უწყვეტი განათლება – რატომ არ მთავრდება სწავლა დიპლომით?

თარიღი: 2022-06-18 16:04:41

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბა — სწავ­ლა სი­ცოცხლის ბო­ლომ­დე, ანუ ნე­ბის­მი­ერ ას­აკ­ში ად­ამი­ან­ის­თვის მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­მარ­თვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ, 2005 წლი­დან, ბერ­გე­ნის სა­მიტ­ზე ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თვის შემ­დეგ აიღო, შე­დე­გად და­ფუძ­ნდა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი, და­იწყო მუ­შა­ობა პრო­ფე­სი­ული სას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, სა­ზო­გა­დო­ებ­ის ცნო­ბი­ერ­ებ­ის ას­ამ­აღ­ლებ­ლად, რომ სწავ­ლა დიპ­ლო­მის აღ­ებ­ით არ სრულ­დე­ბა და ა.შ.

რო­გორც თსუ უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი ქე­თი ცინ­ცა­ძე ამ­ბობს, UNESCO-მ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სწო­რედ უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ახ­ალი ან­გა­რი­ში და მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 2050 წლი­სათ­ვის უნ­და იქ­ნეს მიღ­წე­ული.

„რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი გზავ­ნი­ლი აქ­ვს ამ დო­კუ­მენ­ტს, მათ შო­რის, ის, რომ სწავ­ლა მთე­ლი სი­ცოცხლის მან­ძილ­ზე ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბად უნ­და იყ­ოს ცნო­ბი­ლი; უნ­და გა­ნახ­ლდეს და ახ­ლე­ბუ­რად იქ­ნას გა­აზ­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ად­გილ­ზე სწავ­ლის კონ­ცეფ­ცია; მხარ­და­ჭე­რილ იქ­ნეს ლო­კა­ლუ­რი ინ­იცი­ატ­ივ­ები უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით; უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბა უნ­და იქ­ნეს ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო სი­კე­თედ; მოწყვლა­დი ჯგუ­ფე­ბი უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ძი­რი­თად დღის წეს­რიგ­ში უნ­და მოხ­ვდნენ; უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნ­და იყ­ოს სას­წავ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის უფ­რო მე­ტად და თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა; სკო­ლე­ბი და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი უნ­და გარ­და­იქ­მნან უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ად და ა.შ. საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის აუც­ილ­ებ­ლო­ბა კვლე­ვე­ბი­თაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ცხა­დია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მუ­შა­ობა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა, თუმ­ცა არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის რო­ლიც. ჩვენ­თვის, რო­გორც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სათ­ვის, ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია ევ­რო­პუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ას­ოცი­აცი­ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ქარ­ტი­აც, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და მთავ­რო­ბე­ბის რო­ლი უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში”, — აღ­ნიშ­ნავს ქე­თი ცინ­ცა­ძე.

ძი­რი­თა­დად პრო­ვა­იდ­ერ­ის რე­პუ­ტა­ცია და ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბა გან­საზღვრავს გა­ცე­მუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი­სა და მოწ­მო­ბე­ბის სან­დო­ობ­ას

