თსუ კინო-ტელე ფორუმი – ახალი მუდმივი პლატფორმა  დამწყები რეჟისორებისთვის

თარიღი: 2022-06-18 13:33:07

მაია ტორაძე

23-24 მა­ისს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი კი­ნო-ტე­ლე ფო­რუ­მი – „ვი­ზუ­ალ­ური აზ­როვ­ნე­ბის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა“ –გა­იმ­არ­თა.

ფო­რუ­მი ჩა­ტარ­და თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით. მას­ში, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­თან ერ­თად, ბა­თუ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, ქუ­თა­ის­ის აკ­აკი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და გო­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბიც იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ფო­რუ­მი გახ­სნა პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მულ­ტი­მე­დია ცენ­რტის დი­რექ­ტორ­მა მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძემ, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს პლატ­ფორ­მა, სა­დაც სტუ­დენ­ტებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა — არ­ას­აკ­ონ­კურ­სო ფორ­მატ­ში წა­რად­გი­ნონ თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი, გა­ეც­ნონ თა­ობ­ის ხედ­ვებს, მო­უს­მი­ნონ მა­ყუ­რე­ბელს, შეხ­ვდნენ დარ­გის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლებს თა­ვი­სუ­ფალ ფორ­მატ­ში, და­ამ­ყა­რონ პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, იპ­ოვ­ონ სა­ვა­რა­უდო პარ­ტნი­ორ­ები და და­გეგ­მონ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ამ ფო­რუ­მის მი­ზა­ნი კი სწო­რედ ესაა: „ჩვენ ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სტუ­დენ­ტებს, რომ ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა იმ ად­ამი­ან­ებ­თან, ვინც წარ­მა­ტე­ბუ­ლია თა­ვის სფე­რო­ში, იქ­ნე­ბა ეს პრო­დი­უს­ინ­გი, სას­ცე­ნა­რო ხე­ლოვ­ნე­ბა, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბა თუ სხვა… რაც მთა­ვა­რია, ახ­ალ­გაზ­რდებს ვუქ­მნით ერ­თმა­ნე­თის გაც­ნო­ბის და ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნის პერ­სპექ­ტი­ვას“, – აღ­ნიშ­ნა მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძემ. მან­ვე გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ ფო­რუმს მი­ეც­ეს რე­გუ­ლა­რუ­ლი და ფარ­თო ხა­სი­ათი, რაც ხელს შე­უწყობს პლატ­ფორ­მის შექ­მნას, რომ­ლის მეშ­ვე­ობ­ით­აც სტუ­დენ­ტებს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის სა­შუ­ალ­ება მი­ეც­ემ­ათ.

ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ეს­ალ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, რო­მელ­მაც პრო­ექ­ტში ოთხი რე­გი­ონ­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. „ეს არ­ის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პლატ­ფორ­მა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვის; ის­ინი შეხ­ვდე­ბი­ან დარ­გის გა­მორ­ჩე­ულ მოღ­ვა­წე­ებს, ექ­ნე­ბათ მას­ტერ­კლა­სე­ბი და ორ­დღი­ან ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში იმ­უშ­ავ­ებ­ენ, ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად ვნა­ხავთ სტუ­დენ­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რებს და შე­ვა­ფა­სებთ მათ“, — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა მა­ნა­ნა სუ­რა­ძემ იმ­ედი გა­მოთ­ქვა, რომ სტუ­დენ­ტუ­რი კი­ნო-ტე­ლე ფო­რუ­მი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ტრა­დი­ცი­ად იქ­ცე­ვა და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­დე­ბა. „ერ­ოვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი, წლე­ბია, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს აფ­ინ­ან­სებს და ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა პრი­ორ­იტ­ეტ­ებ­ში აქ­ვს გან­საზღვრუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი ფო­რუ­მი თსუ-სთან, მით უფ­რო, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან ამ ფორ­მა­ტით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია. ამ­ას ორი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი აქ­ვს – დო­კუ­მენ­ტურ კი­ნო­სა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კას შო­რის ზღვა­რი თით­ქოს მო­იშ­ალა – ორ­ივე მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და ამ­ბის ვი­ზუ­ალ­ური თხრო­ბა. ამ ფო­რუმ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის­იც, რომ, თსუ-ს გარ­და, მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ რე­გი­ონ­ებ­ის უნ­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. ვი­მე­დოვ­ნებ, მო­მა­ვალ­ში ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფ­რო გამ­ყარ­დე­ბა“, — გა­ნაცხა­და მა­ნა­ნა სუ­რა­ძემ.

თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ დოლ­ბაიამ მი­სა­სალ­მე­ბელ სიტყვა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ სტუ­დენ­ტე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ფა­კულ­ტე­ტი მუდ­მი­ვად უჭ­ერს მხარს. თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­ზუ­ალ­ური აზ­როვ­ნე­ბის ეპ­ოქ­აში კი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ მი­ერ კი­ნო-ტე­ლე პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნის­თვის გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლის სტი­მუ­ლი­რე­ბა­შიც ფო­რუ­მი დიდ წვლილს შე­იტ­ანს. მან­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოკ­ვე­თა ფო­რუმ­ში რე­გი­ონ­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ეს­ალ­მა და წარ­მა­ტე­ბე­ბი უს­ურ­ვა ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვილ­მა.

ფო­რუ­მი გა­იხ­სნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­თა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტთა მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი 9 ფილ­მის ჩვე­ნე­ბით. ფილ­მე­ბი წა­რად­გი­ნა ფო­რუ­მის პროგ­რა­მულ­მა დი­რექ­ტორ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­აკ­ად­ემი­ის წევ­რმა, კი­ნოპ­რო­დი­უს­ერ­მა და თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მოწ­ვე­ულ­მა ლექ­ტორ­მა ნა­თია რაჭ­ვე­ლიშ­ვილ­მა, რომ­ლის უშუ­ალო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნილ­მა სტუ­დენ­ტურ­მა ფილ­მებ­მა არა­ერ­თი კონ­კურ­სის პრი­ზე­ბი მო­იპ­ოვ­ეს. „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დღეს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში, მათ­თვის იხ­სნე­ბა ახ­ალი პლატ­ფორ­მა, სა­დაც ის­ინი აუდ­იტ­ორი­ის, პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­ის, კო­ლე­გე­ბის წი­ნა­შე წა­რად­გე­ნენ სა­კუ­თარ ნაშ­რო­მებს. ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვაჩ­ვე­ნოთ სტუ­დენ­ტებს, თუ რას აკ­ეთ­ებ­ენ რე­გი­ონ­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი. მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება. ჩვე­ნი გეგ­მე­ბი არ­ის ძა­ლი­ან დი­დი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ მათ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას შევ­ძლებთ“, — აღ­ნიშ­ნა ნა­თია რაჭ­ვე­ლიშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან ფო­რუმ­ზე წარ­დგე­ნი­ლი იყო ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ჟან­რის ფილ­მე­ბი: „ტკი­ვი­ლის იმ­პულ­სი“ – კო­კა ქარ­და­ვა, ანი ბარ­თია (თსუ); „თა­ვი­სუ­ფა­ლი სუნ­თქვა“ – სო­ფო კე­დე­ლაშ­ვი­ლი, ქე­თი მო­სი­ავა (თსუ); „რი­ტურ­ნე­ლი“ – სა­ლო­მე კვი­რი­კაშ­ვი­ლი (თსუ); „თავ­სუფ­ლე­ბის ჩარ­ჩო“ – ერ­ეკ­ლე ფო­ლა­დიშ­ვი­ლი (თსუ); „ლი­და“ – სა­ლო­მე შატ­ბე­რაშ­ვი­ლი (თსუ); „რო­ცა მარ­კე­რი მთავ­რდე­ბა“ – მერ­ცი რთვე­ლა­ძე (თსუ); „სი­ჩუ­მე, რე­პე­ტი­ცია“ – მა­კო დვა­ლიშ­ვი­ლი (თსუ); „ქარ­თან ბრძო­ლა“ – ანი ბარ­თია, კო­კა ქარ­და­ვა (თსუ)’ „ცხოვ­რე­ბა კად­რე­ბად“ – რა­ტი სარ­და­ნა­ძე (თსუ).

