თსუ-ის სტუდენტი  გიორგი ბოკერია  დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო კარდიოქირურგთა საზოგადოებამ ბორდის ნამდვილ სტუდენტ წევრად შეარჩია

თარიღი: 2022-06-18 14:39:04

თა­მარ და­დი­ანი

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მე-5 კურ­სის სტუ­დენ­ტი გი­ორ­გი ბო­კე­რია დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის სა­მე­ფო კარ­დი­ოქ­ირ­ურ­გთა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ ბორ­დის ნამ­დვილ სტუ­დენტ წევ­რად შე­არ­ჩია 5 წლის ვა­დით. შერ­ჩე­ვა მოხ­და რე­ზი­უმ­ის (სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის), სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი­სა და გა­სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

„ამ ყვე­ლა­ფერ­ში დი­დი რო­ლი ით­ამ­აშა ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი პე­დი­ატ­რი­ული კარ­დი­ოქ­ირ­ურ­გის, პრო­ფე­სორ მარ­ტინ ელი­ოტ­ის სა­რე­კო­მენ­და­ციო წე­რილ­მა. ჩემ­თვის ორ­მა­გად სა­ამ­აყოა, რომ პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ვარ, ვი­საც ეს პა­ტი­ვი ერ­გო… 70-მდე შერ­ჩე­ული წევ­რი­დან უმ­ეტ­ეს­ობა არ­ის ის­ეთი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან, რო­გო­რე­ბი­ცაა: ოქ­სფორ­დის, ნო­ტინ­გე­მის, მან­ჩეს­ტე­რის, კემ­ბრი­ჯის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი. ამ­აყი ვარ, რომ მათ შო­რის ჩე­მი — თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სტი­ტე­ტიც არ­ის. ამ სა­ზო­გა­დო­ებ­აში აქ­ტი­ვო­ბა დის­ტან­ცი­ურ­ად მაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას თა­ვი გა­ვაც­ნო იქა­ურ სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ებ­ას, ჩე­მი ცოდ­ნით და აქ­ტი­ვო­ბით წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წიო, რა­თა მო­მა­ვალ­ში იქ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და პრო­ფე­სი­ული საქ­მი­ან­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბა შევ­ძლო“, — აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ბო­კე­რია, რო­მე­ლიც თვლის, რომ ექ­იმ­ობა უდ­იდ­ესი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, სირ­თუ­ლე­ებ­ის ქარ­ცეცხლში ფო­ლა­დი­ვით გაწ­რთობს!

კი­დევ ერ­თი აღი­არ­ება და წარ­მა­ტე­ბა გი­ორ­გიმ, ახ­ლა­ხანს, ლატ­ვი­აში გა­მარ­თულ სტუ­დენ­ტურ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­იპ­ოვა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ რი­გის სტრა­დი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის (Riga Stradins University) ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იმ­არ­თა, სა­დაც გი­ორ­გიმ სა­მეც­ნი­ერო აბ­სტრაქ­ტი გა­აგ­ზავ­ნა კარ­დი­ოქ­ირ­ურ­გი­ის დარ­გი­დან თე­მით: „აორ­ტის სარ­ქვლის რე­კონ­სტრუქ­ცია გლუ­ტა­რალ­დე­ჰი­დით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აუოლ­ოგი­ური პე­რი­კარ­დი­უმი, ოზ­აკ­ის პრო­ცე­დუ­რა“. თე­მის სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო პრო­ფე­სო­რი, კარ­დი­ოქ­ირ­ურ­გი ზვი­ად ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი (ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრის ქი­რურ­გი­ული მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი).

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის ოპ­ერ­აცია ბა­ტონ­მა ზვი­ად­მა, პირ­ვე­ლად, 2015 წელს და­ნერ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან იაპ­ონი­აში, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბის დროს, პერ­სო­ნა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა ეს ოპ­ერ­აცია თვით ამ ტექ­ნი­კის ავ­ტო­რის­გან, პრო­ფე­სორ ში­გეიუკი ოზ­აკ­ის­აგ­ან და დღემ­დე აქ­ტი­ურ­ად აკ­ეთ­ებს მას სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­სი დი­დი დახ­მა­რე­ბი­თა და თა­ნად­გო­მით, ამ ოპ­ერ­აცი­ის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ვის­წავ­ლე და ნაშ­რო­მი კონ­ფე­რენ­ცი­აზე გა­ვაგ­ზავ­ნე. პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი მო­ვი­და, ამ­ით კი უფ­ლე­მა მო­მე­ცა — ჩე­მი კვლე­ვა მას­შტა­ბურ კონ­ფე­რენ­ცი­აზე სა­ქარ­თვე­ლოს, თსუ-სა და ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კის სა­ხე­ლით წარ­მედ­გი­ნა. ჩემ­მა მოხ­სე­ნე­ბამ კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­მეც­ნი­ერო საბ­ჭო­სა და ჟი­ურ­ის დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია და სა­კონ­ფე­რენ­ციო ჟურ­ნალ­შიც და­იბ­ეჭ­და. ბევრ მათ­განს არც კი ჰქონ­და გა­გო­ნი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ… ამ წარ­მა­ტე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო კი­დევ ერ­თხელ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ზვი­ად ბა­ხუ­ტაშ­ვილს, რო­მე­ლიც ჩე­მი „ინ­სპი­რა­ცია“ იყო ამ დარ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში“, — აცხა­დებს გი­ორ­გი ბო­კე­რია, ვის­თვი­საც იმ­ას კი არ აქ­ვს მნიშ­ვნე­ლო­ბა — სად სწავ­ლობ, არ­ამ­ედ იმ­ას — თუ რა მი­ზა­ნი გაქ­ვს და რას აკ­ეთ­ებ მის მი­საღ­წე­ვად.

