11-შვილიანი ოჯახის  დიასახლისი სოფიო კვაშილავა უნივერსიტეტიდან

თარიღი: 2022-06-18 14:41:49

თა­მარ და­დი­ანი

მე­ლი­ებ­ის 11-შვი­ლი­ანი ოჯ­ახ­ის დი­ას­ახ­ლი­სი — სო­ფიო კვა­ში­ლა­ვა თსუ-ის პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრში ღო­ნის­ძი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლობს. კო­მა­რო­ვის სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მან სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა. მე­უღ­ლე — თე­მურ მე­ლია კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში გა­იც­ნო, სა­დაც ერ­თად სწავ­ლობ­დნენ.

„ოჯ­ახი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ შევ­ქმე­ნით. ჩემ­მა მე­უღ­ლემ თსუ-ის მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, მე თსუ-ის სა­ინ­ჟინ­რო-ეკ­ონ­ომი­ური. ბავ­შვე­ბი ნელ-ნე­ლა გვე­მა­ტე­ბო­და, ვიზ­რდე­ბო­დით და იზ­რდე­ბო­და ჩვე­ნი შრო­მაც და ბედ­ნი­ერ­ებ­აც!“ — ამ­ბობს სო­ფიო, რო­მე­ლიც, დი­დი ოჯ­ახ­ის­თვის ყო­ველ­დღი­ური საზ­რუ­ნა­ვის მი­უხ­ედ­ავ­ად, ეკ­ონ­ომ­ის­ტად მუ­შა­ობ­ას­აც ახ­ერ­ხებს და მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­და­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­აშ­იც სრუ­ლი­ად უან­გა­როდ სხვა მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­არ­ებს.

„მრა­ვალ­შვი­ლი­ან­მა დე­დებ­მა შევ­ქმე­ნით ორ­გა­ნი­ზა­ცია — „გე­ნი ქარ­თუ­ლი“. მი­ზა­ნი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ის, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯ­ახ­ებ­შიც იზ­რდე­ბი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ბავ­შვე­ბი! მრა­ვალ­შვი­ლი­ან­ობა მა­ინც და მა­ინც გა­ჭირ­ვე­ბას არ გუ­ლის­ხმობს… ამ აზ­რის გა­სა­ტა­რებ­ლად სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ჩა­ტა­რე­ბა გვი­წევ­და და ამ­ას სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, ენ­თუ­ზი­აზ­მით ვა­კე­თებ­დით. რო­დე­საც თსუ-ის პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრში, „ღო­ნის­ძი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის“ მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, მივ­ხვდი, რომ თუ ცოდ­ნას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვიღ­რმა­ვებ­დი და ამ საქ­მეს კარ­გად შე­ვის­წავ­ლი­დი, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­აშ­იც უკ­ეთ დავ­გეგ­მავ­დით ღო­ნის­ძი­ებ­ებს. ჩემ­მა სწავ­ლის სურ­ვილ­მა მო­მიყ­ვა­ნა აქ, მაგ­რამ თსუ-მაც იმ­ედი გა­მი­მარ­თლა. მივ­ხვდი, რომ ჩემს მშობ­ლი­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ძვე­ლი დი­დე­ბა არ და­უკ­არ­გავს“, — აღ­ნიშ­ნავს სო­ფიო, რომ­ლის ოჯ­ახ­ის მთა­ვა­რი ხელ­შე­უხ­ებ­ელი ფა­სე­ულ­ობა — სი­მარ­თლეა. ასე ზრდის 11 შვილს, რომ­ლებ­საც ინ­ტე­ლექ­ტი მშობ­ლე­ბის­გან გად­მო­ეც­ათ: ყვე­ლა მა­ტე­მა­ტი­კუ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ებ­ული და სწავ­ლა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

ერ­თი მხრივ, მრა­ვალ­შვი­ლი­ან­ობა, სა­ზო­გა­დო­ებ­ის ხედ­ვით, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ოჯ­ახ­ის სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლე­ებ­თან, მე­ორე მხრივ, მრა­ვალ­შვი­ლი­ან­ობა ას­ოც­ირ­დე­ბა სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას­თან, ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას­თან, ნამ­დვილ ოჯ­ახ­ურ ყო­ფას­თან. ერ­თი სა­კითხის ორ­ივე მხა­რე გა­მო­იხ­ატ­ება მო­სახ­ლე­ობ­ის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­სა და ქცე­ვა­ში. „რა გა­საკ­ვი­რია, რომ ბევრ ბავ­შვს ბევ­რი საქ­მე მოს­დევს. ღმერ­თი მოწყა­ლეა — შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა, გაგ­ვაზ­რდე­ვი­ნა, აქ­ამ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა… უამ­რა­ვი კე­თი­ლი ად­ამი­ანია ჩვე­ნი დამ­ხმა­რე და მხარ­დამ­ჭე­რი: სიტყვით, საქ­მით თუ გრძნო­ბით, და ამ­ის ის­ეთი მად­ლი­ერი ვარ… მე ის ვარ, ვინც ფიქ­რობს, რომ ორ­ივე მხა­რის და­ნახ­ვა და გა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა, გა­აჩ­ნია რო­გორ მო­ინ­დო­მებ. მაგ­რამ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით: ეს ერ­თი დი­დი ბედ­ნი­ერ­ებაა, გა­და­სა­ლა­ხი სირ­თუ­ლე­ებ­ით!“ — აცხა­დებს სო­ფიო, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მრა­ვალ­შვი­ლი­ანი ოჯ­ახ­ებ­ის მი­მარ­თე­ბით სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის ფონ­ზე გვი­ზი­არ­ებს: „ყვე­ლას უკ­ვირს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­გან არ­ანა­ირ დახ­მა­რე­ბას არ ვი­ღებთ… სა­ხელ­მწი­ფო მხო­ლოდ სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ველ მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯ­ახ­ებს ეხ­მა­რე­ბა და ეს ძა­ლი­ან კარ­გია! თუ ოჯ­ახს სო­ცი­ალ­ური ქუ­ლე­ბი არ აქ­ვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, დახ­მა­რე­ბა არ ეკ­უთ­ვნის. ას­ეთი დე­მოგ­რა­ფი­ული ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვფიქ­რობ, რომ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კაა შე­საც­ვლე­ლი, მრა­ვალ­შვი­ლი­ან­მა ოჯ­ახ­ებ­მა თა­ვი და­ფა­სე­ბუ­ლად მა­ინც ხომ უნ­და იგ­რძნონ… კერ­ძო სექ­ტო­რი რაც არ უნ­და ეც­ად­ოს წა­ხა­ლი­სე­ბას, თუ სა­ხელ­მწი­ფო არ და­უდ­გა მხარ­ში ოჯ­ახ­ებს, პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­დე­ბა…“ — აცხა­დებს სო­ფიო, ვი­საც ღვთის იმ­ედ­ად ყოფ­ნა, შრო­მა და სი­კე­თე ცხოვ­რე­ბის სწორ გზად მი­აჩ­ნია, ვინც ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, კე­თი­ლი საქ­მე­ებ­ის სა­კე­თებ­ლად გა­მო­იყ­ენ­ებს.

Facebook
Twitter
LinkedIn