13 მაისიდან თსუ-ში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდება

თარიღი: 2022-06-18 13:48:55

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 13 მა­ის­იდ­ან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჰიბ­რი­დულ ფორ­მატ­ში გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მა­ინც არ წყვეტს, რად­გან ამ­ჯე­რად უკ­ვე გა­მოც­დე­ბის გა­მარ­თვას ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ითხო­ვენ.

თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ „თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 2021-2022 სას­წავ­ლო წლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ვა­დე­ბის გან­საზღვრის შე­სა­ხებ“ ბრძა­ნე­ბა­ში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბას ხე­ლი 11 მა­ისს მო­აწ­ერა. ბრძა­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის თუ მი­სი კომ­პო­ნენ­ტე­ბის წარ­მარ­თვის ფორ­მა­ტის თა­ობ­აზე გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას იღ­ებს შე­სა­ბა­მი­სი ფა­კულ­ტე­ტი პროგ­რა­მე­ბის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ძა­ლა­ში რჩე­ბა გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა — დას­კვნი­თი და და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დე­ბის არ­ად­ის­ტან­ცი­ურ, სრუ­ლად დას­წრე­ბით ფორ­მატ­ში წარ­მარ­თვის შე­სა­ხებ. გა­მო­ნაკ­ლი­სი და­იშ­ვე­ბა მხო­ლოდ იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ოკ­უპ­ირ­ებ­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

„ჩვენ კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და ყვე­ლა ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ურ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პერ­სო­ნალ­თან და ვთან­ხმდე­ბით, რომ გა­მოც­დე­ბი უნ­და ჩა­ტარ­დეს დას­წრე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით. გა­მოც­დე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლია ერ­თი თვე, სწავ­ლე­ბა წა­რი­მარ­თე­ბა ჰიბ­რი­დულ ფორ­მატ­ში, თუმ­ცა გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა დას­წრე­ბუ­ლად. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ ფა­კულ­ტე­ტებ­თან ერ­თად — თუ რა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ხა­ტოთ სა­გა­მოც­დო ვა­დებ­თან და გა­მოც­დე­ბის ში­ნა­არ­სთან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ გა­მოც­დე­ბის დას­წრე­ბულ ფორ­მატ­ში წარ­მარ­თვა აუც­ილ­ებ­ელია“, — გან­მარ­ტა სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ თსუ-ის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირ­მა გრძე­ლი­ძემ.

„გა­მოც­დე­ბის დის­ტან­ცი­ურ და არ­ად­ის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბა სტუ­დენ­ტებს არ­ათ­ან­აბ­არ მდგო­მა­რე­ობ­აში ჩა­აყ­ენ­ებ­და. ეს გა­მო­იწ­ვევ­და უთ­ან­ას­წო­რო მიდ­გო­მას მათ მი­მართ, რის გა­მოც გა­მოც­დე­ბის დას­წრე­ბულ ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში დარ­ჩა. დას­კვნი­თი შე­ფა­სე­ბის ნა­წი­ლი ყვე­ლა სტუ­დენ­ტის­თვის უნ­და იყ­ოს ერ­თნა­ირი. არ შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­და გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც თა­ნას­წო­რი მდგო­მა­რე­ობა. მა­თი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმი უნ­და იყ­ოს იდ­ენ­ტუ­რი, რად­გან ერ­თსა და იმ­ავე აკ­ად­ემი­ურ პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლო­ბენ და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ერ­თნა­ირ­ად უნ­და შე­ფას­დეს“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა შო­თა ფო­თო­ლაშ­ვილ­მა.

სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ის გაგ­რძე­ლე­ბის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ გა­მოც­დე­ბის დას­წრე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით წარ­მარ­თვას უკ­ავ­შირ­დე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ები დას­კვნი­თი და და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დე­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბას ითხო­ვენ იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლას მა­ტე­რი­ალ­ური პრობ­ლე­მე­ბის გა­მო ვერ ახ­ერ­ხე­ბენ.

„თა­ვი­დან ვითხოვ­დით არ­ჩე­ვი­თი ყო­ფი­ლი­ყო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის ფორ­მა­ტი — ვინც აუდ­იტ­ორი­აში იყო, შე­ეძ­ლო მაღ­ლივ­ში მი­სუ­ლი­ყო და და­ეწ­ერა გა­მოც­და, ვინც ვერ ჩა­მო­ვი­დო­და, ონ­ლა­ინ ჩა­აბ­არ­ებ­და გა­მოც­დას, მაგ­რამ იქ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს თა­ნას­წო­რი არ იქ­ნე­ბო­და, მა­შინ მო­ვითხო­ვეთ, რომ გა­მოც­დე­ბი სრუ­ლი­ად ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ის, ვინც ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ჩა­მო­ვა, ვერც ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლებს ჩა­მოს­ვლას. ბრძა­ნე­ბა­ში მხო­ლოდ ოკ­უპ­ირ­ებ­ულ ტე­რი­ტო­რი­აზე მცხოვ­რე­ბი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან ნახ­სე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ და­წე­რენ გა­მოც­დას, და­ნარ­ჩენ სტუ­დენ­ტებ­ზე სა­უბ­არი არ არ­ის, ამ­იტ­ომ აქ­ცი­ებს ვაგ­რძე­ლებთ“, — ამ­ბობს თსუ-ის სტუ­დენ­ტი სო­ფო მო­ლაშ­ხია.