სა­მო­მავ­ლოდ, გი­ორ­გის გეგ­მე­ბი სრუ­ლი­ად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან და იქ დოქ­ტო­რან­ტუ­რის და რე­ზი­დენ­ტუ­რის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბას­თან. რე­ზი­უმე და სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი უკ­ვე გაგ­ზავ­ნი­ლი აქ­ვს ბირ­მინ­გე­მის, უეს­ტმინ­სტე­რის და ოქ­სფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში. „ქა­ლა­ქი ბირ­მინ­გე­მი ჩე­მი ფა­ვო­რი­ტია, იქ არ­სე­ბუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი კარ­დიო-ვას­კუ­ლა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის წევ­რი და აქ­ტი­ური ტუ­ტო­რი ვარ (კარ­დი­ოფ­არ­მა­კო­ლო­გი­ასა და ეკგ-ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­აში). ამ მიზ­ნე­ბის­თვის, უკ­ვე წლე­ბია, ვიბ­რძვი. ამ ეტ­აპ­ზე აკ­ად­ემი­ური და სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო-სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ინ­გლი­სუ­რის შეს­წავ­ლას ვაგ­რძე­ლებ და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თბი­ლის­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ული მენ­ტო­რი მყავს — თსუ პრო­ფე­სო­რი, ან­გლის­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი და დიპ­ლო­მა­ტი ნუგ­ზარ რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც არა­ერ­თი თა­ობ­ის აღ­მზრდე­ლი ყო­ფი­ლა. მი­სი სიტყვე­ბია: „არ აქ­ვს მნიშ­ვნვე­ლო­ბა დარ­გს — სად მსა­ხუ­რობთ. თუ ენ­ას სწავ­ლობთ და ამ ენ­აზე მო­სა­უბ­რე ქვე­ყა­ნა­ში მი­დი­ხართ, თქვენ­თვის უდ­იდ­ესი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს იმ­ას, თუ რას რო­გორ იტყვით, რო­გო­რი ფო­ნე­ტი­კით, დიქ­ცი­ითა და და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით, რა­თა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოთ სა­ზო­გა­დო­ებ­აზე და მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას“, — აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და ხა­რის­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ფიქ­რობს: „მინ­და და ვეც­დე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ობა ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ხა­რის­ხი­ანი იყ­ოს. პა­რა­ლე­ლუ­რად კი მინ­და — ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ხალ­ხს და მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი და­ვიმ­სა­ხუ­რო“, — აცხა­დებს გი­ორ­გი, რო­მე­ლიც დიდ მად­ლი­ერ­ებ­ას გა­მო­ხა­ტავს თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მორ­ფო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ დი­ანა ძი­ძი­გუ­რის მი­მართ, რო­მელ­მაც, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მას­ში დი­დი პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­ული გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა: „ქალ­ბა­ტო­ნი დი­ანა ჩემ­თვის არ­ის მა­გა­ლი­თი იმ­ისა, რომ ღმერ­თის ძა­ლა და მეც­ნი­ერ­ება ცალ-ცალ­კე არ დგას, რომ უზ­ენა­ეს­ის ნე­ბის გა­რე­შე ცოცხალ ორ­გა­ნიზ­მში არ­აფ­ერი ხდე­ბა!“

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის გი­ორ­გი ბო­კე­რი­ას აზ­რით: „ექ­იმი არ ფა­სობს, თუ იგი ფუნ­და­მენ­ტურ მეც­ნი­ერ­ებ­ებს არ ფლობს. ბევ­რს ვსწავ­ლობ იმ­ის­თვის, რომ სწო­რად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე და ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ზე­რე­ლედ არ შევ­ხე­დო! მინ­და, ჩემს თა­ნა­ტო­ლებს ვუთხრა, რომ ბევ­რი იშ­რო­მონ, მიზ­ნე­ბი და­ის­ახ­ონ და ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლონ… სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე ბევრ დარ­გშია შე­საძ­ლე­ბე­ლი და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, თუმ­ცა წას­ვლის მსურ­ვე­ლებს აუც­ილ­ებ­ლად უნ­და შე­ვუქ­მნათ ის­ეთი პი­რო­ბე­ბი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა მათ­თვის მი­სა­ღე­ბი იყ­ოს“, — აცხა­დებს გი­ორ­გი, რო­მელ­საც უდ­იდ­ესი მო­ტი­ვა­ცია აქ­ვს სიკ­ვდი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

Facebook
Twitter
LinkedIn