22 წელი თსუ სტამბაში – მთავარი მოტივატორი წიგნის სიყვარულია

თარიღი: 2022-06-18 16:11:42

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

2023 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტამ­ბა 100 წლის გახ­დე­ბა. ოფ­იცი­ალ­ურ­ად მი­სი და­არ­სე­ბის თა­რი­ღი 1923 წე­ლია, თუმ­ცა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გრი­ფით პირ­ვე­ლი წიგ­ნი შე­და­რე­ბით ად­რე — 1919 წელს გა­მო­იცა. ეს იყო „დამ­ხმა­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ბო­ტა­ნი­კა­ში“ ლე­ვან ყან­ჩა­ვე­ლის ავ­ტო­რო­ბით. ად­გი­ლი, სა­დაც მეც­ნი­ერ­ებ­ის უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბი თით­ქმის სა­უკ­უნეა წიგ­ნე­ბად იკ­ინ­ძე­ბა, დღეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი მკვლევ­რე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­და, სხვა ავ­ტო­რებ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა.

თსუ-ის სტამ­ბა­ში წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ებ­ით 150-მდე გა­მო­ცე­მა იბ­ეჭ­დე­ბა — სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლე­ბი, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები, სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი, მო­ნოგ­რა­ფი­ები, ბრო­შუ­რე­ბი… აქ თავს იყ­რის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის 7 ფა­კულ­ტე­ტის, 16 და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და 16 სას­წავ­ლო სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრის მუ­შა­ობ­ის შე­დე­გე­ბი.

სტამ­ბას 2012 წლი­დან თენ­გიზ სი­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. თსუ-ის სტამ­ბამ გა­ფარ­თო­ებ­ული ფუნ­ქცი­ებ­იც სწო­რედ 2012 წლი­დან შე­იძ­ინა. მა­ნამ­დე, 2000 წლი­დან, თენ­გიზ სი­რა­ძე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­დუბ­ლი­კა­ციო კომ­პი­უტ­ერ­ული სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პო­ზი­ცი­აზე მუ­შა­ობ­და, სა­დაც წიგ­ნე­ბი სას­წავ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის დაკ­ვე­თით იბ­ეჭ­დე­ბო­და.

„რო­დე­საც სტამ­ბა­ში მუ­შა­ობ, მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლია. თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა ელ­ექ­ტრო­ნულ წიგ­ნებ­საც ამ­ზა­დებს, რა­მაც დის­ტან­ცი­ური სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ბევ­რად მოქ­ნი­ლი გა­ხა­და, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ეკ­რან­ზე კითხვა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის დი­დად სა­სარ­გებ­ლო არ არ­ის და გა­მო­ცე­მულ წიგ­ნს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხიბ­ლი ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა.

წიგ­ნის დას­ტამ­ბვა­ზე მუ­შა­ობა სა­ინ­ტე­რე­სოა — ეს არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რივ ად­ამი­ან­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ავ­ტო­რებ­თან მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას­აც გუ­ლის­ხმობს… ჩვენ ერ­თად ვმუ­შა­ობთ სა­უკ­ეთ­ესო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც უკ­ვე აკ­ინ­ძუ­ლი წიგ­ნი დაგ­ვიშ­ლია, რად­გან გარ­კვე­ული ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა გამ­ხდა­რა სა­ჭი­რო… ეს ჩვე­ულ­ებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია…“ — ამ­ბობს თენ­გიზ სი­რა­ძე.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერ­თა­დერ­თი ინ­სტან­ცია უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რო­მელ­საც პან­დე­მი­ის 2 წლი­ანი პე­რი­ოდ­ის მან­ძილ­ზე დის­ტან­ცი­ური მუ­შა­ობ­ის რე­ჟი­მი არ შე­ხე­ბია, სტამ­ბაა. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ ის პე­რი­ოდი იყო, რო­დე­საც უშუ­ალ­ოდ სტამ­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ინ­ფი­ცირ­დნენ.

