თსუ-დან წარმომადგენლობითი ვიზიტი პარიზის უნივერსიტეტში

თარიღი: 2022-07-14 23:24:56

ეკ­ოლ­ოგი­ური პრობ­ლე­მე­ბის და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად აუც­ილ­ებ­ელია ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია უმ­აღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში, რაც ცვლი­ლე­ბე­ბის უმ­თავ­რეს სივ­რცედ გა­ნი­ხი­ლე­ბა — სწო­რედ ამ მიდ­გო­მას მი­ეძ­ღვნა 15, 16 და 17 ივ­ნისს კრი­ტი­კუ­ლი ზღვა­რის ალი­ან­სის (Critical Edge Alliance — CEA) მე­ხუ­თე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში პა­რი­ზი 8 (საფ­რან­გე­თი) გა­იმ­არ­თა და რო­მელ­საც „ერ­აზ­მუს+“-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში თსუ-დან წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. ამ ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ღო­ნის­ძე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა უნ­და გახ­დეს.

კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა გახ­ლდათ — „მოქ­მე­დე­ბე­ბი უმ­აღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ“. კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­და მსოფ­ლი­ოს 20-მდე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბი, ას­ევე აკ­ად­ემი­ური და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლი.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მის (IPCC) ბო­ლო ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი იყო კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გავ­ლე­ნის და მი­სი შე­დე­გე­ბის გა­აზ­რე­ბა მო­მა­ვა­ლი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნის მიზ­ნით.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი წარ­მო­ად­გენ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მას, სა­დაც აკ­ად­ემი­ური წრე­ები და სტუ­დენ­ტე­ბი ერ­თობ­ლი­ვად მსჯე­ლობ­დნენ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნით გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნა ის­ეთი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა, კვლე­ვა, ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბა გა­რე­მოს­თან და ად­გი­ლობ­რივ თე­მებ­თან, ინ­ოვ­აცი­ური ტექ­ნო­ლო­გი­ები, ინ­კლუ­ზია და სა­ერ­თა­შო­რი­სო გაც­ვლე­ბი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნა­ზე ძი­რი­თა­დი მომ­ხსე­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ ჯუ­ლია ან­დერ­სო­ნი, ევ­რო­კო­მი­სი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ოფ­იც­ერი გა­ნათ­ლე­ბის, ახ­ალ­გაზ­რდო­ბის, სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას პრე­ზენ­ტა­ცი­ები და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი სხვა­დას­ხვა დარ­გობ­რივ-თე­მა­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თა. კერ­ძოდ, აქ­ტი­ურ­ად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის რო­ლი კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის კონ­ტექ­სტით; პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ვლა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის იმ­პლი­მენ­ტა­ცი­ის სა­კითხებ­ში; ეკ­ოლ­ოგი­ის სა­კითხის წარ­მო­ჩე­ნა მე­დია წიგ­ნი­ერ­ებ­აში; კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის კვლე­ვი­სა და სწავ­ლე­ბის სა­კითხებ­ში, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ერ­ება; მი­ზე­ზე­ბი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი კლი­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­ზი­სე­ბის მარ­თვი­სას; ეკ­ონ­ომ­იკ­ის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხე­ბი და სხვა.

და­სას­რულ, სტუ­დენ­ტთა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტეტ­მა წარ­მო­ად­გი­ნა სა­მო­მავ­ლო ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის პა­კე­ტი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­ზე პრაქ­ტი­კუ­ლი ზე­გავ­ლე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ხა­რის­ხის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, პრო­ფე­სორ­მა ნი­ნო ჩიხ­ლა­ძემ; ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა იოს­ებ ხე­ლაშ­ვილ­მა და ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ეკა ლე­კაშ­ვილ­მა; ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ხა­რის­ხის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა თა­მარ ჭე­ლი­ძემ; სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა სა­ლო­მე დუნ­დუ­ამ; ენ­ებ­ის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრის უფ­როს­მა, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა რუ­სუ­დან დო­ლი­ძემ და იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სორ­მა მა­კა კევ­ლიშ­ვილ­მა. წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ჯგუ­ფის ვი­ზი­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მიღ­მა თსუ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ჯგუფს გა­აც­ნეს უნი­ერ­სი­ტეტ პა­რი­ზი 8-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ან­ობ­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ინ­სფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი აკ­ად­ემი­ური, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული და სტუ­დენ­ტთა მო­ბი­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და სხვა.

სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ბო­ლო დღეს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ პა­რი­ზი 8-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­ერ თსუ-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­და­ეც­ათ სპე­ცი­ალ­ური სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. აღ­ინ­იშ­ნა, რომ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი ხელს შე­უწყობს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას.

Facebook
Twitter
LinkedIn