუ­ალო ურ­თი­ერ­თო­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, მთა­ვა­რი და მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვა­ნი ამ­ბის გარ­ჩე­ვა, ჟურ­ნა­ლის და­გეგ­მვა და მის­თვის სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ცი­ის სა­ხის მი­ცე­მა, ვფიქ­რობ, კარ­გი პრაქ­ტი­კა იყო ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. მო­მა­ვალ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სტუ­დენ­ტო­ბი­დან­ვე უნ­და გაიარონ ყვე­ლა ის სა­ფე­ხუ­რი, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბი­დან სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ცი­ამ­დე მის­ვლას სჭირ­დე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით „გზავ­ნი­ლი სამ­ტრე­დი­იდ­ან“ ერ­თგვა­რი გა­მარ­თლე­ბა გახ­ლავთ, მით უფ­რო, რომ ის ჯერ კი­დევ ინ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მომ­ზად­და“, — გა­ნაცხა­და პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა მაი ტო­რა­ძემ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­იმ­არ­თა ფო­ტო გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც დამ­თვა­ლი­ერ­ებ­ელს სტუ­დენ­ტე­ბის თვა­ლით და­ნა­ხულ სამ­ტრე­დი­ას აც­ნობ­და.

პრო­ექ­ტი „გზავ­ნი­ლი“, რო­მელ­საც ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მაია ტო­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სა­გან „ბეჭ­დუ­რი მე­დია პრაქ­ტი­კუ­მის“ ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ათი წე­ლია, თსუ-ის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონს სტუმ­რო­ბენ, ად­გილ­ზე ეც­ნო­ბი­ან ის­ტო­რი­ას, რე­გი­ონ­ის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ ტენ­დენ­ცი­ებს, არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს და ქმნი­ან ჟურ­ნალს, რო­მე­ლიც მკითხველს გზავ­ნი­ლის სა­ხით მი­ეწ­ოდ­ება. დღე­ის­ათ­ვის თსუ-ის სტუ­დენ­ტებ­მა 40-მდე ჟურ­ნა­ლი გა­მოს­ცეს.

Facebook
Twitter
LinkedIn