„სტამ­ბა­ში მუ­შა­ობ­ის სპე­ცი­ფი­კა ვე­რა­ნა­ირ­ად ვერ შე­ით­ავ­სებ­და ონ­ლა­ინ მუ­შა­ობ­ის ფორ­მატს — ამ­ბობს თენ­გიზ სი­რა­ძე — ჩვე­ნი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ობა სა­ბეჭდ-ას­აკ­ინძ და­ნად­გა­რებ­თან მუ­შა­ობაა, ამ­იტ­ომ პან­დე­მი­ის­ას და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის უმ­ეტ­ესი ნა­წი­ლი არ შეგ­ვხე­ბია.“

სტამ­ბამ წელს უკ­ვე 45 წიგ­ნი გა­მოს­ცა

აქ­ტი­ური მუ­შა­ობა მიმ­დი­ნა­რე­ობს ახ­ლაც — უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტამ­ბამ წელს უკ­ვე 45 წიგ­ნი გა­მოს­ცა. სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტის წიგ­ნე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლე­ბის და­სას­ტამ­ბად 25-მდე და­ნად­გა­რი მუ­შა­ობს, მათ შო­რის არ­ის რო­გორც 2012 წელს შე­ძე­ნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­ბეჭ­დი აპ­არ­ატ­ები, ას­ევე „ვე­ტე­რა­ნი“ და­ნად­გა­რე­ბიც, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი 60 წელ­ზე მე­ტი­საა, თუმ­ცა მა­ინც „შრო­მი­სუ­ნა­რი­ანია“.

„წიგ­ნე­ბის პრე­სი, ფე­რა­დი ბეჭ­დვის და­ნად­გა­რი, ფე­რა­დი ოფ­სე­ტუ­რი ბეჭ­დვის და­ნად­გა­რი, გი­ლი­ოტ­ინა (ქა­ღალ­დის საჭ­რე­ლი და­ნად­გა­რი), თერ­მუ­ლი აკ­ინ­ძვის და­ნად­გა­რი, შავ-თეთ­რი ბეჭ­დვის და­ნად­გა­რი — სტამ­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა ყო­ველ დღე უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, შე­სა­ბა­მი­სად, ზო­გი­ერ­თს რე­აბ­ილ­იტ­აცია ან ჩა­ნაც­ვლე­ბაც სჭირ­დე­ბა, თა­ნაც ტექ­ნი­კა ვი­თარ­დე­ბა და თუ გვინ­და, რომ სტამ­ბამ კერ­ძო შეკ­ვე­თე­ბის მი­ღე­ბა­ზეც უფ­რო ეფ­ექ­ტი­ან­ად იმ­უშა­ოს, გა­ნახ­ლე­ბა აუც­ილ­ებ­ელია… ჩემ­თვის სტამ­ბა­ში მუ­შა­ობა ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, წიგ­ნებ­ზე ბავ­შვო­ბი­დან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და ის­ევ წიგ­ნებ­თან მაქ­ვს შე­ხე­ბა“, — აღ­ნიშ­ნავს სტამ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტამ­ბა­ში მოს­ვლამ­დე თენ­გიზ სი­რა­ძე 40 წე­ლი პირ­ველ არ­ხზე მუ­შა­ობ­და. თსუ კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სი, ტე­ლე-რა­დიო გა­და­ცე­მე­ბის ტექ­ნი­კით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. ამ­ბობს, რომ პირ­ველ არ­ხთან ბევ­რი მო­გო­ნე­ბა აკ­ავ­ში­რებს…

„40 წე­ლი დი­დი დროა. ეს იყო პე­რი­ოდი, რო­დე­საც ფილ­მებს იღ­ებ­დნენ, იდ­გმე­ბო­და ტე­ლე-სპექ­ტაკ­ლე­ბი, ვფიქ­რობ, ერ­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე კეთ­დე­ბო­და. გარ­და ამ­ისა, ტარ­დე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ის დღე­ები, გვი­წევ­და მო­სახ­ლე­ობ­ას­თან შეხ­ვედ­რა, ჩვენ საქ­მი­ან­ობ­ას ვაც­ნობ­დით, ვუს­მენ­დით — თუ რა იქ­ნე­ბო­და მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო. გარ­და ტე­ლე-რა­დიო გა­და­ცე­მის ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბი­სა, სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ან­ობ­ას ტე­ლე­ვი­ზი­აშ­იც ვა­ხორ­ცი­ელ­ებ­დით“, — იხ­სე­ნებს თენ­გიზ სი­რა­ძე.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტამ­ბა­ში ამ დრო­ის­თვის 6 ახ­ალი წიგ­ნი ის­ტამ­ბე­ბა. სა­ბო­ლოო ეტ­აპ­ზე ახ­ალი გა­მო­ცე­მე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ნა­წილ­დე­ბა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემ­პლა­რი ყო­ველ­თვის ცალ­კე ინ­ახ­ება და თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში იგ­ზავ­ნე­ბა.

Facebook
Twitter
LinkedIn