დოქტორანტი  ირაკლი  ფიფია  ერთ  სემესტრს  მესინის უნივერსიტეტში  გაატარებს

თარიღი: 2022-06-18 14:48:10

თა­მარ და­დი­ანი

თსუ-ის ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ან­თრო­პო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რან­ტი ირ­აკ­ლი ფი­ფია ერთ სე­მეს­ტრს მე­სი­ნის (სი­ცი­ლია, იტ­ალია) უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ატ­არ­ებს.

მე­სი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და­არ­სე­ბუ­ლია 1548 წელს პაპ პავ­ლე III- ის მი­ერ და დღეს ის იტ­ალი­ის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია. სა­უკ­უნე­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი იყო ღირ­სე­ული მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ის­ტო­რი­ული ფი­გუ­რე­ბის მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი, სა­დაც თსუ-ის გა­მორ­ჩე­ული სტუ­დენ­ტი ირ­აკ­ლი ფი­ფია ის­წავ­ლის.

ის ახ­ალ­გაზ­რდა მკვლე­ვა­რია ეთ­ნოგ­რა­ფი­ული კვლე­ვის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვე­ბი­თა და ინ­ოვ­აცი­ური მიდ­გო­მე­ბით. მე­სი­ნა­ში იგი ერ­აზ­უს + მო­ბი­ლო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რომ­ზე იმ­უშ­ავ­ებს, წა­იკ­ითხავს ლექ­ცი­ებს, მი­იღ­ებს კონ­სულ­ტა­ცი­ებს და გა­აღ­რმა­ვებს ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მე­სი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან. პა­რა­ლე­ლუ­რად, ირ­აკ­ლი სი­ცი­ლი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ფის შე­სა­ხე­ბაც შე­აგ­რო­ვებს მა­სა­ლებს, რომ­ლებ­საც მოხ­სე­ნე­ბე­ბი­სა და პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ის სა­ხით შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს.

„მე­სი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ერ­ას­მუს + ის პროგ­რა­მით (K107) ჩა­მო­ვე­დი. ჩე­მი მი­ზა­ნი სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის — „სა­მო­ქა­ლა­ქო და კულ­ტუ­რუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის ფორ­მი­რე­ბა პოს­ტსაბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში (სო­ფელ წი­ნან­დლის მა­გა­ლით­ზე)“ — გაღ­რმა­ვე­ბა და შე­და­რე­ბი­თი კვლე­ვე­ბის წარ­მო­ება იყო. მე­სი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ქსო­ვი­ლი ჩემს სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვას­თან სა­ინ­ტე­რე­სო პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებ­და და ამ­დე­ნად მა­ინ­ტე­რე­სებ­და თე­ორი­ებ­ის გა­და­მოწ­მე­ბა და სა­კუ­თა­რი კვლე­ვის ახ­ლე­ბუ­რი კუთხით და­ნახ­ვა“, — აცხა­დებს ირ­აკ­ლი, ვის­მა მო­ლო­დინ­მაც გა­ამ­არ­თლა და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში რე­ალ­ობა იმ­აზე უკ­ეთ­ესი დახ­ვდა, ვიდ­რე წარ­მო­ედ­გი­ნა: „იტ­ალი­ური ენ­ის არ­ცოდ­ნის მი­უხ­ედ­ავ­ად, გა­რე­მოს­თან ად­აპ­ტი­რე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. დი­ახ, ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნის ხა­რის­ხი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია, თუმ­ცა თსუ-ში ნას­წავ­ლი ლა­თი­ნუ­რით და ჩვენ­თან ნას­წავ­ლი ან­თრო­პო­ლო­გი­ური უნ­არ-ჩვე­ვე­ბით, რაც საკ­ვლევ ველ­ზე შეს­ვლას გუ­ლის­ხმობს, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა და ახ­ალი აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბაც კი. აქ­ვე უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ მე­სი­ნა­ში წა­მოს­ვლამ­დე არ ვგეგ­მავ­დი ახ­ალი კვლე­ვის გა­კე­თე­ბას და ეს ერთ სე­მეს­ტრში შე­უძ­ლე­ბე­ლი­ცაა, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბის მო­ნა­ხა­ზე­ბი შე­იქ­მნა. ეს კი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს…“ — აღ­ნიშ­ნავს ირ­აკ­ლი, რო­მე­ლიც იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ელა.