რე­გი­ონ­ულ­მა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს რო­გორც დო­კუ­მენ­ტუ­რი, ას­ევე, მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი და მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბი: „დე­და­მი­წის სიყ­ვით­ლე შე­მოდ­გო­მის ბრა­ლია“ – ნა­ნა ხო­ფე­რია (დო­კუ­მენ­ტუ­რი; ბა­თუ­მი); „ალე­ატ­ორია“ – მი­რი­ან ორ­აგ­ვე­ლი­ძე (მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი; ბა­თუ­მი); „ნი­შა­ნი“ – ნი­კო­ლოზ ვერ­ძა­ძე (მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი; ბა­თუ­მი); „ცო­ტა ხნით უნ­და გა­დავ­დოთ სუფ­რა“ – ეკა კვი­ცა­რი­ძე, ოთ­არ მჟა­ვა­ნა­ძე, ლა­შა აფ­რი­დო­ნი­ძე (მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი; ქუ­თა­ისი); „რა­კურ­სე­ბი“ – ეკა კვი­ცა­რი­ძე, ოთ­არ მჟა­ვა­ნა­ძე, მა­რი­ამ გო­ცი­რი­ძე, გი­ორ­გი კიკ­ვა­ძე (ქუ­თა­ისი); „გი ყან­ჩე­ლის ხსოვ­ნას“ – გი­ორ­გი ჯან­გა­ვა­ძე, ლა­შა აფ­რი­დო­ნი­ძე, და­ვით კო­ხო­ძე, ნი­ნი ბე­სე­ლია (ქუ­თა­ისი); „ჩვენ გვინ­და მშვი­დო­ბა“ – ანი რაზ­მა­ძე, თე­იმ­ურ­აზ კო­პა­ძე, ხა­ტია ხა­ბაშ­ვი­ლი (დო­კუ­მენ­ტუ­რი; გო­რი).

ფო­რუ­მის მე­ორე დღეს სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ შეხ­ვედ­როდ­ნენ და პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი მი­ეღ­ოთ ის­ეთი პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­ის­გან, რო­გო­რე­ბიც არი­ან: კო­ტე ჯან­დი­ერი (მწე­რა­ლი, სცე­ნა­რის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის ტე­ლე–ფილ­მე­ბის სტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რი, მრა­ვა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი); თამ­თა გაბ­რი­ჩი­ძე (რე­ჟი­სო­რი, პრო­დი­უს­ერი. მის ფილ­მებს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქ­ვს არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო, მათ შო­რის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრი­ზი სან­დენ­სის ფეს­ტი­ვალ­ზე. მი­სი ფილ­მი „სოვ­და­გა­რი“ არ­ის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნო, რომ­ლის მსოფ­ლიო დის­ტრი­ბუ­ცი­ის უფ­ლე­ბა კომ­პა­ნია ნეთ­ფლიქ­სმა შე­იძ­ინა) და სან­დრო გა­ბი­ლაია (აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უს­ერი, რე­ჟი­სო­რი. Metro Production-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, JWT Metro-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უს­ერი, Cannes Lions Azerbaijan-ის ჟი­ურ­ის წევ­რი. მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი­სა და სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უს­ერი).

მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ინ­ტე­რაქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა.

„ამ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უბ­არი შე­ეხ­ებ­ოდა სამ რა­მეს: 1) დო­კუ­მენ­ტურ კი­ნო­სა და მხატ­ვრულ კი­ნოს შო­რის ზღვა­რი არ არ­სე­ბობს; 2) მხატ­ვრუ­ლი ამ­ოც­ანა ის­ევე უდ­გას დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტს, რო­გორც მხატ­ვრუ­ლი კი­ნოს რე­ჟი­სორს. დო­კუ­მენ­ტურ კი­ნო­ში, გან­სხვა­ვე­ბით ტე­ლე­სი­უჟ­ეტ­ისა და ტე­ლე­რე­პორ­ტა­ჟი­სა­გან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრა­მა­ტურ­გია და 3) – დრა­მა­ტურ­გია არ იქ­ნე­ბა, თუ რა­მე ან ვინ­მე არ გა­და­აქ­ციე პერ­სო­ნა­ჟად. ახ­ალ­გაზ­რდებს აინ­ტე­რე­სებ­დათ – რამ­დე­ნად სწო­რია წი­ნას­წა­რი ინ­დოქ­ტრი­ნა­ცია – რამ­დე­ნად უნ­და მო­ახ­ვი­ოს ად­ამი­ანს თავ­ზე სხვამ თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ვთქვით, რომ ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა პრო­ვო­კა­ცია, რომ ად­ამი­ან­მა და­იწყოს გარ­კვე­ულ სა­კითხებ­ზე ფიქ­რი. ხო­ლო სა­დამ­დე მი­იყ­ვანს მას ეს ფიქ­რი, ვე­რა­ვინ გან­საზღვრავს, მთა­ვა­რია იფ­იქ­როს. დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნო კი ამ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა“, – აღ­ნიშ­ნა კო­ტე ჯან­დი­ერ­მა.