„სა­ქარ­თვე­ლო­ში უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ქუ­დის ქვეშ არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მოიაზრება, რაც „სწავ­ლა მთე­ლი სი­ცოცხლის მან­ძილ­ზე” კონ­ცეფ­ცი­ის ერთ-ერ­თი გან­შტო­ებაა მხო­ლოდ. სამ­წუ­ხა­როდ, არ რე­გუ­ლირ­დე­ბა ეს სფე­რო და ძა­ლი­ან ჭრე­ლია სუ­რა­თი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ძი­რი­თა­დად პრო­ვა­იდ­ერ­ის რე­პუ­ტა­ცია და ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბა გან­საზღვრავს გა­ცე­მუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი­სა და მოწ­მო­ბე­ბის სან­დო­ობ­ას. არ ხდე­ბა არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნ­არ­ებ­ის აღი­არ­ება. გა­მო­ნაკ­ლი­სი, თუ არ ვცდე­ბი, მხო­ლოდ არ­აფ­ორ­მა­ლუ­რად მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში აღი­არ­ებაა, რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ებ­ის გარ­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მიღ­წე­ული სწავ­ლის შე­დე­გე­ბის აღი­არ­ებ­ის წე­სი არ­სე­ბობს, თუმ­ცა არ მაქ­ვს ამ სფე­როს­თან შე­ხე­ბა პი­რა­დად და არ ვი­ცი, რამ­დე­ნად ეფ­ექ­ტი­ან­ად მუ­შა­ობს”, — გან­მარ­ტავს ქე­თი ცინ­ცა­ძე, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მად მი­იჩ­ნევს იმ სა­კითხს, რომ არ ხდე­ბა არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნ­არ­ებ­ის აღი­არ­ება.

უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რას სთა­ვა­ზობს სა­ხელ­მწი­ფო მო­ქა­ლა­ქე­ებს?

რო­გორც თსუ უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი ქე­თი ცინ­ცა­ძე ამ­ბობს, სა­ხელ­მწი­ფო მო­ქა­ლა­ქე­ებს უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რს არ­აფ­ერს სთა­ვა­ზობს.

„არ­ის ხოლ­მე პე­რი­ოდ­ულ­ად ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­ამი­ან­თა და­საქ­მე­ბას ის­ახ­ავს მიზ­ნად (იყო ხოლ­მე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში), თუმ­ცა აქ­ამ­დე რა­საც დავ­კვირ­ვე­ბი­ვარ, ძი­რი­თა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­ის მოთხოვ­ნის და სურ­ვი­ლე­ბის მი­ხედ­ვით დგე­ბა ხოლ­მე შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კურ­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და არა და­საქ­მე­ბის ბაზ­რის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ერ­თი მე­ორ­ეს არ გუ­ლის­ხმობს. რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­ის ცნო­ბი­ერ­ება? მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­ზო­გა­დო­ებ­აც ვი­თარ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ბევ­რია სა­მუ­შაო.

პან­დე­მი­ის და­საწყის­ში თსუ უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის ეგ­იდ­ით გა­ვა­კე­თეთ კვლე­ვა სწო­რედ ამ თე­მა­ზე. მარ­თა­ლია, ეს კვლე­ვა არ იყო სიღ­რმი­სე­ული, თუმ­ცა მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თი გვიჩ­ვე­ნა, გა­მო­იკ­ვე­თა ტენ­დენ­ცია, რომ რაც უფ­რო მა­ღა­ლი იყო გა­მო­კითხუ­ლის აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხი, მით უფ­რო მე­ტად იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ და მით უფ­რო მა­ღა­ლი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბაც მა­თი მხრი­დან. ას­ევე, და­საქ­მე­ბულ­თა უწყვეტ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც მკვეთ­რად აჭ­არ­ბებ­და და­უს­აქ­მე­ბელ­თა მაჩ­ვე­ნე­ბელს. რას გვე­უბ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, პირ­ველ რიგ­ში, იმ­ას, რომ უწყვეტ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხს სო­ცი­ალ­ური და ფი­ნან­სუ­რი სტა­ტუ­სი გან­საზღვრავს, ამ მხრივ კი ნამ­დვი­ლად არ გვაქ­ვს სა­ხარ­ბი­ელო მდგო­მა­რე­ობა ქვე­ყა­ნა­ში. ხში­რად სურ­ვი­ლი სურვილად­ვე რჩე­ბა მა­ტე­რი­ალ­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის არ­ქო­ნის გა­მო. ჩა­კე­ტი­ლი წრეა და გა­ვარ­ღვევთ, იმ­ედია, რო­გორ­მე. გარ­და სო­ცი­ალ­ური და ფი­ნან­სუ­რი სტა­ტუ­სი­სა, კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო და მტკი­ცედ ფეს­ვგამ­დგა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც ახ­დენს გავ­ლე­ნას. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მი­ნა­ხავს, მა­გა­ლი­თად პენ­სი­ონ­ერ­ები, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­ურ­ად არი­ან ჩარ­თუ­ლი უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სებ­ში და სწავ­ლო­ბენ იმ­ას, რაც ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­დათ, მაგ­რამ მა­ნამ­დე ვერ ახ­ერ­ხებ­დნენ, დრო არ ჰქონ­დათ. რა ხდე­ბა ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში? სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როა სუ­რა­თი, გარ­და იმ­ისა, რომ პენ­სი­ონ­ერს ფი­ნან­სუ­რად არ შე­უძ­ლია თავს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ან­ობ­ით და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს, არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რიც თუ ტრა­დი­ცია, რომ პენ­სი­აზე გას­ვლა შინ გა­მო­კეტ­ვას და, უკ­ეთ­ეს შემ­თხვე­ვა­ში, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბას ნიშ­ნავს. სულ ვფიქ­რობ, რომ ჩემ­თვის სი­ტუ­აცი­ის ცვლი­ლე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მარ­კე­რი იქ­ნე­ბა სწო­რედ პენ­სი­ონ­ერ­ებ­ის აქ­ტი­ური ჩარ­თუ­ლო­ბის ხილ­ვა”, — ამ­ბობს ქე­თი ცინ­ცა­ძე.