„რექ­ტო­რის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა არ­ის ილ­უზ­ორ­ული დათ­მო­ბა, რად­გან ის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ორი-სა­მი თვით (მათ შო­რის ვარ მეც), ვერც სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდ­ში შეძ­ლე­ბენ ჩა­მოს­ვლას, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მგზავ­რო­ბის, ბი­ნის და კვე­ბის ხარ­ჯს. ჩვე­ნი რე­სურ­სით მო­ვი­ძი­ეთ 850 სტუ­დენ­ტი, რო­მელ­საც ეს მდგო­მა­რე­ობა აქ­ვს. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა“, — ამ­ბობს თსუ-ის სტუ­დენ­ტი რა­ტი რა­ტი­ანი.

თსუ-ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ჰიბ­რი­დუ­ლი ფორ­მა­ტით წარ­მარ­თვის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებ­სა და თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის შეხ­ვედ­რე­ბი 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. 11 მა­ისს სტუ­დენ­ტებს, წი­ნა დღეს და­პი­რე­ბი­სა­მებრ, შეხ­ვდა თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე. რექ­ტორ­მა შეხ­ვედ­რა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ სტუ­დენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ას, რომ­ლე­ბიც ვერ ახ­ერ­ხე­ბენ რე­გი­ონ­ებ­იდ­ან ჩა­მოს­ვლას და სთა­ვა­ზობს ას­ინ­ქრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მატს. იმ სტუ­დენ­ტებს კი, ვი­საც სურს თსუ სტუ­დენ­ტურ სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა, შეს­თა­ვა­ზეს ის ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბი, რაც დარ­ჩე­ნი­ლია.

„სტუ­დენ­ტებ­თან ბევრ სა­კითხზე გვქონ­და სა­უბ­არი, მათ შო­რის, გან­ვმარ­ტეთ, რომ ჩვენ ვგეგ­მავთ ას­ინ­ქრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბას, რო­მე­ლიც ახ­ალ­გაზ­რდებს სას­წავ­ლო ფორ­მატ­ში ჩარ­თუ­ლო­ბას გაუადვილებს, იქ­ნე­ბა სა­კონ­სულ­ტა­ციო სა­ათ­ები, რო­მელ­საც სპე­ცი­ალ­ურ­ად და­მა­ტე­ბით გა­მო­ყო­ფენ პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ალ­ება, რომ მი­იღ­ონ სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და და­ეს­წრონ ფი­ნა­ლურ გა­მოც­დებს.

რო­დე­საც დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­მო­ვაცხა­დეთ გა­დას­ვლა, მა­შინ რთუ­ლი პან­დე­მი­ური ვი­თა­რე­ბა იყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­ამ­ედ მსოფ­ლი­ოშ­იც. მიმ­დი­ნა­რე წლის 18 თე­ბერ­ვლი­დან გა­მო­ვაცხა­დეთ, რომ 2 მა­ის­იდ­ან სააუდიტორო სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ზე გა­და­ვი­დო­დით. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მა­შინ გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სტუ­დენ­ტი იყო, რო­მე­ლიც დას­წრე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მატს ითხოვ­და. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ჩვენ სტუ­დენ­ტებს მი­ვე­ცით 2 თვი­ანი ვა­და, რომ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ. ახ­ლაც ბევ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი აგ­რძე­ლებს ჩვე­ულ­ებ­რივ რე­ჟიმ­ში სას­წავ­ლო პრო­ცესს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბის სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან. ამ დრო­ის­თვის იმ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც აქ­ვთ რე­ალ­ურ­ად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობა და ვერ ახ­ერ­ხე­ბენ ჩა­მოს­ვლას, ვთა­ვა­ზობთ გა­მო­სა­ვალს. ბევ­რი ლექ­ცი­ის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს, არ­ის პოდ­კას­ტე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც lms.tsu.ge-ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სტუ­დენ­ტე­ბის დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა ამა თუ იმ ლექ­ტო­რის კე­თილ ნე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ფა­კულ­ტე­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის ელ­ემ­ენ­ტე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ლექ­ცი­ებ­ის ტრან­სლი­რე­ბა Zoom-ის სა­შუ­ალ­ებ­ით, დის­ტან­ცი­ურ­ად პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ის ჩა­ბა­რე­ბა და ა.შ. ას­ევე, ამ დრო­ის­თვის ბევ­რი სტუ­დენ­ტი ჩარ­თუ­ლია სააუდიტორო სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, იმ სტუ­დენ­ტებს კი, რომ­ლე­ბიც ჩა­მოს­ვლას ვერ ახ­ერ­ხე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად და­ვეხ­მა­რე­ბით.