თამ­თა გაბ­რი­ჩი­ძემ ისა­უბ­რა იმ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ფილმ „სოვ­და­გა­რის“ გა­და­ღე­ბი­სას და­აგ­რო­ვა. „ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მაქ­ვს, ეს იქ­ნე­ბა ფეს­ტი­ვა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ფილ­მის წარ­მო­ებ­ის პრაქ­ტი­კუ­ლი სა­კითხე­ბი, პოს­ტპრო­დუქ­ცი­ის სა­კითხე­ბი თუ სხვა რამ, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მათ­განს გა­მო­ად­გეს და ეს კარ­გია. მთა­ვა­რია დრა­მა­ტურ­გი­ის ცოდ­ნა – რო­გორ იწყე­ბა ამ­ბა­ვი, რი­სი თქმა გსურს, ვინ არ­ის გმი­რი, ვის­თან ერ­თად უნ­და გა­ნა­ვი­თა­რო ის­ტო­რია… ეს რომ იცი ად­ამი­ან­მა, მე­რე უკ­ვე მთა­ვა­რია ჟი­ნი და სურ­ვი­ლი, რომ, რა­საც ხე­დავ და გრძნობ, ის გა­უზი­არო სხვებს. ფო­რუმ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტი ჩემ­ზე. მე დავ­თან­ხმდი სტუ­დენ­ტე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და მად­ლო­ბა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის ნა­თია რაჭ­ვე­ლიშ­ვილს, რად­გა­ნაც მის­მა სტუ­დენ­ტმა რა­ტი სარ­და­ნა­ძემ და ოპ­ერ­ატ­ორ­მა თორ­ნი­კე ჩხე­ტი­ან­მა არ­ნა­ხუ­ლად ლა­მა­ზი ჩა­ნა­ხა­ტი გა­და­იღ­ეს. რომ მე­კითხე­ბი­ან, რა სჭირ­დე­ბა დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტსო, სწო­რედ ამ­აზე მი­ვუ­თი­თებ ხოლ­მე – გუ­ლის, სუ­ლის და ეთ­უზი­აზ­მის ჩა­დე­ბა საქ­მე­ში, რაც ამ ახ­ალ­გაზ­რდებ­მა შეძ­ლეს“, – თქვა თამ­თა გაბ­რი­ჩი­ძემ.