ად­ამი­ან­ებს უკ­ვე იმ­ის გაც­ნო­ბი­ერ­ება უწ­ევთ, რომ ერ­თხელ აღ­ებ­ული დიპ­ლო­მით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­რი­ერ­ული წინ­სვლა ან, ზო­გა­დად, და­საქ­მე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და მუდ­მი­ვად ახ­ალი ცოდ­ნი­სა და უნ­არ­ებ­ის შე­ძე­ნაა სა­ჭი­რო. ამ თე­მა­ზე ქე­თი ცინ­ცა­ძეს ას­ეთი პა­სუ­ხი აქ­ვს: „მგო­ნი რა­იმე კონ­კრე­ტუ­ლი კვლე­ვის გა­რე­შეც ზე­და­პირ­ზე დევს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კვა­ლი­ფი­ცი­ური და პრო­ფე­სი­ონ­ალი კად­რის სიმ­ცი­რეა. ცალ­კე­ული კომ­პა­ნი­ები მე­ტად ზრუ­ნა­ვენ სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად ან სა­ერ­თოდ არ ზრუ­ნა­ვენ. მე­დალს ორი მხა­რე აქ­ვს ყო­ველ­თვის, ერ­თი ის, რომ კვა­ლი­ფი­ცი­ური კად­რის სიმ­ცი­რე გვაქ­ვს, მაგ­რამ, მე­ორე მხრივ, კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რს შე­სა­ბა­მი­სი ან­აზღა­ურ­ებ­აც სჭირ­დე­ბა. სულ ვამ­ბობ, რომ სკან­დი­ნა­ვი­ური ქვეყ­ნე­ბია უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სა­მოთხე ჩემ­თვის. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს აქ­ვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ერ­თოს უწყვეტ გა­ნათ­ლე­ბა­ში და მი­იღ­ოს მის­თვის სა­ჭი­რო და აუც­ილ­ებ­ელი პრო­ფე­სი­ული გა­დამ­ზა­დე­ბა კა­რი­ერ­ული წინ­სვლის­თვის თუ და­საქ­მე­ბის­თვის და ეს ყვე­ლა­ფე­რი ის­ევ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით ფი­ნან­სდე­ბა”.

