რამაზ აბესაძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

თარიღი: 2022-07-14 23:26:58

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ხან­გრძლი­ვი და ნა­ყო­ფი­ერი სა­მეც­ნი­ერო, პე­და­გო­გი­ური და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული საქ­მი­ან­ობ­ის­თვის თსუ-ის პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი რა­მაზ აბ­ეს­აძე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და.

უამ­რა­ვი ჯილ­დოს, მათ შო­რის, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლი­სა და ილია ვე­კუ­ას მედ­ლე­ბის მფლო­ბე­ლის­თვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მე­და­ლი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი აღ­მოჩ­ნდა. ამ­ბობს, რომ ეს მი­სი საქ­მი­ან­ობ­ის შე­ფა­სე­ბაა და, გარ­და ღირ­სე­ბის შეგ­რძნე­ბი­სა, დიდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც აკ­ის­რებს – იშ­რო­მოს მე­ტი იმ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის, რო­მელ­თა­ნაც ორ­გა­ნუ­ლა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და, სა­ერ­თოდ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სე­ბი.

რა­მაზ აბ­ეს­აძ­ემ სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობა დარ­გობ­რი­ვი და გა­რე­მოს დაც­ვის პრობ­ლე­მე­ბის შეს­წავ­ლით და­იწყო – ამ პრობ­ლე­მებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქ­ვს 4 მო­ნოგ­რა­ფია, ბო­ლო 20 წე­ლი კი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის კვლე­ვას მი­უძ­ღვნა და უკ­ვე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 3 მო­ნოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რია. მის­თვის ეკ­ონ­ომ­იკა არ­ის საქ­მი­ან­ობ­ის სფე­რო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობ­ას­თან და დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პროგ­რეს­ზე. სწო­რედ ამ გა­რე­მო­ებ­ებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ამ სფე­როს არ­ჩე­ვა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­ურ­ად ჩა­ერ­თო იმ თე­მა­ტი­კის კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გავ­ლე­ნას იქ­ონი­ებ­და სა­ზო­გა­დო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ურ­თუ­ლეს პრო­ცე­სებ­ზე.

200-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მის, 9 მო­ნოგ­რა­ფი­ისა და 2 სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი დღეს კი­დევ ერთ მო­ნოგ­რა­ფი­აზე მუ­შა­ობს, რო­მელ­შიც და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა „ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური რეგ­რე­სის თე­ორია“. მი­სი სტა­ტი­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ინ­დექ­სი­რე­ბუ­ლია — ERIH-ში, Scpus-ში და Google scholar-ში.

რა­მაზ აბ­ეს­აძ­ის ნაშ­რო­მებ­ში ბო­ლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის, „მწვა­ნე“ და „წრი­ული“ ეკ­ონ­ომ­იკ­ის პრობ­ლე­მებს, კერ­ძოდ: გა­მოკ­ვლე­ულია ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ზრდას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა და ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა; და­ხა­სი­ათ­ებ­ულია კავ­ში­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური სის­ტე­მის ელ­ემ­ენ­ტებს შო­რის; გა­მოვ­ლე­ნი­ლი და შეს­წავ­ლი­ლია ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მოქ­მე­დი ფაქ­ტო­რე­ბი; შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის ინ­დი­კა­ტორ­თა სის­ტე­მა;

მის კვლე­ვებ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია ინ­დი­კა­ტორ­თა ოთხი ჯგუ­ფი: ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სო­ცი­ალ­ური, ეკ­ოლ­ოგი­ური და თვი­სებ­რი­ვი; გა­მოვ­ლე­ნი­ლია ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბად, გან­ვი­თა­რე­ბულ და პოს­ტკო­მუ­ნის­ტურ ქვეყ­ნებ­ში; დი­დი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა პოს­ტკო­მუ­ნის­ტუ­რი ტრან­სფორ­მა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბის გან­ხილ­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში; გა­კე­თე­ბუ­ლია დას­კვნა იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის ტემ­პე­ბის შე­ნე­ლე­ბის­კე­ნაც იყ­ოს მი­მარ­თუ­ლი (რა­საც ავ­ტო­რი „ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კლე­ბას“ უწ­ოდ­ებს და ას­აბ­უთ­ებს შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბით);