„მე­სი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, თვე­ზე ოდ­ნავ მე­ტია, ვიმ­ყო­ფე­ბი აქა­ური პრო­ფე­სუ­რის დახ­მა­რე­ბი­თა და, რა თქმა უნ­და, ჩე­მი სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლის ხელ­შეწყო­ბით, სა­დაც ჩე­მი სა­კონ­ტაქ­ტო წრე ან­თრო­პო­ლო­გი­ის დარ­გში საკ­მა­ოდ გა­იზ­არ­და და გამ­დიდ­რდა. აქ გა­ვი­ცა­ნი პრო­ფე­სო­რე­ბი არა მხო­ლოდ მე­სი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, არ­ამ­ედ ყვე­ლა ის მკვლე­ვა­რიც, ვინც ამ პე­რი­ოდ­ის­თვის სტუმ­რობ­და უნ­ივ­ერ­სი­ტეტს სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს კითხუ­ლობ­და. ეს კი­დევ უფ­რო მეხ­მა­რე­ბა გა­ვი­ზარ­დო რო­გორც მეც­ნი­ერი და, ამ­ას­თა­ნა­ვე, გა­ვეც­ნო იტ­ალი­აში თუ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში მოღ­ვა­წე მეც­ნი­ერ­ებ­ის საქ­მი­ან­ობ­ას, მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვებს და ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დი­დი მად­ლი­ერი ვარ. დღეს, რო­ცა მსგავ­სი შან­სი გეძ­ლე­ვა, ეს აუც­ილ­ებ­ლად უნ­და გა­მო­იყ­ენო და სწო­რად შე­აფ­ასო მო­ცე­მუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბე­ბი“, — აცხა­დებს ირ­აკ­ლი, რო­მე­ლიც მე­სი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ზეც სა­უბ­რობს.

„ამ ეტ­აპ­ზე უკ­ვე წა­ვი­კითხე მოხ­სე­ნე­ბა ჩე­მი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის („რა კრი­ტე­რი­უმ­ებ­ით გა­ნი­საზღვრე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მუ­ზე­უმ­ში“) შე­სა­ხებ მე­სი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რა­მაც საკ­მაო და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, რაც კი­დევ უფ­რო მა­ხა­რებს… პა­რა­ლე­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­სა­ღე­ბად, სა­დაც 5 ქვეყ­ნის მეც­ნი­ერ­ები დარ­გში მიმ­დი­ნა­რე სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხებს გა­ვუ­ზი­არ­ებთ ერ­თმა­ნეთს.

დარ­ჩე­ნი­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე, მინ­და, რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ზაფხუ­ლო პროგ­რა­მებ­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ობა, აქა­ურ კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას გა­ვეც­ნო და თა­ვი­სუ­ფალ დროს სი­ცი­ლი­ის მცხუნ­ვა­რე მზით დავ­ტკბე… ან­თრო­პო­ლო­გი­ური კუთხით სი­ცი­ლია მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა. იმ­ედი მაქ­ვს, რომ თსუ-სა და მე­სი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­დე­ბა და ნა­ყო­ფი­ერი გახ­დე­ბა. ამ­ით კი ჩემს შემ­დეგ თა­ობ­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი და აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­აკ­ეთ­ოს ამ უნ­იკ­ალ­ური რე­გი­ონ­ისა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ“, — აღ­ნიშ­ნავს ირ­აკ­ლი, რო­მე­ლიც კი­დევ ერ­თხელ რწუნ­დე­ბა თა­ვის სწორ არ­ჩე­ვან­ში — ან­თრო­პო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნის გაღ­მა­ვე­ბა და დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში ამ პროგ­რა­მა­ზე ჩა­ბა­რე­ბა. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ძა­ლი­ან გა­უმ­არ­თლა, რომ თსუ-ის ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლია:.“ის აღ­მოჩ­ნდა პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მეც და სხვა სტუ­დენ­ტებ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს მი­სი კონ­ტაქ­ტე­ბი და სა­ნაც­ნო­ბო წრე საჩ­ვე­ნოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ევ­რო­პის წამ­ყვან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლე­ბის ფორ­მებს, მე­თო­დებ­სა თუ მიმ­დი­ნა­რე საკ­ვლევ თე­მებს გა­ვეც­ნოთ. მი­სი ძა­ლის­ხმე­ვით, მო­ახ­ერ­ხა სწო­რედ პან­დე­მი­ის ფონ­ზე ან­თრო­პო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო პროგ­რა­მამ ას­ეთი გა­აქ­ტი­ურ­ება, რაც გულ­წრფელ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს“, — აცხა­დებს ირ­აკ­ლი, რო­მე­ლიც თსუ ან­ტრო­პო­ლო­გი­ის პროგ­რა­მის დოქ­ტო­რან­ტო­ბის გარ­და, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­ული პრო­ფე­სო­რია.

Facebook
Twitter
LinkedIn