ფაქ­ტია, რომ თსუ-ს გა­აჩ­ნია ორი სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლი — ერ­თი 250 ად­გი­ლი­ანი ბა­გებ­ში, ახ­ალი — 320 ად­გი­ლი­ანი ლის­ზე. თსუ ერ­თა­დერ­თი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია, რო­მელ­საც აქ­ვს სა­შუ­ალ­ება, რომ გა­ნა­თავ­სოს ამ რა­ოდ­ენ­ობ­ის სტუ­დენ­ტი. გარ­და ამ­ისა, სამ­ჯერ გა­მოცხად­და რე­გის­ტრა­ცია და ყვე­ლას, ვი­საც ჰქონ­და სურ­ვი­ლი ჩა­მო­სუ­ლი­ყო თბი­ლის­ში, მან გა­აკ­ეთა გა­ნაცხა­დი. ბევრ სტუ­დენ­ტს აქ­ვს შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობა, ამ­დე­ნად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს ვუწყობთ იმ­აში, რომ გა­მო­იყ­ოს სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში და­მა­ტე­ბი­თი ად­გი­ლე­ბი, ჯერ კი­დევ გვაქ­ვს 50-მდე ვა­კან­სია ორ­ივე სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში და მო­ვუ­წო­დებთ სტუ­დენ­ტებს — ვი­საც სურ­ვი­ლი აქ­ვს, ჩა­მო­ვი­დეს და გა­აფ­ორ­მოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა“, — გან­მარ­ტა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

თსუ-ში ჰიბ­რი­დუ­ლი ფორ­მა­ტით სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვის შე­სა­ხებ 11 მა­ისს სპე­ცი­ალ­ური გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო­მაც. „სა­მი­ნის­ტრო მო­უწ­ოდ­ებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სტუ­დენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ობა – უზ­რუნ­ველ­ყოს სტუ­დენ­ტურ საცხოვ­რე­ბელ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბა, მა­თი გან­თავ­სე­ბა და 2021-2022 სას­წავ­ლო წლის ჰიბ­რი­დულ რე­ჟიმ­ში დას­რუ­ლე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­ნო­მი­ურ­ობ­ის ფარ­გლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვად­ვე იღ­ებ­ენ კონ­კრე­ტულ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბებს. სა­მი­ნის­ტრო იმ­ედს გა­მოთ­ქვამს, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს სტუ­დენ­ტე­ბის მოთხოვ­ნებს და შე­სა­ბა­მის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას მი­იღ­ებს“, — აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტუ­დენ­ტებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე რექ­ტორ­მა კა­ტე­გო­რი­ულ­ად უარ­ყო სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმ­ის თა­ობ­აზე, რომ თით­ქოს პრო­ფე­სუ­რას სტუ­დენ­ტე­ბის­თვის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში სწავ­ლე­ბა და Zoom პლატ­ფორ­მის სა­შუ­ალ­ებ­ით ლექ­ცი­ებ­ის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბა ეკ­რძა­ლე­ბო­და. რექ­ტორ­მა იმ პრო­ფე­სო­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც ითხო­ვა, რომ­ლე­ბიც ამ ცრუ ბრალ­დე­ბის ავ­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებ­მა არ ის­ურ­ვეს ამ პრო­ფე­სორ­თა ვი­ნა­ობ­ის გამ­ხე­ლა.

შეხ­ვედ­რა­ზე რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ და­აზ­უს­ტა მაღ­ლი­ვის ტე­რი­ტო­რი­აზე 3000 ად­გი­ლი­ანი სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბიც. „2019 წელს და­ვა­ან­ონ­სეთ, რომ აშ­ენ­დეს ყვე­ლა­ზე დი­დი სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლი კავ­კა­სი­აში. და­იწყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან, თუმ­ცა და­იწყო პან­დე­მია და ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ამ წი­ნა­და­დე­ბით, აღ­არ გა­მოთ­ქვეს ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბის მზა­ობა. ჩვე­ნი სა­ტენ­დე­რო პი­რო­ბა იყო, რომ თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ კომ­პლექ­სში საცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის და­ქი­რა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით ის­არ­გებ­ლებ­დნენ“, — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

ამ დრო­ის­თვის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა ნა­წი­ლი თსუ-ის პირ­ველ კორ­პუს­ში პრო­ტეს­ტს აგ­რძე­ლებს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ის მთა­ვა­რი მოთხოვ­ნა რე­გი­ონ­ებ­ში მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­ური ფორ­მა­ტით ჩა­ტა­რე­ბაა.

Facebook
Twitter
LinkedIn