სტუ­დენ­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია სან­დრო გა­ბი­ლაიას სა­უბ­რებ­მა. მან აუდ­იტ­ორი­ის თვალ­წინ პრო­დი­უს­ინ­გის „პა­ტარ-პა­ტა­რა სა­იდ­უმ­ლო­ებ­ებს“ ახ­ადა ფარ­და და თქვა, რომ ძა­ლი­ან მა­ლე სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რი უცხო­ური კომ­პა­ნი­ის­თვის გახ­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი, რად­გან აქ ვი­დე­ოწ­არ­მო­ება სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა: „სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­დე­ოწ­არ­მო­ება ერთ-ერ­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სფე­რო აღ­მოჩ­ნდა. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, გვინ­და, რომ ახ­ალ­გაზ­რებს, იმ ად­ამი­ან­ებს, ვი­საც ეს სფე­რო აინ­ტე­რე­სებს, მივ­ცეთ სა­შუ­ალ­ება – მე­ტი გა­იგ­ონ მას­ზე, შე­იგ­რძნონ, მო­ეწ­ონ­ოთ, შე­უყ­ვარ­დეთ და თა­ვი­სი ენ­ერ­გი­აც ჩა­დონ ამ საქ­მე­ში. სა­ქარ­თვე­ლო შე­იძ­ლე­ბა სულ მა­ლე გახ­დეს ევ­რო­პი­სა და აზი­ის ვი­დე­ოწ­არ­მო­ებ­ის ჰა­ბი. ამ­ის თა­ობ­აზე უკ­ვე სა­უბ­რო­ბენ დიდ კომ­პა­ნი­ებ­ში და ჩვენც არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გვაქ­ვს მათ­თან. ამ­იტ­ომ, გვინ­და, ბევ­რმა გა­იგ­ოს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის თა­ობ­აზე და გაჩ­ნდეს მუ­შა­ობ­ის ინ­ტე­რე­სი – საქ­მის პრაქ­ტი­კა­ში სწავ­ლა აჩ­ქა­რებს პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას, რად­გან სულ პრო­ცეს­ში ხარ. დღეს უკ­ვე ტექ­ნი­კით ვე­ღა­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ, ტე­ლე­ფო­ნი­თაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­აკ­ეთო ის, რა­საც ად­რე უამ­რა­ვი აპ­არ­ატ­ურა სჭირ­დე­ბო­და, ამ­იტ­ომ ზღვა­რი აღ­არ არ­სე­ბობს – რო­გორც ამ­ერ­იკ­ელს შე­უძ­ლია კარ­გი ფილ­მის გა­და­ღე­ბა, ისე შე­მიძ­ლია მეც, ოღ­ონდ სა­ჭი­როა სი­თა­მა­მე, გა­ბე­დუ­ლე­ბა და შრო­მა“, – აღ­ნიშ­ნა სან­დრო გა­ბი­ლაიამ.

პრო­ფე­სორ­მა მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვილ­მა ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ფო­რუ­მი ძა­ლი­ან კარ­გი შან­სი იყო სტუ­დენ­ტე­ბის­თვის რო­გორც სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის, ას­ევე ახ­ალი ცოდ­ნის შე­ძე­ნის თვალ­საზ­რი­სით: „ვფიქ­რობ, რომ ეს ორი დღე იყო გა­მორ­ჩე­ული ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ფა­კულ­ტე­ტის ცხოვ­რე­ბა­ში. გვეს­ტუმ­რა სა­მი უდ­იდ­ესი პრო­ფე­სი­ონ­ალი, რომ­ლებ­მაც სტუ­დენ­ტებს გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უზი­არ­ეს. აქ­ვე ვი­ხი­ლეთ ნი­ჭი­ერი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და კი­დევ ერ­თხელ გა­ვუს­ვით ხა­ზი თე­ორი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის სინ­თე­ზის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ეს იყო იმ­ის დას­ტუ­რი, რომ, რა­საც სტუ­დენ­ტე­ბი თე­ორი­ულ­ად ით­ვი­სე­ბენ, შემ­დგომ ამ ცოდ­ნას პრაქ­ტი­კა­ში ახ­ორ­ცი­ელ­ებ­ენ. მად­ლო­ბა ფო­რუ­მის ინ­იცი­ატ­ორ­ებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს – მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე­სა და ნა­თია რაჭ­ვე­ლიშ­ვილს. სწო­რედ მა­თი შრო­მით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ფო­რუ­მის ჩა­ტა­რე­ბა და იმ­ედი მაქ­ვს — მო­მა­ვალ­ში ის კი­დევ უფ­რო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ხა­სი­ათს შე­იძ­ენს“, – აღ­ნიშ­ნა მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვილ­მა.

და­სას­რულ, კი­დევ ერ­თხელ გა­მო­ით­ქვა სურ­ვი­ლი და იმ­ედი, რომ თსუ-ის ბა­ზა­ზე გა­მარ­თუ­ლი კი­ნო-ფო­რუ­მი გახ­დე­ბა „ახ­ალი მუდ­მი­ვი პლატ­ფორ­მა“ დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბის მე­ტი თვით­გა­მო­ხატ­ვი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

Facebook
Twitter
LinkedIn