რა­მაზ აბ­ეს­აძ­ის მი­ერ გა­მოთ­ქმუ­ლია მო­საზ­რე­ბა იმ­ის შე­სა­ხებ, რომ დღე­ის­თვის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში „ინ­ფორ­მა­ტი­ზა­ცი­ის ეპ­ოქა“ მთავ­რდე­ბა და იწყე­ბა „მო­აზ­როვ­ნე ტექ­ნოს­ფე­როს“ („Thinking Technosphere“) ეპ­ოქა. მეც­ნი­ერს შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და და­ხა­სი­ათ­ებ­ული აქ­ვს ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლის ძი­რი­თა­დი ელ­ემ­ენ­ტე­ბი, მათ შო­რის: ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ერი სი­ჯან­სა­ღე; გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი უნ­არი; ჩვე­ვე­ბი (პრო­ფე­სი­ული და ინ­სტი­ტუ­ცი­ური); გა­მოც­დი­ლე­ბა (პრო­ფე­სი­ული და ცხოვ­რე­ბი­სე­ული); ცოდ­ნა (პრო­ფე­სი­ული და ზო­გა­დი); მო­ტი­ვა­ცია და სხვა;

მან­ვე და­ამ­კვიდ­რა ტერ­მი­ნი „კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკა“. მეც­ნი­ერ­ის აზ­რით, კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკა არ­ის ის­ეთი ეკ­ონ­ომ­იკა, რო­მელ­ზეც მოქ­მედ ფაქ­ტორ­თა ერ­თობ­ლი­ობა ხელს უწყობს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბას; სხვა­დას­ხვა ნაშ­რომ­ში გა­მოკ­ვლე­ული აქ­ვს „ინ­ოვ­აცი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის გა­მოც­დი­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში და გან­საზღვრუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ოვ­აცი­ური პო­ლი­ტი­კი­სა და ინ­ოვ­აცი­ური სის­ტე­მის გაძ­ლი­ერ­ებ­ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

რა­მაზ აბ­ეს­აძ­ის მი­ერ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და „ეკ­ონ­ომ­იკ­ური რეგ­რე­სის თე­ორია“, სა­დაც ახ­სნი­ლია მი­სი არ­სი, წარ­მო­შო­ბის წყა­რო­ები, გა­მოვ­ლი­ნე­ბის ფორ­მე­ბი და თა­ვი­დან აც­ილ­ებ­ის გზე­ბი.

გარ­და სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ისა, რა­მაზ აბ­ეს­აძე აქ­ტი­ურ­ადაა ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში მან პირ­ვე­ლად შე­მო­იტ­ანა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე, მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ის კა­თედ­რის მა­შინ­დე­ლი გამ­გის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ვლა­დი­მერ პა­პა­ვას მხარ­და­ჭე­რით, და­ნერ­გა სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნა — „ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა“. ას­ევე შე­მო­ღე­ბულ იქ­ნა სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნე­ბი — „ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა“ (ბა­კა­ლავ­რე­ბი­სათ­ვის) და — ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის თე­ორია“ (მა­გის­ტრან­ტე­ბი­სათ­ვის).

რა­მაზ აბ­ეს­აძე არ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­ალ­იტ­იკ­ური ჟურ­ნა­ლის „ეკ­ონ­ომ­ის­ტის” და „პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ერო შრო­მე­ბის კრე­ბუ­ლის” და­არ­სე­ბის ინ­იცი­ატ­ორი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.

