ზაარლანდის უნივერსიტეტმა იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკას გერმანულენოვანი წიგნები გადმოსცა

თარიღი: 2022-07-02 15:02:31

გერ­მა­ნი­ის ზა­არ­ლან­დის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს 150-მდე გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და გერ­მა­ნუ­ლი სა­მარ­თლის დარ­გის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შრო­მე­ბი გად­მოს­ცა. წიგ­ნე­ბი თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გან­თავ­სდე­ბა და რო­გორც მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის, ას­ევე, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. ამ დრო­ის­თვის წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის კა­ტა­ლოგ­ში შე­ტა­ნის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გერ­მა­ნე­ლი სა­მარ­თლის ექ­სპერ­ტე­ბი და მეც­ნი­ერ­ები სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი კა­ნონ­პრო­ექ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და იურ­იდი­ული გა­ნათ­ლე­ბის სა­რე­ფორ­მო პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლის სხვა­დას­ხვა დარ­გზე გერ­მა­ნულ­მა სა­მარ­თალ­მა გარ­კვე­ული გავ­ლე­ნა იქ­ონია და გერ­მა­ნუ­ლი იურ­იდი­ული ლი­ტე­რა­ტუ­რა მკვლევ­რე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მუ­შა­ობ­ის, კვლე­ვი­სა და სწავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როს წარ­მო­ად­გენს. თსუ-ის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში და­არ­სე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტია და სა­დაც, ამ ეტ­აპ­ზე, 5 000-მდე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან, რო­გორც სა­მეც­ნი­ერო დო­ნე­ზე, ისე ერ­თობ­ლი­ვი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და სე­მი­ნა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მრა­ვალ­წლი­ანი ინ­ტენ­სი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკ­ავ­ში­რებს.

გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი კო­ოპ­ერ­აცი­ის ერთ-ერ­თი მა­გა­ლი­თია კერ­ძო და სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თლის დარ­გში ზა­არ­ლან­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის ტი­ცი­ანა ქი­უზ­ისა და თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ხან­გრძლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში თბი­ლის­ში, ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კერ­ძო სა­მარ­თალ­ში ერ­თობ­ლი­ვი გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი კო­ლოქ­ვი­უმი უკ­ვე ხუთ­ჯერ გა­იმ­არ­თა.

„იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს ჩვენ­თვის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს. კო­ოპ­ერ­აცი­ები და ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, კერ­ძო სა­მარ­თლის კო­ლოქ­ვი­უმი პარ­ტნი­ორ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს შო­რის, არა მხო­ლოდ დი­ალ­ოგს ხდის შე­საძ­ლე­ბელს, არ­ამ­ედ, ას­ევე, ხელს უწყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლე­ბის და კვლე­ვის ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნეს­თან გა­თა­ნაბ­რე­ბას,“ — ამ­ბობს ირ­აკ­ლი ბურ­დუ­ლი, თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის კერ­ძო და სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თლის პრო­ფე­სო­რი, ფა­კულ­ტე­ტის გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის­თვის გად­მო­ცე­მულ წიგ­ნებს შო­რის არ­ის ცნო­ბი­ლი შტა­უდ­ინ­გე­რის გერ­მა­ნუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის ერთ-ერ­თი თა­ნა­ავ­ტო­რი პრო­ფე­სო­რი ტი­ცი­ანა ქი­უზია, რო­მე­ლიც, ამ­ავე დროს, ზა­არ­ბრი­უკ­ენ­ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და ამ­ავე უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დი­რექ­ტო­რია.

„გერ­მა­ნუ­ლი იურ­იდი­ული ლი­ტე­რა­ტუ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­სარ­გებ­ლოა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ბო­ლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და იურ­იდი­ული გა­ნათ­ლე­ბის სა­ფუძ­ვლი­ანი რე­ფორ­მე­ბი. თუმ­ცა, ზო­გი­ერთ დარ­გში ჯერ კი­დევ არ არ­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მი სრულ­ყო­ფი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ვი­ნა­იდ­ან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გერ­მა­ნულ სა­მარ­თალს აქ­ვს სა­ორი­ენ­ტა­ციო ფუნ­ქცია ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლის­თვის, ქარ­თვე­ლი იურ­ის­ტე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა გერ­მა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ შე­მო­წი­რუ­ლი წიგ­ნე­ბი არ არ­ის უახ­ლე­სი გა­მო­ცე­მის“, — აღ­ნიშ­ნავს ტი­ცი­ანა ქი­უზი.

წიგ­ნე­ბის სა­ერ­თო წო­ნა 400 კი­ლოგ­რა­მამ­დეა. გერ­მა­ნი­იდ­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­თი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­სპორ­ტო და ლო­გის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია „გებ­რი­უდ­ერ ვა­ისი“ შე­ირ­ჩა. ავ­სტრი­ული წარ­მო­შო­ბის კომ­პა­ნი­ამ რე­გი­ონ­ალ­ური ტერ­მი­ნა­ლი თბი­ლის­ში 2013 წელს დააარსა, რო­მე­ლიც 2019 წელს კი­დევ გა­ფარ­თოვ­და და დღეს მთე­ლი სამ­ხრეთ კვა­კა­სი­ის­თვის ოპ­ერ­ირ­ებს.

კომ­პა­ნი­ამ, სო­ცი­ალ­ური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, უფ­ას­ოდ უზ­რუნ­ველ­ყო წიგ­ნე­ბის ტრას­პორ­ტი­რე­ბა და მა­თი გან­ბა­ჟე­ბი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­წო­დე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­ზეც იზ­რუ­ნა.

„რო­დე­საც თსუ დაგ­ვი­კავ­შირ­და, და­უყ­ოვ­ნებ­ლივ გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი მზად­ყოფ­ნა წიგ­ნე­ბის უფ­ასო ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ სა­ზო­გა­დო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩვე­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა გვსურს. ამ­იტ­ომ­აც, მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ შევ­ძე­ლით ჩვე­ნი ცოდ­ნით და სა­შუ­ალ­ებ­ით წიგ­ნე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გან­გვე­ხორ­ცი­ელ­ებ­ინა გერ­მა­ნი­იდ­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში“, — ამ­ბობს ალ­ექ­სან­დრე ხარ­ლა­მო­ვი, გებ­რი­უდ­ერ ვა­ის­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე ტერ­მი­ნა­ლის მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი.

Facebook
Twitter
LinkedIn