უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას

თარიღი: 2022-06-18 13:52:34

„უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ხელს შე­უწყობს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სტუ­დენ­ტის სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბას“, — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ 5 ივ­ნისს გა­და­ცე­მა­ში „იმ­ედი LIVE“.

გა­და­ცე­მა­ში რექ­ტორ­მა ისა­უბ­რა სტუ­დენ­ტთა ერ­თი ჯგუ­ფის პრო­ტეს­ტის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნა, რომ ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ­ში სტუ­დენ­ტთა სხვა ჯგუ­ფი ითხოვ­და სწავ­ლის სააუდიტორიო რე­ჟიმ­ში აღ­დგე­ნას. თუმ­ცა, მა­შინ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა გა­დაწყვი­ტა, რომ სააუდიტორიო სწავ­ლე­ბას მა­ის­იდ­ან და­იწყებ­და.

„ამ­ის შემ­დეგ სტუ­დენ­ტებს ჰქონ­დათ ობი­ექ­ტუ­რი პრობ­ლე­მა ბი­ნე­ბის გაძ­ვი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ­თვის გა­სა­გე­ბი იყო ეს პრობ­ლე­მა და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა, ერ­თი მხრივ, სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა შე­რე­ულ ფორ­მატ­ში და, მე­ორე მხრივ, გაგ­რძელ­და მი­ღე­ბა სტუ­დენ­ტურ სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლებ­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­უხ­ედ­ავ­ად მძი­მე ფო­ნი­სა, მსურ­ვე­ლე­ბის რა­ოდ­ენ­ობა არ იყო იმ­დე­ნი, რამ­დენ­საც მო­ვე­ლო­დით და სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლებ­ში — მათ შო­რის, ლი­სის სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში, რო­მე­ლიც ახ­ალი აშ­ენ­ებ­ულია, ად­გი­ლე­ბი დღემ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლია’’, — გა­ნაცხა­და გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

თსუ რექ­ტო­რის თქმით, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ხელს შე­უწყობს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სტუ­დენ­ტის სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბას. თსუ-მ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკ­ვე გა­დად­გა. კერ­ძოდ, იმ სტუ­დენ­ტთა მხარ­და­სა­ჭე­რად, რომ­ლე­ბიც გა­მოც­დე­ბის­თვის ვერ ახ­ერ­ხე­ბენ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლას, და­მა­ტე­ბით ორი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა — ქუ­თა­ის­სა და ახ­ალ­ცი­ხე­ში. „გარ­და ამ­ისა, თუ რო­მე­ლი­მე სტუ­დენ­ტს, რე­გი­ონ­ული სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბის ამ­ოქ­მე­დე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, და­მა­ტე­ბით რა­იმე კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ება შე­უქ­მნის დაბ­რკო­ლე­ბას დას­წრე­ბით ფორ­მატ­ში გა­მოც­და­ზე გა­მოცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს შემ­თხვე­ვე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად გა­ნი­ხი­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­ერ. ვფიქ­რობთ, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თი­თოეული სტუ­დენ­ტის სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს“, — გა­ნაცხა­და გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, თუ სტუ­დენ­ტს შე­უძ­ლია თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა, მაგ­რამ აქ­ვს საცხოვ­რებ­ლის პრობ­ლე­მა, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მათ სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდ­ში უფ­ას­ოდ სთა­ვა­ზობს სტუ­დენ­ტურ საცხოვ­რე­ბელს; ამ პე­რი­ოდ­ში სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლით უფ­ას­ოდ ის­არ­გებ­ლე­ბენ ის სტუ­დენ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მა­დაც ცხოვ­რო­ბენ სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში. ლი­სის სტუ­დენ­ტურ სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში, რო­მე­ლიც 320-ად­გი­ლი­ანია, დღემ­დეა თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი. ამ­ჟა­მად, ორ­ივე სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში ათ­ობ­ით ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლია, ამ­იტ­ომ საცხოვ­რებ­ლის პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბა­დია.

„ხო­ლო მათ — ვი­საც რა­იმე სხვა სა­ხის პრობ­ლე­მა აქ­ვთ, უნ­და მი­მარ­თონ თა­ვი­ან­თი ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად გა­ნი­ხი­ლავს ყო­ველ შემ­თხვე­ვას. ას­ეთი სტუ­დენ­ტე­ბი მი­იღ­ებ­ენ ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ მხარ­და­ჭე­რას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­გან მა­თი კონ­კრე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ებ­ის შე­სა­ბა­მი­სად’’, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის რექ­ტორ­მა.

სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ წევ­რი სო­ფო მო­ლაშ­ხია ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში გან­მარ­ტავს: „ჩვენ არ ვემ­ხრო­ბით რექ­ტო­რის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა­სა და მის ზო­გად ნათ­ქვამს, რად­გა­ნაც ეს არ­ის ჩვენ­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი. სულ გახ­სნი­ლი არ­ის ორი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი ახ­ალ­ცი­ხე­სა და ქუ­თა­ის­ში. ის­ინი არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რომ და­ამ­ატ­ონ სხვა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი. ჩვენ აქ­ამ­დეც ვითხოვ­დით, მაგ­რამ, რო­გორც იც­ით, აკ­ად­ემი­ურ­მა საბ­ჭომ მი­იღო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რომ მხო­ლოდ ეს ორი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი გა­იხ­სნას რე­გი­ონ­ებ­ში. რექ­ტო­რის მი­ერ ჩვე­ნი დამ­ცი­რე­ბის გა­მო დღის წეს­რიგ­ში დად­გა ახ­ალი მოთხოვ­ნა — გა­დად­გეს ბა­ტო­ნი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე და მო­ვი­დეს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ის­ეთი რექ­ტო­რი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სტუ­დენ­ტებ­თან უშუ­ალო კავ­ში­რი. ის, რომ ინ­იდ­ივ­იდუ­ალ­ად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სტუ­დენ­ტე­ბის პრობ­ლე­მას, არ არ­ის მი­სა­ღე­ბი. ეს უნ­და იყ­ოს სა­ყო­ველ­თაო და არა — ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური, რად­გან ვი­ღა­ცა შე­იძ­ლე­ბა ვერც ახ­ერ­ხდებ­დეს მი­წე­როს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ან მის­თვის ეს ინ­ფორ­მა­ცია არ იყ­ოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ამ­იტ­ომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ყო­ველ­თა­ოდ და­ეხ­მა­რე­ბი­ან სტუ­დენ­ტებს და თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფე­ბენ“.

თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური საბ­ჭო­სა და თსუ-ის რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხად სპე­ცი­ალ­ურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, მოთხოვ­ნებს აახ­ლებს და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს აგ­რძე­ლებს.

Facebook
Twitter
LinkedIn