თსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალობის 6 დოქტორანტი აშშ-ში 8 თვიან გადამზადების კურსს გაივლის

თარიღი: 2022-07-04 17:01:49

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში პრო­ექ­ტის „სტრა­ტე­გი­ული პარ­ტნი­ორ­ობა ტრე­ნინ­გში აივ/შიდ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში“ მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. პრო­ექ­ტს აშშ ჯან­მრთე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ფო­გარ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი აფ­ინ­ან­სებს და არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარ­ტნი­ორ­ობა ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ახ­ორ­ცი­ელ­ებს.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი დი­მიტ­რი კორ­ძაია და პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი — „პარ­ტნი­ორ­ობა ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ დი­რექ­ტო­რი მა­მუ­კა ჯი­ბუ­ტი და ნიუ-იორ­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ნიუ-იორ­კის შტა­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინ­გი­სა და კვლე­ვის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი ჯეკ დე­ჰო­ვი­ცი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს 6 დოქ­ტო­რან­ტის შერ­ჩე­ვა, რომ­ლე­ბიც მომ­დევ­ნო 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ში გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სებს გა­ივ­ლი­ან. დოქ­ტო­რან­ტე­ბის შერ­ჩე­ვის, ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვე­ბი­სა და ახ­ალი კვლე­ვე­ბის და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში უშუ­ალ­ოდ მო­ნა­წი­ლე­ობს ჯეკ დე­ჰო­ვი­ცი.

„გან­ვი­ხი­ლეთ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი, ჩვენ გვყავს 4 სტუ­დენ­ტი, რომ­ლე­ბიც აშშ-ში გა­დი­ან გა­დამ­ზა­დე­ბას, მათ კარ­გი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბა აქ­ვთ. ახ­ლა გა­დი­ან ინ­ტერ­ნა­ტუ­რას ნიუ-იორ­კის შტა­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შიდ­სის ინ­სტი­ტუტ­ში და მუ­შა­ობ­ენ პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდ­სის მარ­თვის თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, — გა­ნაცხა­და ჯეკ დე­ჰო­ვიც­მა.

„ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, იმ­ედი გვაქ­ვს, რომ ის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა და ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ური კად­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რომ­ლებ­მაც თე­ორი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა ამ­ერ­იკ­აში, ჩვენს პარ­ტნი­ორ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში მი­იღ­ეს“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია აივ/შიდ­სის გა­მოვ­ლე­ნა­სა და მე­ურ­ვე­ობ­აში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხვრა, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და იმ­პლე­მენ­ტა­ცი­ის მეც­ნი­ერ­ებ­აში ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის ახ­ალი თა­ობ­ის ტრე­ნინ­გის გზით ხორ­ცი­ელ­დე­ბა (მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი აივ ინ­ფექ­ცია/შიდ­სი, ჰე­პა­ტი­ტი C, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, სხვა თან­მხლე­ბი ინ­ფექ­ცი­ები და მდგო­მა­რე­ობ­ები) კეთ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 2021-2011 სას­წავ­ლო წელს 4 კან­დი­და­ტი უკ­ვე მი­იღ­ეს. მათ წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეს სწავ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სე­მეს­ტრი თსუ-ში და 4 თვი­ან სე­მეს­ტრს ოლ­ბა­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სკო­ლა­ში, მიმ­დი­ნა­რე ეტ­აპ­ზე ინ­ტერ­ნა­ტუ­რას ნიუ-იორ­კის შტა­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შიდ­სის ინ­სტი­ტუტ­ში გა­დი­ან.

პრო­ექ­ტი ხუთ­წლი­ანია და სამ ძი­რი­თად კომ­პო­ნენ­ტს მო­იც­ავს:

1. გრძელ­ვა­დი­ანი ტრე­ნინ­გი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე 10 დოქ­ტო­რან­ტი მომ­ზად­დე­ბა. 10-ვე სტუ­დენ­ტი 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ში გა­დამ­ზად­დე­ბა, აქ­ედ­ან პირ­ვე­ლი 4 თვე ოლ­ბა­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სკო­ლა­ში, ხო­ლო მომ­დევ­ნო 4 თვე ინ­ტერ­ნა­ტუ­რას გა­ივ­ლი­ან ნიუ-იორ­კის შტა­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შიდ­სის ინ­სტი­ტუტ­ში.

2. მოკ­ლე­ვა­დი­ანი ტრე­ნინ­გი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში 30 პოს­ტდოქ­ტო­რან­ტი/მოქ­მე­დი მკვლე­ვა­რი მომ­ზად­დე­ბა იმ­პლე­მენ­ტა­ცი­ური კვლე­ვე­ბის სა­კითხებ­ში.

3. თსუ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მი­სა და კვლე­ვი­თი პარ­ტნი­ორ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ცი­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

„ეს არ­ის ე.წ. მეც­ნი­ერ­ული მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­მო­ტა­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის პრაქ­ტი­კა­ში. შე­სა­ბა­მი­სად იმ­ედი გვაქ­ვს, რომ ჩვე­ნი დოქ­ტო­რან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ახ­ალი მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნას გა­იღ­რმა­ვე­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბა­ში, იქ­ნე­ბა დი­დი შე­ნა­ძე­ნი არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის, არ­ამ­ედ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­შიც ახ­ალი მე­თო­დე­ბის და­ნერ­გვის თვალ­საზ­რი­სი­თაც“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ფე­სორ­მა პა­ატა იმ­ნა­ძემ.

პრო­ექ­ტის პარ­ტნი­ორ­ები არი­ან:

  • და­ავ­ად­ებ­ათა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი
  • ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ფილ­ტვე­ბის და­ავ­ად­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი
  • ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვი­თი კავ­ში­რი
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი კუ­რა­ციო
  • სო­ცი­ალ­ური კვლე­ვე­ბი­სა და ან­ალ­იზ­ის ინ­სტი­ტუ­ტი
  • აშშ ნიუ-იორ­კის შტა­ტის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­უნ­თა­უნ­ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი
  • ოლ­ბა­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სკო­ლა
  • ნიუ-იორ­კის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის შიდ­სის ინ­სტი­ტუ­ტი
Facebook
Twitter
LinkedIn