ქე­თი ცინ­ცა­ძე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის კუთხი­თაც ხე­დავს უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის როლს. „ბო­ლო ორ­მა წელ­მა, პან­დე­მი­ამ კი­დევ უფ­რო ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, რა­ოდ­ენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ად­ამი­ან­ებ­ის ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბა თუნ­დაც ელ­ემ­ენ­ტა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სა­კითხე­ბის მი­მართ. ახ­ლა უკ­ვე სა­სი­ცოცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­იძ­ინა ელ­ემ­ენ­ტა­რუ­ლი ან­ალ­იტ­იკ­ური უნ­არ­ებ­ის არ­ქო­ნამ სა­ზო­გა­დო­ებ­აში. ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ვხე­დავთ, რო­გორ მო­უმ­ზა­დებ­ლად შევ­ხვდით გამ­ძაფ­რე­ბულ ვი­თა­რე­ბას, ვგუ­ლის­ხმობ ომს უკ­რა­ინ­აში, ვხე­დავთ, რომ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­შიც ად­ამი­ან­ებს უჭ­ირთ ერ­თმა­ნე­თი­სა­გან პრო­პა­გან­დი­სა და სი­მარ­თლის გან­სხვა­ვე­ბა. უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, ამ­გვა­რი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხვრა­ზეც უნ­და იყ­ოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და უფ­რო აქ­ტი­ური წვლი­ლი შეჰ­ქონ­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში”, — აღ­ნიშ­ნავს ქე­თი ცინ­ცა­ძე.

თსუ-ში მოქ­მე­დი უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის მუ­შა­ობ­ის ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ

„ცენ­ტრსაც იმ რე­ალ­ობ­აში უწ­ევს ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ და იმ­ავე გა­მოწ­ვე­ვებს აწყდე­ბა, რა­საც, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ება, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი თუ სა­ხელ­მწი­ფო. ვფიქ­რობ, ამ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მა­ინც ბევ­რი შეძ­ლო უკ­ვე ცენ­ტრმა და უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­ის ცნო­ბი­ერ­ებ­ის ყი­ნუ­ლის ლღო­ბა­ში თა­ვი­სი რო­ლი ით­ამ­აშა და კვლა­ვაც თა­მა­შობს. ჩვე­ნი კურ­სე­ბის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბაც იზ­რდე­ბა, მით უმ­ეტ­ეს რომ სულ ვცდი­ლობთ, აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებ­ზე ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი.

ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს და­ვაკ­ვირ­დი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მა­შინ, რო­ცა გვე­გო­ნა, რომ პა­სი­ური გახ­დე­ბო­და პრო­ცე­სი და მეტ­ნაკ­ლე­ბად ას­ეც იყო, სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ტა­ნამ გვა­ნა­ხა, რომ და­ფარ­ვის არე­ალი გაგ­ვე­ზარ­და. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბამ რე­გი­ონ­ებ­ში და, სხვა­თა­შო­რის, ქვეყ­ნის გა­რეთ მცხოვ­რებ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც მის­ცა სა­შუ­ალ­ება, ჩვენს კურ­სებს დას­წრე­ბოდ­ნენ. ალ­ბათ, ამ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­მა­ვალ­შიც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ.

ამ ეტ­აპ­ზე, შეგ­ვიძ­ლია ავ­იღ­ოთ თუნ­დაც იგ­ივე იუნ­ეს­კოს ან­გა­რი­ში და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ქარ­ტია და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან ერ­თად იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მიგ­ნე­ბე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის ჩვენს რე­ალ­ობ­აზე მორ­გე­ბა­სა და და­ნერ­გვა­ზე ვი­მუ­შა­ოთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ და აზ­რის გან­მსაზღვრელ მხა­რე­სა და ინ­სტი­ტუ­ცი­ას­თან ერ­თად. აქ, ალ­ბათ, მა­ინც უნ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ­თვის, რო­გორც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის, უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­აში უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რო­ლი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხზე მუ­შა­ობაა პრი­ორ­იტ­ეტი”, — აღ­ნიშ­ნავს ქე­თი ცინ­ცა­ძე.

Facebook
Twitter
LinkedIn