რისმაგ გორდეზიანის ახალი წიგნი – „ეტრუსკები ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები“

თარიღი: 2022-07-12 19:01:15

ახ­ალი, უნ­იკ­ალ­ური სა­მეც­ნი­ერო-პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნის „ეტ­რუს­კე­ბი ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს ტრი­ტა­გო­ნის­ტე­ბი” პრე­ზენ­ტა­ცია გა­იმ­არ­თა ცო­ტა ხნის წინ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რომ­ლის ავ­ტო­რი აკ­ად­ემ­იკ­ოსი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი რის­მაგ გორ­დე­ზი­ანი, თა­ნა­ავ­ტო­რი კი ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ეკ­ატ­ერ­ინე კო­ბა­ხი­ძეა. წიგ­ნი „პა­ლიტ­რა ელ­ის” მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი მო­რი­გი, თუმ­ცა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში პირ­ვე­ლი მო­ნოგ­რა­ფი­ული სა­ხის ნაშ­რო­მია.

ცნო­ბი­ლია, რომ ან­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა ძვე­ლი ბერ­ძნე­ბი­სა და რო­მა­ელ­ებ­ის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით შე­იქ­მნა, თუმ­ცა ან­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბა­ში წვლი­ლი ეტ­რუს­კებ­მაც შე­იტ­ან­ეს, მათ შე­სა­ხებ მკითხვე­ლი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტს გა­ეც­ნო­ბა.

ეტ­რუს­კე­ბი აპ­ენ­ინ­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ჩრდ-დას ნა­წილ­ში, რო­მა­ელ­ებ­ის გა­მო­ჩე­ნამ­დე, ბევ­რად უფ­რო ად­რე ცხოვ­რობ­დნენ. მა­თი ქვე­ყა­ნა — ეტ­რუ­რია, ე.წ. თორ­მეტ ქა­ლაქს, ანუ 12 პო­ლი­სის კონ­ფე­დე­რა­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და. ეტ­რუს­კებს კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა და ტექ­ნო­ლო­გი­ები ჰქონ­დათ. მა­თი კულ­ტუ­რის მემ­კვიდ­რე­ები რო­მა­ელ­ები გახ­დნენ. ამ უკ­ან­ას­კნე­ლებ­მა ბევ­რი რამ ის­წავ­ლეს ეტ­რუს­კე­ბის­გან. იმ­აზე, თუ სა­იდ­ან გაჩ­ნდა ეს ხალ­ხი ევ­რო­პის ცენ­ტრში, ჯერ კი­დევ ძველ მსოფ­ლი­ოში მსჯე­ლობ­დნენ და დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა.

ეს წიგ­ნიც ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს ტრი­ტა­გო­ნის­ტებს — ეტ­რუს­კებს ეძ­ღვნე­ბა, რომ­ლებ­მაც ბერ­ძნებ­სა და რო­მა­ელ­ებ­თან ერ­თად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლი შე­იტ­ან­ეს ან­ტი­კუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შექ­მნა­ში. პირ­ვე­ლად, ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სი­ნამ­დვი­ლე­ში ერთ ნაშ­რომ­ში გან­ხი­ლუ­ლია ეტ­რუს­კუ­ლი მემ­კვი­დე­რო­ბის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი სფე­რო: ის­ტო­რია, დამ­წერ­ლო­ბა, ენა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, მი­თო­ლო­გია, რე­ლი­გია და ხე­ლოვ­ნე­ბა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას პრო­ფე­სო­რი ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი უძ­ღვე­ბო­და, რო­მელ­მაც წიგ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, წიგ­ნი სა­ინ­ტე­რეო იქ­ნე­ბა არა მარ­ტო მეც­ნი­ერ­თათ­ვის, არ­ამ­ედ იმ მკითხვე­ლის­თვი­საც, ვინც ან­ტი­კუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გაც­ნო­ბით არ­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

„თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ერ­ება ცდი­ლობს ეტ­რუს­კე­ბის სა­იდ­უმ­ლო ამ­ოხ­სნას და ეს წიგ­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ამ სა­იდ­უმ­ლოს ამ­ოხ­სნა­ში. წიგ­ნი და­წე­რი­ლია სა­მეც­ნი­ერო-პო­პუ­ლა­რულ ენ­აზე და სა­ინ­ტე­რე­სოდ იკ­ითხე­ბა. წიგ­ნში გაჟღე­რე­ბუ­ლია ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო თე­ორია — ეტ­რუს­კე­ბის ნა­თე­სა­ობა ქარ­თვე­ლურ ენ­ებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რაც წიგ­ნში ნაჩ­ვე­ნე­ბია გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბით, მორ­ფო­ლო­გი­ით, ფო­ნე­ტი­კით. ეს, და­მე­თან­ხმე­ბით, ერთ-ერ­თი ძლი­ერი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი თე­ორიაა. ის­ეთი სა­ინ­ტე­რე­სო პო­ლი­ფო­ნი­ური ნაშ­რო­მია, რომ მჯე­რა, ის სა­მა­გი­დო წიგ­ნი გახ­დე­ბა ან­ტი­კუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკითხვე­ლის­თვის“, — გა­ნაცხა­და პრო­ფე­სორ­მა ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა.

წიგ­ნის ავ­ტორ­მა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­მა მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა ინ­სტი­ტუტს, ას­ევე ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორს ეკ­ატ­ერ­ინე კო­ბა­ხი­ძეს თა­ნა­ავ­ტო­რო­ბის­თვის და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ას წიგ­ნი­სად­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ტე­რე­სი­სათ­ვის. მან სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რა ეტ­რუს­კე­ბის როლ­ზე ან­ტი­კუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. „წი­ნამ­დე­ბა­რე წიგ­ნი ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბაა ან­ტი­კუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის იმ სე­რი­ისა, რომ­ლის პირ­ვე­ლი სა­მი ტო­მი ბერ­ძნულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას მი­ეძ­ღვნა. რამ­დე­ნა­დაც ეტ­რუს­კუ­ლი სა­იდ­უმ­ლოს საკ­ვან­ძო სა­კითხს ეტ­რუს­კუ­ლი ენ­ის მო­ნა­თე­სა­ვე ენ­ათა ოჯ­ახ­ებ­ში ად­გი­ლის გან­საზღვრა წარ­მო­ად­გენს, წი­ნა ტო­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ წიგ­ნში საკ­მა­ოდ დი­დი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ულ პრობ­ლე­მა­ტი­კას, ეტ­რუს­კულ-ქარ­თვე­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ურ მი­მარ­თე­ბებს. წიგ­ნი, მარ­თა­ლია, სა­მეც­ნი­ერო-პო­პუ­ლა­რუ­ლია, მაგ­რამ ის ეტ­რუს­კო­ლო­გი­ური პრობ­ლე­მა­ტი­კის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ამ­ომ­წუ­რა­ვად მომ­ცვე­ლი ნაშ­რო­მია. ჩვენ­თვის სა­სი­ამ­ოვ­ნო იქ­ნე­ბა, თუ­კი ეს წიგ­ნი ქარ­თველ მკითხველს ეტ­რუს­კე­ბის მი­მართ ინ­ტე­რესს გა­უძ­ლი­ერ­ებს“, — გა­ნაცხა­და აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­მა, რო­მელ­მაც სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რა ეტ­რუს­კულ ხო­ლოვ­ნე­ბა­სა და კულ­ტუ­რა­ზე.

წიგ­ნი აკ­ად­ემ­იკ­ოს ილია ვე­კუ­ას ნა­თელ ხსოვ­ნას ეძ­ღვნე­ბა, რო­მელ­მაც ნა­ხე­ვა­რი სა­უკ­უნ­ის წინ ყუ­რადღე­ბა გა­მო­იჩ­ინა იმ დროს ჯერ კი­დევ დამ­წყე­ბი, ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ის — რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის მი­მართ.

წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტორ­მა, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ეკ­ატ­ერ­ინე კო­ბა­ხი­ძემ დი­დი მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა თა­ვის მას­წავ­ლე­ბელს, აკ­ად­ემ­იკ­ოს რის­მაგ გორ­დე­ზი­ანს თა­ნა­ავ­ტო­რად არ­ჩე­ვის­თვის: „ას­ეთი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ჩემ­თვის, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და ამ­აღ­ელ­ვე­ბე­ლი იყო და დღეს ბედ­ნი­ერი ვარ, რომ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გი წარ­მო­გიდ­გი­ნეთ“, — აღ­ნიშ­ნა ეკ­ატ­ერ­ინე კო­ბა­ხი­ძემ, რო­მელ­მაც წიგ­ნში ეტ­რუს­კე­ბის მი­თო­ლო­გი­ური წარ­მოდ­გე­ნე­ბი, რე­ლი­გია, ეტ­რუს­კთა მემ­კვიდ­რე­ობა ან­ტი­კურ­სა და პოს­ტან­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში მი­მო­იხ­ილა.

წიგ­ნის რე­ცენ­ზენ­ტმა, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა ნა­ნა ტო­ნი­ამ ავ­ტო­რებს წიგ­ნის გა­მო­ცე­მა მი­ულ­ოცა და დი­დი იმ­ედი გა­მოთ­ქვა, რომ აკ­ად­ემ­იკ­ოსი რის­მაგ გორ­დე­ზი­ანი წიგ­ნში გაჟღე­რე­ბულ პი­რო­ბას შე­ას­რუ­ლებს და სა­მო­მავ­ლოდ იმ ნაშ­რო­მებს გა­მოს­ცემს, რო­მე­ლიც წიგ­ნში და­ან­ონ­სდა.

წიგ­ნის მე­ორე რე­ცენ­ზენ­ტმა, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­მა გი­ორ­გი უგ­ულ­ავ­ამ გა­მოს­ვლი­სას ყუ­რადღე­ბა წიგ­ნის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ზე გა­ამ­ახ­ვი­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ „წიგ­ნს ქარ­თულ რე­ალ­ობ­აში ან­ალ­ოგი არ აქ­ვს და უპ­რე­ცენ­დენ­ტოა! ის სხვა უცხო­ენ­ოვ­ან გა­მო­ცე­მებ­საც შე­ვა­და­რე, მაგ­რამ ასე მას­შტა­ბუ­რად, ასე მრა­ვალ­პრო­ფი­ლუ­რად, სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტის მხრივ ამ­უშ­ავ­ებ­დეს ეტ­რუს­კულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას რო­მე­ლი­მე სხვა წიგ­ნი, ვერ ვი­პო­ვე!

წიგ­ნი 245 გვერ­დს მო­იც­ავს და 11 სხვა­დას­ხვა თე­მის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც ჩაშ­ლი­ლია ქვე­თა­ვე­ბად. არ არ­სე­ბობს სო­ცი­ალ­ური ცხოვ­რე­ბის ას­პექ­ტი, რო­მე­ლიც ამ წიგ­ნში არ აის­ახა. ეტ­რუს­კუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კვლე­ვა საკ­მა­ოდ ძნე­ლია, რად­გან ამ კულ­ტუ­რას თა­ვი­სი აღ­ზე­ვე­ბის მწვერ­ვა­ლი მე­ექ­ვსე სა­უკ­უნ­ეში აქ­ვს. ჩვენ არ გაგ­ვაჩ­ნია ის­ეთი ის­ტო­რი­ული წყა­რო­ები, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ას­ახ­ავს და იკ­ვლევს ეტ­რუს­კულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას. ეტ­რუს­კუ­ლი წყა­რო­ები და ინ­ფორ­მა­ცია ჩაშ­ლი­ლია ან­ტი­კურ წყა­რო­ებ­ში და მეც­ნი­ერ­ის­გან მა­ღა­ლი კვლე­ვის უნ­არ­ებს მო­ითხოვს. ეს წიგ­ნი არ­ის ახ­ალი ნა­ბი­ჯი, სიტყვა ეტ­რუს­კე­ბის კვლე­ვის ის­ტო­რი­აში. მას აქ­ვს სა­მეც­ნი­ერო სიღ­რმე, მაგ­რამ აქ­ვს ის სიმ­სუ­ბუ­ქეც, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბულ ად­ამი­ანს სჭირ­დე­ბა ახ­ალი სამ­ყა­როს შე­საც­ნო­ბად“, — გა­ნაცხა­და გი­ორ­გი უგ­ულ­ავ­ამ.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, წიგ­ნი გა­მო­იცა „პა­ლიტ­რა L“-ს მი­ერ. გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა მაია ალ­ადა­ურ­მა მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა წიგ­ნის ავ­ტო­რებს არ­ჩე­ვა­ნის­თვის: „შეგ­რძნე­ბა იმ­ისა, რომ დიდ ად­ამი­ან­ებ­თან ერ­თად აკ­ეთ­ებ დიდ საქ­მეს, არ­ის მარ­თლაც პა­ტი­ვი! „პა­ლიტ­რა L“ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა თქვე­ნი ერ­თგუ­ლი პარ­ტნი­ორი და თა­ნა­მო­აზ­რე“, — გა­ნაცხა­და მაია ალ­ადა­ურ­მა.

ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა სი­ამ­აყ­ით აღ­ნიშ­ნა, რომ „ეტ­რუს­კე­ბი“ პირ­ვე­ლი წიგ­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ეტ­რუს­კო­ლო­გი­ურ სა­კითხებ­ზე გა­მო­იცა: „მე­ამ­აყ­ება, რომ არ­ცთუ ისე მარ­ტივ დრო­ში, თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი არ­ის ად­გი­ლი, სა­დაც ეტ­რუს­კო­ლო­გია მარ­ტო კი არ არ­სე­ბობს, ვი­თარ­დე­ბა კი­დეც. ეს არ­ის ელ­იტ­არ­ული დარ­გი და დღეს ამ ფუ­ფუ­ნე­ბის სა­შუ­ალ­ება მრა­ვალ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს არ აქ­ვს. ეს კი პრო­ფე­სორ რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობ­ის პატ­რი­არ­ქია. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის წი­ნა­შე გა­ნუ­ზომ­ლად დი­დია და ამ­ას ჩვენ ყვე­ლა­ნი ვაც­ნო­ბი­ერ­ებთ და ვა­ფა­სებთ.

აქ­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო წიგ­ნის მე­ორე ავ­ტო­რის — ეკ­ატ­ერ­ინე კო­ბა­ხი­ძის ცნო­ბა­დო­ბა და აღი­არ­ება უცხო­ელი კო­ლე­გე­ბის მხრი­დან. მას­წავ­ლებ­ლის კვალ­დაკ­ვალ იგი წარ­მა­ტე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობს და­სავ­ლე­თის სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­თან და უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან“, — აღ­ნიშ­ნა პრო­ფე­სორ­მა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

ავ­ტო­რებს წიგ­ნის გა­მოს­ვლა მი­ულ­ოც­ეს პრო­ფე­სო­რებ­მა: ელ­გუ­ჯა ხინ­თი­ბი­ძემ, ვა­ლე­რი ას­ათი­ან­მა, ირ­აკ­ლი კა­კა­ბა­ძემ და სხვებ­მა, რომ­ლებ­მაც კი­დევ ერ­თხელ გა­უს­ვეს ხა­ზი აკ­ად­ემ­იკ­ოს რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის ღვაწ­ლს და დამ­სა­ხუ­რე­ბას ერ­ოვ­ნუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის წი­ნა­შე. იგი 150-მდე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის, მრა­ვა­ლი მო­ნოგ­რა­ფი­ი­სა და 24 წიგ­ნის ავ­ტო­რია.

აქ­ვე და­ვა­მა­ტებთ, რომ წიგ­ნს ერ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგ­ლე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის 100-ზე მე­ტი ილ­უს­ტრა­ცია და გან­კუთ­ვნი­ლია ძვე­ლი სამ­ყა­როს კულ­ტუ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხველ­თა ფარ­თო წრის­თვის, მათ შო­რის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ის­თვის.

წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ამ თბილ და კე­თილ­გან­წო­ბილ ატ­მოს­ფე­რო­ში ჩაიარა. ყვე­ლა გა­მომ­სვლე­ლი თუ მო­ნა­წი­ლე ემ­ოცი­ას ვერ მა­ლავ­და საყ­ვა­რე­ლი პე­და­გო­გის, დი­დი მეც­ნი­ერ­ის აუდ­იტ­ორი­აში დაბ­რუ­ნე­ბის გა­მო.

Facebook
Twitter
LinkedIn