სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე

თარიღი: 2026-11-20 13:48:11

თარიღი: 19/11/2026

დადგენილება N: 75/2026

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის 1-5 პუნქტების, 24–ე მუხლის პირველი პუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 19 ნოემბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ” განცხადების ტექსტი №1 დანართის შესაბამისად.

დანართი №1.

განცხადება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატურის წარდგენის შესახებ

1. გამოცხადდეს არჩევნები და დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 20 ნოემბერს.

4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 21 დეკემბრის 10:00 საათიდან, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114. სარეგისტრაციო განცხადების გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: chancellery@tsu.ge.

5. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2026 წლის 23 დეკემბრის 18:00 საათი.

6. აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 24-25 დეკემბერი, ხოლო რექტორის არჩევის დღედ 2026 წლის 25 დეკემბერი.

7. აკადემიური საბჭო მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ 2026 წლის 24-25 დეკემბრის პერიოდის ფარგლებში საზღვრავს კანდიდატებთან გასაუბრების დროსა და განრიგს, რის თაობაზეც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება საჯაროდ, ხოლო აღნიშნულის თაობაზე კანდიდატებს დამატებით ეცნობებათ წინასწარ.

8. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4-ზე;

ვ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

. . .

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ბრძანებით განსაზღვროს შესაბამისი საარჩევნო კომისია.
3. წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად. 
4.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. თსუ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდსა და გაზეთში  „თბილისის უნივერსიტეტი“.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
7.  დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

Facebook
Twitter
LinkedIn