იგი 2008 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს თსუ-ის პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუტს, რო­მელ­მაც გო­ნი­ერი და კარ­გი მე­ნე­ჯე­რის ხელ­ში არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, თუმ­ცა რა­მაზ აბ­ეს­აძე ამ­ას მხო­ლოდ სა­კუ­თარ დამ­სა­ხუ­რე­ბას არ მი­აწ­ერს, ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა თავ­და­უზ­ოგ­ავი შრო­მის და ერ­თი­ან­ობ­ის შე­დე­გია: „სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ ად­ამი­ან­ის საქ­მი­ან­ობ­ის ყვე­ლა სფე­რო კრი­ზის­მა მო­იც­ვა, ამ­ას ემ­ატ­ებ­ოდა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ცალ­კე­ული მეც­ნი­ერ­ის­ად­მი და, სა­ერ­თოდ, მეც­ნი­ერ­ებ­ის­ად­მი არ­ას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე სი­ტუ­აცია და­ემ­თხვა ჩე­მი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად ყოფ­ნის დროს. მი­ყო­ლე­ბით იხ­ურ­ებ­ოდა ინ­სტი­ტუ­ტე­ბი (მა­გა­ლი­თად ეკ­ონ­ომ­იკ­ის პრო­ფი­ლის ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი გა­უქ­მდა, გარ­და ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტი­სა), რჩე­ბოდ­ნენ შე­ნო­ბე­ბის გა­რე­შე, სა­გან­გა­შოდ მცირ­დე­ბო­და მეც­ნი­ერ­თა რა­ოდ­ენ­ობა, სამ­სა­ხუ­რი­დან ათ­ავ­ის­უფ­ლებ­დნე მო­წი­ნა­ვე მეც­ნი­ერ­ებს, ყვე­ლა­ზე მცი­რე ხელ­ფა­სი დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ მეც­ნი­ერ­ებს და ამ რთულ სი­ტუ­აცი­აში ჩვენ ინ­სტი­ტუ­ტი და შე­ნო­ბაც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ, რაც კარ­გი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გი იყო“, – ასე აფ­ას­ებს იგი გან­ვლილ წლებს.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ვერც კი იფ­იქ­რებ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მეც­ნი­ერი სხვა სფე­რო­ში შე­იძ­ლე­ბო­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, მაგ­რამ თურ­მე ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ება ბეწ­ვზე გა­დარ­ჩა, რომ რა­მაზ აბ­ეს­აძე ქარ­თულ ფი­ლო­ლო­გი­აში არ დამ­კვიდ­რდა. ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და ლი­ტე­რა­ტუ­რა და უნ­დო­და ფი­ლო­ლო­გი გა­მო­სუ­ლი­ყო. გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონ­და და დღემ­დე მი­სი ფა­ვო­რი­ტი მწერ­ლე­ბია ქარ­თვე­ლი პრო­ზა­იკ­ოსე­ბი­დან კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია და ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბი, პო­ეტ­ებ­იდ­ან გა­ლაკ­ტი­ონი, ლა­დო ას­ათი­ანი, იოს­ებ ნო­ნეშ­ვი­ლი, ოთ­არ ჭი­ლა­ძე. უცხო­ელი პრო­ზა­იკ­ოს­ებ­იდ­ან და პო­ეტ­ებ­იდ­ან ახ­ლაც ინ­ტე­რე­სით კითხუ­ლობს თო­მას მანს, ბალ­ზაკს, ტურ­გე­ნევს, პუშ­კინს, ომ­არ ხაიამს, ეს­ენ­ინს… გა­ტა­ცე­ბუ­ლია სპორ­ტით და თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს­თვის“ არ­ას­ოდ­ეს უღ­ალ­ატია – დღემ­დე მი­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, თუმ­ცა ბო­ლო დროს რაგ­ბი­მაც გა­იტ­აცა და ინ­ტე­რე­სით ად­ევ­ნებს თვალს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბულ თა­მაშს…

მეც­ნი­ერ­მა დი­დი და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გან­ვლო და მი­სი შე­ფა­სე­ბი­სას ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის თა­ნად­გო­მას მად­ლი­ერ­ებ­ით იხ­სე­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ყოფს თა­ვის ლექ­ტორს – პრო­ფე­სორ პლა­ტონ კო­ღო­ნი­ას, მკაცრ და პრინ­ცი­პულ, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ან პე­და­გოგს და სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობს ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რებ­ზე – პა­ატა გუ­გუშ­ვილ­ზე, ავ­თან­დილ გუ­ნი­აზე, ვლა­დი­მერ პა­პა­ვა­სა და გი­ორ­გი წე­რე­თელ­ზე, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­საც კი უწ­ოდ­ებს.

გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ში არ­აფ­ერს ნა­ნობს, მად­ლი­ერი ად­ამი­ანია და ყვე­ლა იმ პი­როვ­ნე­ბას უმ­ად­ლის, ვი­საც კი ოდ­ნა­ვი სი­კე­თე გა­უკ­ეთ­ებია მის­თვის. მე­უღ­ლის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ სევ­დას ახ­ლა ერ­თა­დერ­თი ვა­ჟი უმ­სუ­ბუ­ქებს – სი­კე­თით, სიყ­ვა­რუ­ლით, ნი­ჭი­ერ­ებ­ით სავ­სე ად­ამი­ანი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის გა­მარ­თლე­ბას უწ­ოდ­ებს.

რაც შე­ეხ­ება უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მე­დალს, მი­სი აზ­რით, ეს მწვერ­ვა­ლია, რომ­ლამ­დეც გარ­ჯი­თა და წვა­ლე­ბით მი­ვი­და. შრო­მის გა­რე­შე არ­აფ­ერი მი­მი­ღიაო — ამ­ბობს და მად­ლი­ერია იმ ად­ამი­ან­ებ­ის, რომ­ლებ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა ეს­ოდ­ენ მა­ღა­ლი ჯილ­დო­თი შე­აფ­ას­ეს.

Facebook
Twitter
LinkedIn